ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქში 1 საათის წინ დაწერა: “ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება
მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. ამასთან, […]
გიორგი ვაშაძე – „20 დღით ჩავკეტავდი ქვეყანას, გავწყვეტდი ვირუსის ჯაჭვს და მერე გავხსნიდი ეკონომიკას“
გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” საუბრობს იმაზე, თუ რას იზამდა, ხელისუფლებაში რომ იყოს: _ 2 კვირა, მაქსიმუმ 20 დღე მოვახდენდი ჩაკეტვას, ამის პარალელურად მასობრივ ტესტირებას შევუშვებდი, ოჯახის ექიმებს გადავამისამართებდი იქ, სადაც საჭიროა და მექნებოდა გათვლა იმაზე, რომ 20 დღეში ჯაჭვი გამეწყვიტა. ამის შემდეგ კი სწრაფად გავხსნიდი ეკონომიკას. ამჟამად ჩვენ ვართ უვადო შეზღუდვებში. ჯერ ორი თვე, მერე […]
იაგო ხვიჩია – „პარლამენტში შესვლა მინდა, მაგრამ ვერ შევდივარ“
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს: _ მე მინდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვერ შევდივარ იმის გამო, რომ პარლამენტი არ არის. იმ შენობაში, სადაც გვეუბნებიან – შედით აქ არის პარლამენტიო, იქ შესვლა უხერხულია. ასე მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ვითარება. აქედან გამომდინარე ის კი არ არის მთავარი, რომ დაემუქრონ შედით პარლამენტშიო, არამედ […]
პარლამენტის უკან აქტივისტებმა კარავი გაშალეს
საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან. გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები,რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. […]
“ეკატერინე ტიკარაძეს სუსით და ძალოვანებით ემუქრებიან”
შიდადაპირისპირებები პანდემიის ფონზე – “მთავარ აქცენტებში” გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრს რეალურ ინფორმაციას საწოლფონდის შესახებ უმალავენ და ემუქრებიან: “ჩემი ინფორმაციით, ეკა ტიკარაძეს უმალავენ საავადმყოფოებში ადგილებს, უმალავენ ბიზნესმენები, რომლებიც მრავალპარტიაგამონაცვალები არიან და დღესაც მხარდამჭერები არიან მმართველი პარტიის. ისინი ემუქრებიან ტიკარაძეს სუს-ით და ძალოვანი სამსახურებით. მე ვიცი, რომ ავთანდილ თალაკვაძის […]
რომან გოცირიძე – „შეზღუდვები აუცილებელი იყო. ვაქცინაციის დაწყებამდე როგორმე უნდა გავძლოთ“
“ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პასუხობს. – 28 ნოემბრიდან შეზღუდვები დაწესდა. როგორია თქვენი შეფასებები? – ხელისუფლება დამნაშავე იმიტომ კი არ არის, რომ ეს შეზღუდვები დააწესა, არამედ დამნაშავეა იმიტომ, რომ აქამდე მიიყვანა საქმე. მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ ზაფხულში. როდესაც ამბობდნენ, რომ აი შვედური მოდელი და რაღაცა რბილი მიდგომა. საქართველოში არანაირი მოდელი არ ყოფილა, […]
“კარასინ-აბაშიძის შეხვედრაზე დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა”
გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები […]
გახარიამ ტიკარაძეს ბოთლი ესროლა – ჯანდაცვის მინისტრი პრემიერს დაემუქრა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. გახარია, რომელმაც პანდემიის პირობებში საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საუკეთესო კრიზის-მენეჯერის სტატუსი საკუთარ აქტივში ნაადრევად ჩაიწერა, ბოლოდროინდელ კატასტროფულ მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრს აბრალებს. ტიკარაძე კი თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ამაში ბრალი პრემიერ-მინისტრს მიუძღვის. ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საჯაროდაც გამოთქვა უკმაყოფილება. ტიკარაძის თქმით, ზაფხულში მთავრობას მისთვის […]
რა იზღუდება 28 ნოემბრიდან – ნახეთ სრული სია
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ […]










