კატეგორია: მსოფლიო

ლონდონთან ახლოს, აეროპორტთან, აფეთქება მოხდა

ლონდონთან ახლოს, საუტენდის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ანგარში მოხდა, რომლის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ჯერჯერობით აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია. იმედინიუსი

სომხეთში, სპიტაკთან, მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, ქალაქ სპიტაკთან, 10 კილომეტრში მაგნიტუდით 2.5 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 05:07 საათზე დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სომხეთში მიწისძვრა 15 აგვისტოსაც მოხდა. გუშინ ქალაქ ამასიანთან მაგნიტუდით 2,8 მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. პირველი

27 დაღუპული და 83 დაშავებული – ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

27 ადამიანი დაიღუპა და 83 დაშავდა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კონდუგაში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც როიტერსი იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ბაზარში აიფეთქა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კონდუგაში მეორე აფეთქებაც მოხდა. 2-მა ტერორისტმა დევნილთა ბანაკის შესასვლელთან აიფეთქა თავი. აფეთქებებზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება “ბოკო-ჰარამი” ახორციელებს. „ბოკო […]

გუამის კუნძულზე ცრუ განგაში გამოცხადდა

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ფონზე  წყნარ ოკეანეში მდებარე გუამის კუნძულზე მოულოდნელად საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინება გავრცელდა. ამის შესახებ CNBC-ი წერს. განგაშის ხმა 2 რადიოსადგურზე და ერთ-ერთ ტელეარხზე გადასცეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და სისტემა ტექნიკური შეცდომის გამო ამოქმედდა. ხელისუფლების განცხადებით, მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება. 12 აგვისტოს კუნძულ გუამის ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის მოამზადა […]

კიმ ჩენ ინმა გუამის ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა გადადო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, კუნძულ გუამზე დარტყმა “ცოტა ხნით” გადადო. ამის შესახებ სააგენტო KCNA წერს. – მან თქვა, რომ ამერიკელმა იმპერიალისტებმა თავად დაიწყეს კისერზე ბაწრის შემოხვევა მას შემდეგ რაც კონფონტაციულ შანტაჟზე გადმოვიდნენ. ის ცოტა ხანი ისევ დააკვირდება სულელი იანკების ქცევებს, რომლებიც უაზრობაში კარგავენ თავიანთი საწყალი ცხოვრების ყოველ წამს, – ციტირებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიტყვებს სააგენტო. […]

კიმ ჩენ ინი გუამის ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის გეგმას გაეცნო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ, დარტყმა განახორციელონ, თუ ის ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს სახიფათო სამხედრო კონფლიქტი. როგორც კორეის ცენტრალური სააგენტო იუწყება, კიმ ჩენ ინი ასევე გაეცნო შეიარაღებული ძალების გეგმებს გუამისკენ რაკეტის გაშვების თაობაზე. – […]

მატისი – “თუ ფხენიანი გვესვრის, ეს ომს გამოიწვევს”

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მიიჩნევს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს, ამან შეიძლება ომი გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებს განუცხადა. – თუ ისინი ცეცხლს გაუხსნიან აშშ-ს, ეს ძალიან სწრაფად შეიძლება ომში გადაიზარდოს, – განაცხადა ჯეიმს მეტისმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოშვებული რაკეტის ტრაექტორიის დადგენა წამების […]

ჩილეს სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩილეს სანაპიროსთან, თბილისის დროით დაახლოებით 17 საათზე, 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში, ქალაქ კოკიმბოსტან 85 კილომეტრში, 10 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ცუნამის საფრთხე არ არსებობს. ნიუპოსტი

შავ ზღვაში მიწისძვრა მოხდა

შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიაზე გუშინ, საქართველოს დროით 18:19 საათზე, მაგნიტუდით 3.9 მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლო სამ დღეში, თურქეთის ტერიტორიაზე, ეს უკვე მესამე მიწისძვრაა. გუშინვე მაგნიტუდით 3.2 მიწისძვრა დაფიქსირდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ვაშინგტონმა მოსკოვს, შესაძლოა, საკონსულოს დახურვა მოსთხოვოს

ვაშინგტონმა მოსკოვს შესაძლოა ერთ-ერთი გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვოს. ამის შესახებ „კომერსანტი“ ამერიკულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. ვაშინგტონის ქმედება, სავარაუდოდ პასუხია, პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი უნდა შემცირდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის საპასუხო ზომებს 1 სექტემბრისთვის გამოაცხადებს. რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 გენერალური საკონსულო აქვს – […]