კატეგორია: მსოფლიო

მიწისძვრას საბერძნეთსა და თურქეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსიზე 2 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა დანგრეული შენობიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს. თურქეთის ქალაქ მუგლაში ჰოსპიტალიზებულია რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე ადამიანი ფანჯრიდან გადახტომისას დაშავდა. ბოდრუმის საავადმყოფოში 70-მდე ადამიანი მიიყვანეს. 6,7 მაგნიტუდის და  10 კმ სიღრმის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო, თურქეთის კურორტ ბოდრუმიდან 10,3 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16,2 კილომეტრის დაშორებით. თურქეთში მიწისძვრა ყველაზე […]

ინდოეთის ახალი პრეზიდენტი რამ ნათხ კოვინდი გახდა

ინდოეთის პრეზიდენტად რამ ნათხ კოვინდი აირჩიეს, რომელიც ინდოეთის მმართველი „სახალხო პარტიის“ მიერ იყო წარდგენილი. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა ხმების 65% მიიღო. კოვინდი ინდოეთის რიგით მე-14 პრეზიდენტი გახდა. კოვინდი მეორე პრეზიდენტია დალითების კასტიდან („მიუკარებლების“ დაბალი კასტა). ინდოეთში პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც შედგება პარლამენტისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისგან. პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობა ჯამში […]

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს

– მე დავბრუნდები, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელსაც ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. სენატორის თქმით, ის სამსახურს დაუბრუნდება როგორც კი გამოჯანმრთელდება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Assoсiated Press-ს სენატორმა ლინდსი გრემმა განუცხადა. – მე მომიწევს სახლში დარჩენა, მკურნალობის კურსის გავლა. მაგრამ მე დავბრუნდები, – განუცხადა მაკკეინმა სენატორ გრემს ტელეფონით. არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია […]

ვინ არის ირაკლი კაველაძე, რომელიც უმცროსი ტრამპის რუს იურისტთან შეხვედრას ესწრებოდა

არას აგალაროვის ადვოკატმა, სკოტ ბალბერმა დაადასტურა, რომ ირაკლი კაველაძე 2016 წლის ივნისში უმცროსი დონალდ ტრამპის რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას ნამდვილად ესწრებოდა. არას აგალაროვის თხოვნით, მას თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ვესელნიცკაიამ თარჯიმანი თავადაც მიიყვანა. ბალბერი ამბობს, რომ კაველაძე დიდი ხანია ამერიკის მოქალაქეა და “არასდროს, არანაირი კავშირი რუსეთის მთავრობასთან არ ჰქონია”. ვესელნიცკაია მზად არის, ამერიკულ მხარეს ჩვენება მისცეს. 52 წლის კაველაძე აგალაროვის Crocus […]

მოსკოვში 27-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში, ახალი არბატის ქუჩაზე მდებარე 27-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. აღნიშნულ შენობაში სასტუმრო მდებარეობს, რომელშიც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გავრცელების ფართობმა 200 კვადრატული მეტრი შეადგინა. მეხანძრეებმა 26 მუშის ევაკუირება მოახდინეს. როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ინტერპრესნიუსი

ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი დააკავა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციასთან დაკავშირებით დღეს რიგი დაკავებები განხორციელდა. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი. აღსანიშნავია, რომ ხოსე მარია ვილიარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1988 წლიდან უკავია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ედება არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებაში, გაფლანგვასა და ფალსიფიცირებაში. ის ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, საკუთარ სახლში დააკავეს. მასთან […]

ირანის პრეზიდენტის ძმა დააკავეს

სამართალდამცველებმა ირანის პრეზიდენტის ჰასან რუანის ძმა, ჰოსეინ ფრიდინი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის მენეჯერებისთვის გაბერილი ხელფასების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ერთ-ერთ სამართადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. pia.ge

ერდოღანი თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პარლამენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონის მიღებისაკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მან თურქეთში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავ მიტინგზე გააკეთა. – თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან გადატრიალებაში ფეთჰულა გიულენის ბრალეულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. […]

ოდესაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო

ქალაქ ოდესაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო. საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას 30-მდე ხომალდი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 17 ქვეყნიდან წარმოდგენილი 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს. აშშ-ის საზღვაო ფლოტის ცნობით, წვრთნები საჰაერო თავდაცვის, სამძებრო-სამაშველო და სხვა სახის ოპერაციებს მოიცავს. უკრაინაში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნები 22 ივლისამდე გაგრძელდება. ინტერპრესნიუსი

თურქეთის ელჩმა შარშანდელ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქეთის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც 2016 წლის 15 ივლისს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ისაუბრა. ელჩის თქმით იმ ღამეს თურქეთი განადგურებას გადაურჩა, რადგან სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით რომ დამთავრებულიყო, ამ შემთხვევაში თურქეთი არსებობას შეწყვეტდა. გარდა ამისა, თურქეთის ელჩმა ის ადამიანები გაიხსენა ვინც ამ ღამეს შეეწირნენ. სულ ასეთი 250 ადამიანი იყო. ”ფეთჰულა […]