კატეგორია: მსოფლიო

სააკაშვილმა და ტიმოშენკომ მატარებელი დატოვეს. ტიმოშენკო უკრაინის გენპროკურორს მიმართავს

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა   „ბატკივშინას“ ლიდერთან, იულია ტიმოშენკოსთან ერთად „ინტერსითის“ მატარებელი დატოვა. „ინტერსითის“ მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინში დაბრუნებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გაჩერებულია. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩავიდნენ. – ჩვენ ჩავსხდებით მატარებელში და დაველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ განაცხადა. მან უკრაინის მთავარ პროკურორს მიმართა და შექმნილი […]

ქარიშხალმა “ირმამ” ფლორიდის შტატს მიაღწია

ქარიშხალი “ირმა” ფლორდის შტატის სამხრეთ ნაწილს, კერძოდ კი ქალაქ კი-უესტს დაატყდა თავს. ABC News-ის ცნობით, სტიქიამ სულ მცირე 3 ადამიანი იმსხვერპლა. ქარიშხალ “ირმას” ამ დროისთვის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის სიჩქარე საათში 209 კილომეტრს აღწევს. ფლორიდის გარდა სტიქია ჯორჯიას, ალაბამას, ტენესის და მისისიპის შტატებს ემუქრება. ქარიშხლის გამო, კუბას კუნძულზე წყალდიდობაა. ფლორიდის შტატიდან 5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია […]

”ინტერსიტის” მატარებელი ისევ პერემიშლშია გაჩერებული

მატარებელ “ინტერსიტის” მგზავრებს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდა, მატარებლის სტიუარდმა განუცხადა, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ სადგურის ხელმძღვანელობას, რომელიც უზრუნველყოფს მათ უკრაინის მიმართულებით გამგზავრებას ავტობუსების მეშვეობით. მისივე განცხადებით, ბილეთების ფასს მათ უკრაინაში შესვლისთანავე აუნაზღაურებენ. ამ განცხადების შემდეგ სიტუაცია მატარებელში დაიძაბა.

კრაკოვეცთან ფემენის აქტივისტი დააკავეს – “სულელები საზღვრებს გარეშე”

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები ელოდებიან, ფემენის აქტივისტი მივიდა. ინფორმაციას Интерфакс-Украина ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამართალმდაცველებმა აქტივისტი დააკავეს. მას ერთ ხელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ხოლო მეორეში – მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ეჭირა, ხოლო შიშველ მკერდზე ინგლისურად ჰქონდა დაწერილი: “სულელები საზღვრებს გარეშე”. იმედინიუსი

სააკაშვილი ტელეიმედს – ”თქვენ ხართ ივანიშვილის კარის ტელევიზია! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი!”

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია “იმედის” კითხვებს არ უპასუხა. – ხელები გაწიეთ მე არ ველაპარაკები “იმედს”. არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია “იმედი” მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით… მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც […]

მატარებელი სააკაშვილთან ერთად დაიძვრება ლვოვისკენ

ევროდეპუტატ სარიუშ ვოლსკის, ჩარევით და პოლონეთის ოფიციალური უწყებების გადაწყვეტილებით, მატარებელი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ნახევარი საათის დაგვიანებით უკრაინის მიმათულებით დაიძვრება. ეს არის პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადამიანი, რომელსაც აქვს ბილეთი და იმყოფება კანონიერად, არ ჩაუდენია კრიმინალი, აქვს უფლება გადაადგილდეს საზღვარზე. ნახევარი საათის წინ ვაგონში ავიდა გამცილებელი, რომელმაც განაცხადა, რომ არის მითითება, რომ ვაგონში არის ადამიანი, რომელიც […]

სააკაშვილის მომხრეები მას საზღვარზე ელოდებიან

პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეს უკვე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მას სცენაც ელოდება, სადაც უკვე მიმდინარეობს უკრაინის ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია. სამართალდამცველებმა სასაზღვრო პუნქტთან მოძრაობა “ფემენის” აქტივისტი დააკავეს. “იმედის” ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი მუშაობს უკრაინაში. სააკაშვილმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა და ავტობუსით კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ უკვე გაემართა. მასთან არიან იულია ტიმოშენკო, უკრანული რადას სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები და […]

სააკაშვილმა ჟეშოვში ბრიფინგი გააუქმა და კრაკოვეცისკენ დაიძრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟეშოვიდან საზღვარზე, პშემისლში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტში მიჰყვება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჟეშოვში ბრიფინგი უნდა გაემართა, თუმცა გეგმები შეიცვალა და ბრიფინგი გაუქმდა. ინტერპრესნიუსი

სააკაშვილი ტიმოშენკოსთან ერთად ქალაქ ჟეშუვშია – აქ ის პრესკონფერეციას გამართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჟეშუვში იმყოფება, სადაც პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, სააკაშვილი პრესკონფერენციას ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამართავს (თბილისის დროით 12:00 საათზე). აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პრესკონფერენციის ჩატარება ქალაქ პერემიშლში იგეგმებოდა. ქალაქ ჟეშუვში ასევე ჩავიდა პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო. ინტერპრესნიუსი

სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა კრაკოვეცში ყოველ წუთს მატულობს

პარტია РУХ НОВИХ СИЛ-ის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მიხეილ სააკაშვილის დამხვედრთა რიცხვი ყოველ წუთს იმატებს. “დილა მშვიოდობისა, უკრაინა! ბანაკი ყოველ წუთს იმატებს. ღამის განმავლობაში ჩვენ შემოგვემატა “ბლოკადის შტაბისა” და ბატალიონ “დონბასის” ვეტერანთა კოლონა. ჩვენთან არიან იგორ სობოლევი და სემიონ სემენჩენკო. ბანაკში 1.000-ზე მეტი ადამიანი და 300 კარავია, ხოლო ხალხი კი ფაქტიურად ყოველ წუთს […]