კატეგორია: მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რამაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს. ”ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის […]

ისრაელში პირბადეების გარეშე სიარული დახურულ სივრცეებშიც ნებადართული იქნება

ისრაელი კოვიდთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს

ისრაელში მოქალაქეები პირბადეების ტარების ვალდებულებისგან არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ სივრცეებშიც თავისუფლდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იმოქმედებს და პირბადეები უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური დაწესებულების, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებმა და სტუმრებმა, თუკი ისინი ვაქცინირებულები არ არიან, ან ვირუსი ჯერ არ გადაუტანიათ, კარანტინში მყოფმა პირებმა […]

ისრაელის ახალი პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა

ისრაელის ახალი პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტი გახდა. მან პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა. ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების პარტია იეშ ატიდის ლიდერს, იაირ ლაპიდს, გადასცემს. ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი […]

ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდ 19-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა განადგურდება

ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდ 19-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა განადგურდება

მწარმოებელი კომპანია, ბალტიმორის საწარმოში მომხდარი შეცდომის შედეგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჯონსონ ენდ ჯონსონის მილიონობით ვაქცინის განადგურებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა. თითოეული დოზა, შესაძლოა, დაინფიცირებული და გამოსაყენებლად უვარგისი იყოს. არც ადმინისტრაციასა და არც მწარმოებელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რამდენი დოზის განადგურება იგეგმება. ნიუ იორკ ტაიმსი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 60 მილიონ დოზაზე. […]

დანია-ფინეთი კრისტიან ერიკსენის მიერ გონების დაკარგვის გამო შეწყდა – ვიდეო

დანია-ფინეთი კრისტიან ერიკსენის მიერ გონების დაკარგვის გამო შეწყდა - ვიდეო

ევროპის პირველობის მატჩი დანიასა და ფინეთს შორის პირველი ტაიმის ბოლოს შეწყდა. ამის მიზეზი დანიელი კრისტიან ერიკსენის ტრავმა გაxდა. აუტიდან ბურთის მიღების შემდეგ ერიკსენი მოულოდნელად დაეცა და  წამოდგომა ვერ შეძლო. ექიმების ბრიგადამ მის გონებაზე მოსაყვანად ყველაფერი გააკეთა. ერიკსენს ამ დროს მთელი დანიის ნაკრები გარშემო შემოეხვია. რამდენიმე წუთის შემდეგ ერიკსენი მოედნიდან გაიყვანეს.

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტი ნაფტალი ბენეტმა უნდა დაიკავოს. ეს არის მემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელიც ისრაელისა და პალესტინის “ორი სახელმწიფოს” ფორმულის სასტიკი მოწინააღმდეგეა. ამავდროულად, ნაფტალი ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერია. მარტის არჩევნებზე, 49 წლის ბენეტის პარტია “იამინამ“ (ებრაულიდან თარგმანში “ახალ მემარჯვენეებს” ნიშნავს) ქნესეთის 120 მანდატიდან მხოლოდ 7 მოიპოვა. თუმცა ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ორმა […]

ესპანეთში ოკეანის ფსკერზე გოგონას ცხედარი იპოვეს

ესპანეთში ოკეანის ფსკერზე გოგონას ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, ოკეანის ფსკერზე, სპორტულ ჩანთაში მოთავსებული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. იმისათვის, რომ წყალში სხეული ღრმად ჩასულიყო დამნაშავემ ჩანთა რკინის ღუზას მიამაგრა. ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილი გოგონა მამას ჰყავდა გატაცებული. როგორც ესპანური მედია იუწყება, გვამი ოკეანის ფსკერზე სამართალდამცველებმა ხუთშაბათს იპოვეს. ოლივია გიმენო ექვსი წლის გოგონა იყო, რომელიც მას შემდეგ იძებნებოდა, რაც მამამ გაიტაცა მასთან ერთად გაუჩინარებული იყო მისი მცირეწლოვანი დაც, […]

იტალიელმა ქალმა კომაში შვილი გააჩინა და 10 თვის მერე კომიდან გამოვიდა

იტალიელმა ქალმა კომაში შვილი გააჩინა და 10 თვის მერე კომიდან გამოვიდა

37 წლის იტალიელი ქრისტინა როზი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც გასული წლის ივლისში გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, თუმცა დედა კომატოზურ მდგომარეობაში დარჩა, ვარაუდობდნენ, რომ მისი ტვინიც დაზიანდა, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ ქრისტინამ გაიღვიძა. კომიდან გამოღვიძების შემდეგ პაციენტი სპეციალიზებულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას ავსტრიის კლინიკაში გადის. მისი ქალიშვილი ამჯერად თავს კარგად გრძნობს, თუმცა დედის […]

ლატვიაში ყოფილი შს მინისტრი დააკავეს – მას ბრალად რუსეთის ჯაშუშობა ედება

ლატვიაში ყოფილი შს მინისტრი დააკავეს - მას ბრალად რუსეთის ჯაშუშობა ედება

ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო. ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშულ გადაწყვეტილებას მხარი სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა. გამოძიების ვერსიით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო […]

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა იზრდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7.540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 26 თებერვლის შემდეგ. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის, ე.წ. „ინდური ვარიანტის“, შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 127.860-ს მიაღწია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის […]