კატეგორია: პოლიტიკა

დმანისში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა – “ყველანი ჩვენი ძმები არიან”

დმანისში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა - "ყველანი ჩვენი ძმები არიან"

დმანისში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩავიდა. მისი თქმით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. გომელაურის თქმით,  არსებული ვითარება არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. – ჩვენი ძმები არიან ყველა, ამას არ დავუშვებთ. არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, – თქვა ვახტანგ გომელაურმა. გომელაურის თქმით, ადგილზე კონფლიქტის ესკალაცია სწრაფად მოხდა და დროული რეაგირება ამიტომ […]

ზაალ უდუმაშვილი – “პარლამენტში უნდა შევიდეთ”

ზაალ უდუმაშვილი - ”ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, პროკურატურაში აქამდე რომ არ დამიბარეს”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს. – რატომ? რა არგუმენტებით მსჯელობთ ამაზე? – ბოიკოტის ორივე ხელით მომხრე ვიყავი. ეს იყო ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ აზრზე იყო. დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ამ პროცესში, ამ პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციამ გარკვეული ეტაპები გაიარა წარმატებით და ეს […]

კომენდანტის საათმა საღამოს 11 საათამდე გადაიწია

კომენდანტის საათმა საღამოს 11 საათამდე გადაიწია

კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება. „ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. დღეიდან გადადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 სთ-მდე პერიოდში. მივმართავთ მოქალაქეებს, გაივალისწინონ, […]

კახა ოქრიაშვილი – “გადადგეს დმანისისა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა!”

კახა ოქრიაშვილი - "ვადამდელი არჩევნები იქნება"

დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „მსურს, გამოვეხმაურო 16 მაისს, ქალაქ დმანისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა. პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან. ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს […]

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდება

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოსტს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტოვებს. „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული […]

“გახარიამ ივანიშვილს პირდაპირ უნდა დაარტყას”

"გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის" - რამაზ საყვარელიძე

კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გახარია ძალიან აგვიანებს: – რას გეგმავს გახარია, არ ვიცით. უნდა გაკეთდეს განცხადებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის დიქტატურა და ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად ეხებიან და, როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება, ძირითადად კობახიძის ოპოზიციად პოზიციონირებენ, რაც  დიდი შეცდომაა. – გახარია საერთოდ დაარტყამს ივანიშვილს? – […]

მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა

მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის სხვა წევრებთან ერთად კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაფრინდა. მასთან ერთად უკრაინაში გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

“ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს” – რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე - "ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, "ოცნების" რომელ ფრთას დაუჭერს მხარს"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ლევან ვასაძე და გიორგი გახარია ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევენ: – მიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვადამდელი არჩევნები დაუშვას, რათა ბევრად უფრო ძლიერი პოზიციებით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ან საერთოდ ვერ შევიდეს პარლამენტში, ან ძალიან სუსტად შევიდეს. რაც შეეხება ლევან ვასაძესა და გიორგი გახარიას, ჯერ მკაფიო სურათი […]

თაკო ჩარკვიანი – “კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიას ვერ დავამარცხებთ”

თაკო ჩარკვიანი - "გავწვებით და ვერ გადააბარებთ! ჯანყი საქართველოს გადასარჩენად!"

„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიასთან ბრძოლა ვერ წარმოუდგენია: – საერთოდ, ოლიგარქიასთან ბრძოლა ყველაზე რთულია, იმიტომ, რომ ოლიგარქია სრულიად აღვირახსნილია. სააკაშვილი ორჯერ გადადგა. აბა, ოლიგარქი თუ გადადგება?! – არც სჭირდება ოლიგარქს გადადგომა, ისედაც კულისებს მიღმაა. – რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ, არამედ […]

გია ხუხაშვილი – “მელიას თბილისის მერად წარდგენა შეცდომა იქნება”

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა მელიას მთავარი ამოცანაა ნაცმოძრაობაში წესრიგის დამყარება,. – აქ ორი განსხვავებული ხაზია, მელიას ხაზი და სააკაშვილის ხაზი. როდესაც საუბარია ნიკა მელიას მერობის კანდიდატობაზე, ყველა ლაპარაკობს ამაზე, თვითონ მელიას გარდა. ხომ არ არის ეს იმავე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, რომ თუ ნიკა მელია კენჭს იყრის მერად, მას ვეღარ ექნება […]