ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია: – პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ყოველდღიურ რეჟიმში, თუნდაც იმის გამო, რომ მოვახდინოთ ზეწოლა, ამნისტიის კანონის ის ფორმა, რომელიც არის მიღებული, არ გავიდეს და, თუკი გავა, საგამოძიებო კომისიის შექმნას შევუწყოთ ხელი. – თუკი მაინც შედიხართ, მაშინ რა მოიტანა ამ ბოიკოტმა და […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლევან ვასაძე ზუგდიდში კლიმენტი კეკუტიას შეხვდა
ამ წუთებში ზუგდიდში მოძრაობა ,,ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას ხვდება. ტვ პირველი არკვევს, რა საკითხზე მიდის მოლაპარაკება მათ შორის. ლევან ვასაძემ განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 6 მაისს გააკეთა. 16 მაისს კი მოსახლეობასა და მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამის გასაცნობად თბილისში ეპატიჟება. ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას სახელი კი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ სკანდალს უკავშირდება. ტვ პირველი
გორის მერის მოადგილეები ივანიშვილი და ელიჯარაშვილი გადადგნენ და გახარიას გუნდს შეუერთდნენ
გორის მერის მოადგილეებიმა თანამდებობები დატოვეს – მერი ამბობს, რომ ორივე მოადგილე საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა გორის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს, თუმცა თავად კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, მისი უკვე ყოფილი მოადგილეები მისივე ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, “ბოლო პერიოდში ეს ადამიანები გარკვეული პირის რეკლამირებას ეწეოდნენ საქმის გაკეთების ნაცვლად, ცდილობდნენ თანამშრომლების გადაბირებას და მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემა არსებობს, მიუღებელია მათი […]
“კალაძის გარეშე “ოცნება” თბილისს ვერ მოიგებს” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალი თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერობისთვის 4-5 კანდიდატი იბრძოლებს: – ერთი იქნება ნაცმოძრაობიდან, ერთი “ოცნება”, ერთი ალბათ იქნება გახარია ან მისი კანდიდატი, მცირე ოპოზიციური პარტიებიც წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატს. – დარჩება კახი კალაძე “ოცნების” კანდიდატად? გახარია არველაძეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მერობაზე ერთ-ერთ არველაძეს წარადგენს. – ხმებზე დაყრდნობით ვერ ვილაპარაკებ, ფაქტებზე დაყრდნობით უნდა […]
ალეკო ელისაშვილი – „ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“
„მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს ნიკა მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ“ – სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მელიას მხრიდან ევროკავშირის გირაოს მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გირაოს გადახდით, „ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“, არამედ […]
სალომე სამადაშვილი – „ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“
პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი პარტნიორებად „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოიაზრებს. როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება გაუჭირდებათ. „ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას”, – განაცხადა სამადაშვილმა. რაც შეეხება „ნაციონალური […]
გიორგი ვაშაძე – “ნაცმოძრაობა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა”
„ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციონერი პარტნიორები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში ორკვირიანი „დომხალი“ მოაწყო. „ნაცმოძრაობის“ ორკვირიანი დომხალი, რაც ოპოზიციაში მოაწყო, ეს ჩემი აზრით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ცოტა […]
სალომე სამადაშვილმა ნაცმოძრაობა დატოვა – “ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან”
სალომე სამადაშვილის თქმით, მან “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველზე, “დღის ამბებში” თქვა. – ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება უკვე მიღებული შესაბამისად პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მე უკვე დავტოვე პარტია,” – თქვა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს […]
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობა ავრცელებს. “დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: […]
თაკო ჩარკვიანი _ “გიორგი ვაშაძეს ციხეში მყოფ ნიკა მელიაზე ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა”
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყო: – მე ვებრძოდი დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ამათ გადაიბარეს, „ქართულმა ოცნებამ“. აბა, სახელმწიფო ინსტიტუტების შენება სააკაშვილმა რომ გააკეთა, ეგეთი უნდა. მე ჯაჭვში ვიდექი აგვისტოს ომის დროს, რომელიც სააკაშვილმა გააკეთა. როდესაც ამბობდნენ, საქართველომ ომი დაიწყოო, სულ ვამბობდი, მიშას ჯინაზე ნუ […]










