ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი და მისი ცოლი მარტინა მოკლეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჟოზეფმა გააკეთა. – 7 ივლისს, ღამის 1 საათზე, უცნობი პირების ჯგუფმა, რომელიც ინგლისურ და ესპანურ ენებზე ლაპარაკობდა, განახორციელა თავდასხმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და მოკლა პრეზიდენტი, – განაცხადა მან. თავდასხმის შედეგად დაიჭრა პრეზიდენტის მეუღლე, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა. პრემიერმა ჟოზეფმა საკუთარ თავზე პრეზიდენტის […]
კატეგორია: მსოფლიო
მოსახლეობა კოვიდის ვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს
ინდოეთში ათასობით ადამიანი კორონა საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით აცრეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თაღლითობაში ექიმები და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყალბი ვაქცინებს ამზადებდნენ და ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მარილიანი წყლით სულ მცირე 2.500 ადამიანი აცრეს. თაღლითობის შედეგად პირებმა 28.000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს. თაღლითობაში ჩართული ექიმები დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის […]
პირველი გეი ქორწილი რუსეთში შედგა – როგორ გახდა ლენინგრადი გეების ცენტრი
ყველაზე ხმაურიანი გეი ქორწილი, უფრო სწორედ მისი დადგმა, 1921 წლის იანვარში გაიმართა, პეტროგრადის (მომავალი ლენინგრადი, ახლანდელი პეტერბურგი) ცენტრში მდებარე კერძო ბინაში. 95 ადამიანი იყო შეკრებილი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბალტიის ფლოტის მეზღვაური, აფანასი შაური, რომელიც საქმროს როლს ასრულებდა. „პატარძალი“ იყო მისი მეგობარი, ლევ სავიტსკი, პროფესიონალი მხატვარი და მოცეკვავე. აფანასი შაურს სურდა ბანალური დიდება. ის შესაბამის ორგანიზაცებში […]
საფრანგეთში მე-4 ტალღაა მოსალოდნელი – ვერანი
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირებულა – ის კვლავ იზრდება „დელტა“ ვარიანტის გამო, რომელიც ძალიან გადამდებია. ბრიტანეთის მაგალითიდან ჩანს, რომ მეოთხე ტალღის დაწყება ივლისის ბოლოდანაა მოსალოდნელი. ვაქცინაცია კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. გამოცემა Bloomberg-ის მიერ […]
ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა
ისრაელი ღაზა სექტორში ჰამასის ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება “ჰამასის” ობიექტებზე. ისრაელის სამხედრო უწყება აღნიშნულს პალესტინის მხრიდან აალებადი ბუშტების გაშვებით ხსნის. დაბომბვას ღაზა სექტორში ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსთავი 2
ბოინგ 737 ჰონოლულუსთან წყალში ჩავარდა
ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მრჩეველმა და ამავდროულად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, მეირ ბენ-შაბბათმა პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეატყობინა, რომ ზაფხულის ბოლოს თანამდებობას ტოვებს. „30 ივნისის საღამოს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის ოთხი წლისთავზე ტოვებს პოსტს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაში. ბენ-შაბბათი ზემოხსენებულ თანამდებობაზე 2017 წელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პერიოდში დაინიშნა. ის კურირებდა ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს […]
საფრანგეთში ტურისტებისთვის კოვიდზე ტესტის გაკეთება ფასიანი ხდება
7 ივლისიდან საფრანგეთში ჩასული ტურისტებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება ფასიანი გახდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ საფრანგეთში ჩასული უცხოელი ტურისტებისთვის PCR-ტესტის ღირებულება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის ტესტის ღირებულება 29 ევრო იქნება. იმედინიუსი
დიმიტრი კულება – “უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია, რუსები უკრაინაში ეროვნული უმცირესობაა”
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია და რუსები უკრაინაში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ და არა მკვიდრ მოსახლეობას. ამით კულებამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახანს გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, როდესაც მან აღნიშნა, რომ „უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ თვლის და მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“. – უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა […]
საბერძნეთში სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე დაუშვებენ
საბერძნეთში, სადაც დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება სავალდებულოა, სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე შესვლის ნებას დართავენ. ამასთან, 15 ივლისიდან ვაქცინირებული მაყურებელი სპორტულ დაწესებულებებში დაიშვება, თუმცა მათ პირბადე უნდა ატარონ. პირბადე უნდა ატაროს კინოთეატრებსა და თეატრებში შესულმა მაყურებელმაც. ადამიანებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება ექნებათ, თუმცა კორონავირუსის სწრაფი ტესტის უარყოფითი […]










