წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ვარშავიდან პერემიშლისკენ დაიძრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ერთად „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება. მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეების თქმით, ის ჟურნალისტებს შეუერთდება და მათთან ერთად ავტობუსით პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ გაემგზავრება. ინტერპრესნიუსი
კატეგორია: მსოფლიო
მექსიკაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მექსიკის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს მეორე მიწისძვრაა, 8 სექტემბერს მომხდარი ძლიერი მიწიწსძვის შემდეგ, რომელსაც 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რეუანტეპეკის ყურეში, 53 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ნიუპოსტი
ჟურნალისტმა იულია ლატინინამ რუსეთი დატოვა
Эхо Москвы-სა და Новоя газета-ს ჟურნალისტმა იულია ლატინინამ განაცხადა, რომ რუსეთიდან წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს. “მე სკაიპით საზღვარგარეთიდან გელაპარაკებით, ჩემი მშობლებიც საზღვარგარეთ არიან. ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ჩამოვალ”, – განაცხადა ლატინინამ. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი ავტომობილის აფეთქების შემდეგ, მას რუსეთში ყოფნის ეშინია. სექტებრის დასაწყისში, ლატინინიას ავტომობილი უცნობმა პირებმა დაწვეს, მანამდე ივლისში კი მის სახლს დაუდგენელი შემადგენლობის სითხე შეასხეს. გასული წლის […]
მოსკოვში ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს ცენტრში მშენებარე ცათამბჯენი Neva Towers-ი დაიწვა. ცეცხლი გაზის ბალონებს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 20 კვადრატულ ფართობზე ცეცხლი გაუჩნდა პენოპლასტს და სამშენებლო ნაგავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამ წუთებში ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცეცხლის დაქრობა. მაშველები დაზარალებულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ. სავაჭრო ცენტრთან მისასვლელი გზები გადაკეტილია. პირველი
რუსლან პაპასკირთან ერთად აფეთქებულ ნატალია კოშელს ფეხი მოაჭრეს
კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი დაიღუპა, ცნობილი უკრაინელი მოდელი და „დიორის“ ყოფილი სახე ნატალია კოშელი დაშავდა. დაშავებულის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა დიმიტრი მისნიაკოვმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დიმიტრი მისნიაკოვის […]
სააკაშვილი უკრაინაში წასვლამდე ამერიკელ დიპლომატ დენიელ ფრიდს შეხვდა
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ დიპლომატ დენიელ ფრიდს შეხვდა. ამის შესახებ მან 3 საათის წინ ფეისბუქის გვერდზე დაწერა: ”უკრაინაში ჩემი გამგზავრების წინ სახლში ჩაიზე მეწვია დენიელ ფრიდი, ჩემი ძველი მეგობარი და ლეგენდარული ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბუშის და ობამას ადმინისტრაციებში. ჩვენ ორივეს ბევრი მოსაგონარი გვქონდა. ახლანდელ ვითარებაზეც ვისაუბრეთ.”
ნუგზარ წიკლაური – ”სააკაშვილის მომხრეებმა პოროშენკოს ზონდერების 7 მიკროავტობუსი დაბლოკეს”
„ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ფეისბუქში წერს. როგორც წიკლაური აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში „ტიტუშკების“ მობილიზაცია დაიწყო, რაც 10 სექტემბერს, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას უკავშირდება. „ოლიგარქების უცვლელი ხელწერა უკრაინაში და საქართველოში: პოროშენკომ და ავაკოვმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადაისროლეს „ტიტუშკების“ ჯგუფები. ზონდერ-ტიტუშკების კრაკოვეცის სასაზღვრო […]
სააკაშვილის მხარდამჭერების 4 კილომეტრიანი კოლონა კრაკოვეცისკენ მიემართება
მიხეილ სააკაშვილის პარტია “РУХ НОВЫХ СИЛ”-ის წარმომადგენლები თავიანთი ლიდერის დასახვედრად კრაკოვეცში გაემგზავრენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. “აბა, მეგობრებო, კრაკოვეცში მივემგზავრებით, სადაც მიხეილის ჩამოსვლას დაველოდებით.კოლონა 50 ავტომობილისა და 10 ავტობუსისგან შედგება და 4 კილომეტრზეა გაჭიმული. ადგილზე ჩასული პირველი სამასი ადამიანი ბანაკის მოწყობას აპირებს.ჩვენ თან პოლიციის ესკორტი მოგვყვება. ყველაფერი მშვიდადაა,” წერენ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები. […]
“ბრიუსელს ეარლაინსის” თვითმფრინავის პილოტი ჰაერში ცუდად გახდა – ავარიული დაშვება ბრიუსელის აეროპორტში
დღეს დილით, ბრიუსელის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა Brussels Airlines-ის თვითმფრინავმა. დაშვების მიზეზი ერთერთი პილოტის ცუდად გახდომა გახდა. აეროპორტის ტერმინალის წარმომადგენლის განცხადებით, პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მგზავრებისგან არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი კუნძულ როდოსზე მიფრინავდა. ნიუპოსტი
ქარიშხალ “ირმას” შუაგულში მოხვედრილი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მშვიდობიანად დაეშვა
ავიაკომპანია Delta Flight-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის ჩათვლით 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ქარიშხალ ირმას შუაგულში მოექცა. Delta Flight 302 უკანასკნელი რეისი იყო, რომელიც ოთხშაბათს, პუერტო რიკოს საერთაშორისო აეროპორტიდან ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტისკენ გაფრინდა, ვიდრე აეროპორტი “ირმას” (ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხლის, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა) გამო დაიკეტებოდა. პილოტმა ქარიშხლის შუაგულში თვითმფრინავის უსაფრთხოდ მართვა მოახერხა და მგზავრები […]










