აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დოკუმენტზე ხელის მოწერას კრემლი პასუხობს. – რუსეთს ვერანაირი ზეწოლითა და დაშინებით ვერ აიძულებენ უარი თქვას ეროვნულ ინტერესებზე და აღებული კურსი შეცვალოს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ტრამპის მიერ სანქციების შესახებ კანონპროექტის ხელმოწერის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმაურება რუსეთის […]
კატეგორია: მსოფლიო
ავსტრალიაში თვითმფრინავის ტერაქტი აღკვეთეს
ავსტრალიის კონტრტერორისტულმა პოლიციამ შეთქმულება გამოააშკარავა, რომლის მონაწილეებიც თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მალკოლმ თერნბულმა განაცხადა. „შემიძლია გაცნობოთ, რომ დღეს ტერორისტების დასაკავებლად უმსხვილესი ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თვითმფრინავის აფეთქება“, – ასღნიშნა პრემიერმინისტრმა. მომხდარის შედეგად, ავსტრალიის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმი გაძლიერდა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სიდნეის აეროპორტში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. […]
სროლა გერმანიის ღამის კლუბში – დაღუპულია ერთი ადამიანი
გერმანიაში, ქალაქ კონსტანცაში ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი დისკოთეკაზე გახსნა. 34 წლის თავდამსხმელმა შენობიდან გასვლა შეძლო, თუმცა პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
პუტინმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეწყალების დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სოჭის მკვიდრებს მარინა ჯანჯღავასა და ანიკ კესიანს სახელმწიფო ღალატი აპატიეს. დოკუმენტი ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრძანება გამოქვეყნებიდან 10 დღეში შევა ძალაში. 4 ივლისს, სოჭის მოქალაქეებმა, რომლებსაც სახელმწიფოს ღალატი დასწამეს, რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართეს. 7 მარტს, ვლადიმერ პუტინმა ამ საქმის კიდევ ერთი ბრალდებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა. 2015 წელს […]
ტილერსონი შესაძლოა გადადგეს
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოების გამო, შესაძლოა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ტილერსონს სერიოზული უთანხმოება აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანთან დიალოგი და ადმინისტრაციაში საკადრო საკითხები. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა უკმაყოფილება გამოთქვა და არაპროფესიონალური უწოდა პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ჯეფ სეშენეთან დაკავშირებით. რექს ტილეროსნმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტი […]
ჩარლი გარდის მშობლები: ”ვწუხვართ, რომ ვერ შევძელით შენი გადარჩენა… ტკბილად იძინე, ჩვენო ბიჭო, გვიყვარხარ”
11 თვის ჩარლი გარდის მშობლებმა დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში დავა, რომელიც განუკურნებელი ბავშვის შტატებში გამგზავრებასა და ექსპერიმენტულ მკურნალობას შეეხებოდა, დაასრულეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბავშვის მშობლების ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს პროცესებით ბავშვის “დრო დაიკარგა”. ჩარლის მამამ და დედამ, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთეს. ქრის გარდის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ “ტკბილი, ლამაზი და უცოდველი ბიჭი […]
იორდანიაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა მოხდა
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცილინის პროვინციაში მდებარე ქალაქ სონგიუანში დაფიქსირდა. მიწისძვრის შემდეგ ქალაქში უსაფრთხოების ზომები მიიღეს და მატარებლის 50-მდე რეისი შეჩერდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე მიწისქვეშა ბიძგები ახლოს მდებარე ქალაქებშიც იგრძნობოდა. ინტერპრესნიუსი
თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობიდან გადადგა
თეთრი სახლის პრესმდივანი, შონ სპაისერი, თანამდებობიდან გადადგა. სპაისერმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დილით დაწერა. “The New York Times” -ის ინფორმაციით, სპაისერმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად ნიუ-იორკელი ფინანსისტის, ენტონი სკარამუჩის, დანიშვნას. სხვა დეტალები სპაისერის გადადგომასთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ასევე უცნობია ვინ შეცვლის თეთრი სახლის პრესმდივანს.
კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში
გუშინ საღამოს ეგეოსის ზღვაში, პროვინცია მუგლასთან ახლოს კიდევ ერთი, მაგნიტუდით 5,0 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:09 საათზე იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვევრპლის შესახებ არ ვრცელდება. გუშინწინ ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად ბოდრუმში 2 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის დასავლეთი ნაწილი […]










