სპორტული სამყარო ბარსელონას უსამძიმრებს მადრიდის რეალის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ შეშფოთებას გამოთქვამს ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო და თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს: „შეძრწუნებული ვარ ბარსელონაში მომხდარით. სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს“- განაცხადა რონალდუმ. ბარსელონელებს თანადგომას უცხადებს „რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასიც „რა სამწუხაროა. ჩემი თანადგომა მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი ბარსელონა“- […]
კატეგორია: მსოფლიო
ბარსელონაში მანქანა პოლიციელებს დაეჯახა – 3 პოლიციელი დაშავდა
ბარსელონაში, ავტომობილით პოლიციელებს დაეჯახნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ მომხდარი ტერაქტის ადგილზე პერიმეტრს იცავდნენ. სამი პოლიციელი დაშავდა, მძღოლი მიიმალა. სხვა ადგილზე ისევ მაქნანის დაჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პოლიციელი. მძღოლი დაკავებულია. დაკავშირებულია თუ არა ეს ინციდენტები ტერაქტთან, ჯერ უცნობია. იმედინიუსი
ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დრის უკაბირი დაკავებულია
ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია – დრის უკაბირი
ბარსელონა: ტერაქტის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან – “პოლიცია გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევს”
ცოტა ხნის წინ “ქრონიკა” ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ბარსელონაში ტერაქტის ადგილიდან ას მეტრში იმყოფებოდა. ის იქ ძმასთან ერთად იყო და ერთ-ერთ მაღაზიას აფარებდა თავს. მისი თქმით, პოლიცია ადამიანებს გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევს, რადგან პერიმეტრს კვლავ სამართალდამცველები აკონტროლებენ. 17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა […]
ტერაქტი ბარსელონაში – ფურგონი ხალხში შეიჭრა
ცოტა ხნის წინ ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხით მოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის ბარსელონაში, ბაზრის ტერიტორიაზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი, არ ვრცელდება. ვრცელდება ინფორმაცია, […]
რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა
ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა “Хартия”-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა. ვიდეომასალაში აღბეჭდილია “ურალის” ტიპის სატვირთო მანქანები სარეგისტრაციო კოდით “RUS”. რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ სასწავლო ცენტრთან ახლოს ტყეში დააფიქსირეს. სამხედრო კოლონას ბელარუსის საგზაო მილიციის მანქანები აცილებდნენ. რუსეთ-ბელარუსის სწავლება “დასავლეთი 2017” ბელარუსის ტერიტორიაზე სექტემბერში გაიმართება. […]
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: “კორეაში ომი არ იქნება”
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულზე ომი არ იქნება. – მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ომი არ იქნება. აშშ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის სამხრეთ კორეასთან ერთად განიხილონ იმ მოქმედებების ვარიანტები, რომლებიც დაგეგმილი აქვთ, – ამის შესახებ მუნ ჯე ინმა პრეზიდენტის პოსტზე 100 დღის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა. მას ასევე დასძინა, […]
სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს პოლონეთიდან ჩავა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება. როგორც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, ის კიევში პოლონეთის ტერიტორიიდან შევა. მისივე თქმით, მას ჰქონდა ამერიკაში სამუშაო ვიზა და შეეძლო იქ დარჩენა, მაგრამ უკრაინელ ხალხს დაჰპირდა, რომ მათ ოლიგარქებისგან გაათავისუფლებდა. ინტერპრესნიუსი
ტრამპმა კიმ ჩენ ინი შეაქო – ”მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის „ბრძნულ გადაწყვეტილებას“, კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვების შესახებ. „ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. გუშინ კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული ძალების შემოწმებისას განაცხადა, რომ მზად არის, კიდევ […]










