“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში “კასრების საქმეს” დემაგოგია უწოდა და ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ “კასრების საქმე” რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი მითებია. “ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია. არანაირი ამისი ფაქტები არ არის. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით […]
კატეგორია: პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით ეს პოზიციები შეუთავსებელია, რის გამოც გიორგი მიქაუტაძე თანამდებობიდან მიდის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი […]
ირაკლი კობახიძე – “სირცხვილია, როცა გლავკანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი გახარიას სტატისტიკაზე ეკითხება”
როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19-მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან დღეს ისიც განაცხადა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ჟურნალისტების გარდა, კობახიძემ პოლიტიკური ოპოზიციაც გააკრიტიკა. “პოლიტიკოსების მხრიდან ათზე […]
„სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი“
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი სააკაშვილის პრემიერობა ვერ მოხერხდება და საჭირო იქნება სხვა კანდიდატზე შეჯერება. – რატომ? – ჯერ მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, მერე კანონთან დაკავშირებით უამრავი პროცედურაა, სააკაშვილთან დაკავშირებით და შესაძლოა ამას 6 თვეც კი დაჭირდეს. მთავრობა უნდა არსებობდეს, 6 თვე ხომ ვერ მოიცდის?! სანამ სააკაშვილი ამ პრობლემებებს მოაგვარებს […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „1 ნოემბერს გვიანი რომ არ იყოს…“
„მოდით დღესვე ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გავაკეთეთ ან საკმარისად ვიბრძოლეთ თუ არა იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა?“ – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი და მოახლოებულ არჩევნებზე წერს: „1 ნოემბერს ამ კითხვის დასმა გვიანი რომ არ იყოს, მოდით დღესვე ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გავაკეთეთ ან საკმარისად ვიბრძოლეთ თუ არა იმისთვის, რომ […]
“ევროპული საქართველოს” ავტომარშმა სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლა
„ევროპული საქართველოს” ავტომარშმა სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი ავტომარში არის პროტესტი იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია. “ჩვენ გვიერთდება ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ათასი მანქანა, რომლებიც მოძრაობენ, ასიგნალებენ და პროტესტს გამოხატავენ იმ რეჟიმის მიმართ, რომელოც დღეს არის საქართველოში. ეს არის პროტესტი იმ ჭაობის და სიღარიბის მიმართ, რომელშიც ჩაგვფლო […]
გიგა ბოკერია – “გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ახლა კი მისი სპიკერია”
– გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას […]
“რა სამი მუშკეტერი?! დიუმა ალბათ საფლავში ბრუნავს!” – გია ხუხაშვილმა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე გააკრიტიკა
ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს. რა სამი მუშკეტერი? ეს სამი ადამიანი აბსოლუტური პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა მოქცეული და გვიმტკიცებს დღესაც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება და სპეციალისტები ნარცისიზმით იყვნენ შეპყრობილი, ახლა კი […]
რომან გოცირიძე – “არჩევნების გადადება “ოცნებისთვის” კატასტროფა იქნება”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნების გადადება ხელისუფლებისთვის კატასტროფა იქნება: – ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს არჩევნების გადადება. ერთი თვეც რომ გადადონ, მათ მშვენივრად იციან, რომ აგერ ლარი ჩამოეშლებათ, რომელიც კბილებით უჭირავთ არჩევნებამდე. მიაყარეს და მიაყარეს ინტერვენციები. პოლიტიკოსის აზრით, არჩევნების შემდეგ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, მოსალოდნელია საშინელი ვარდნა და ფასების […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ის დახმარებებიც კი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ნახევარს არ მიუღია“
ის დახმარებებიც კი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ნახევარს არ მიუღია, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა. “ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ მეეჭვება, რომ სასურველი შედეგი მიიღოს სათავისოდ. იმიტომ, რომ აშკარაა, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ჩვენ შევედით ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. ეს გამოწვეულია ხელისფლების უუნარობით და ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის შედეგად. […]









