კატეგორია: პოლიტიკა

„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს – ღარიბაშვილი და კალაძე”

კალაძე ღარიბაშვილის შს მინისტრობას ეწინააღმდეგება

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერობის კანიდატებს შორის ყველაზე ძლიერია კახი კალაძე: – მის კონკურენტად განვიხილავ ნიკა მელიას. არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების ამომრჩეველი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში. ის ახლაც მერია და მართლა მუშაობს. ის არის რეიტინგული. „ოცნებას“ ამჟამად სულ ორი […]

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

გორში "ოცნების" მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები მმართველმა პარტიამ დღეს დაასახელა. როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. კობახიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის განვითარება.

კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია

კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 29 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კახა კუჭავა ოჯახთან ერთად ესტუმრა. გულთბილი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა 

ნიკა მელია - "ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა"

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. პროცედურულად, ახლა, მთავარი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ფრაქციას 2020 წლის საპარლამენტო სიის რიგით მომდევნო წევრი, მირდატ ქამადაძე დაიკავებს.

შარლ მიშელი – “მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები”

შარლ მიშელმა მოსამართლეთა დანიშვნა გააკრიტიკა - "ესაა დაკარგული შესაძლებლობა"

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლას შარლ მიშელი ასე გამოეხმაურა: “დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის […]

აშშ-ის საელჩო – “აშშ ძალიან გაბრაზებულია “ოცნების” ცალმხრივი გასვლით 19 აპრილის შეთანხმებიდან”

კელი დეგნანი - "აშშ ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის მოქმედებით და სანქციებსაც არ გამოვრიცხავთ"

“ქართული ოცნების” მიერ მიშელის დოკუმენტიდან ცალმხრივ გასვლას საქართველოში ასშ-ის საელჩო ასე გამოეხმაურა: ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა […]

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ, საფრანგეთში შედგა.

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

ზურაბ ჯაფარიძე - "ყველა ანგარიშზე ყადაღა დამადეს"

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ჯაფარძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირება მოხდა. ჯაფარიძის განმარტებით, რადგან შეთანხმება უკვე აღარ არსებობს, არც „ვალდებულება არსებობს“. „მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ […]

თბილისის მერობისთვის გიორგი ლაღიძეც იბრძოლებს

თბილისის მერობისთვის გიორგი ლაღიძეც იბრძოლებს

თბილისის მერობისტვის პარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძეც იბრძოლებს: „პარტიის მთავარმა კომიტეტმა და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააყენეს ჩემი კანდიდატურა და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის მერობისათვის ვიბრძოლებ, დიახ ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვინაიდან ჩვენი ქალაქი იმსახურებს რეალურ ცვლილებებს უკეთესობისკენ“, – აცხადებს გიორგი ლაღიძე

“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად გააუქმა

"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად გააუქმა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. „დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და […]