იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? – ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „აი, ასეთი ლიდერები არიან ესენი – უბრალო აქტივისტები შეატოვეს და უბრალო აქტივისტები დააკავებინეს! აბა ვინ არის ნიკა მელიას გარდა დაკავებული?!”, – აღნიშნა ელისაშვილმა. მისივე თქმით, როგორც ერთი, ასევე მეორე […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “მელიას დაკავებამ ქვეყანა უკან დახია”
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან. ამის შესახებ მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება: პირველ რიგში – […]
გია ბარამიძე – “გაზის გამო გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე”
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია. „ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ, ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის […]
ანზორ მელია – “ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა”
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა, – ამის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ მელიამ თავისი შვილის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მას შვილი ბოლო 2 თვეა არ უნახავს. „მას არც ოჯახისთვის ეცალა და არც მშობლებისთვის, რადგან თავი ჰქონდა გადადებული“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
აშშ-ის საელჩო – “ნიკა მელიას დაკავებით ღრმად შეშფოთებული ვართ, მთავრობის რიტორიკით შეძრწუნებული ვართ”
აშშ-ის საელჩო საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ასე გამოეხმაურა: “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი […]
ღარიბაშვილმა მელიას დაკავებისთვის გომელაურს მადლობა გადაუხადა
დღეს ჩვენ გავხდით მომსწრეები, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვართ ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მან მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი […]
გიორგი ბარამიძეც დააკავეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც. უწყების ცნობით, 21-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.
ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ – 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. არსებული ინფორმაციით, ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თათბირობენ. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან პარტიის მხარდამჭერები. ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში […]
ჯიმ რიში – “დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის. “დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის. ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, […]
ჯერი ჩვენზე, ხალხზეა! საქართველოში ვიხილეთ რეპრესიის რუსული მეთოდი“ – ლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე ფეისბუქზე წერს: საქართველოში ვიხილეთ ოპოზიციურ ერთობაზე თავდასხმისა და რეპრესიის აშკარა საბჭოთა რუსული მეთოდი! სიმბოლურია, რომ ივანიშვილმა ეს წითელი არმიის დღეს გააკეთა! ჯერი ჩვენზე, ხალხზეა! თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი არასდროს არ შევგუებულვართ და არც შევეგუებით დიქტატურას, ამიტომ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისათვის!










