ირაკლი ოქრუაშვილის აზრით, 2020-ის არჩევნების შმდე ვერცერთი პარტია ვერ დააკომპლექტებს მთავრობას დამოუკიდებლად. ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა: _ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური, კოალიციური პასუხისმგებლობით. რაც მეტი პატარა პარტია მოხვდება პარლამენტში და რაც მეტად დაბალანსდება ძალაუფლება, რომელიც თავმოყრილია ხოლმე ერთი პიროვნების თუ ერთი პარტიის შიგნით, მით უკეთესი იქნება ხოლმე ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნატალია ილიჩოვა – “იმ რუკით, რომლის დამალვასაც გვაბრალებენ, საქართველო დავითგარეჯის ნაწილს კარგავს”
დავითგარეჯთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამბობს, რომ 200 000 მასშტაბის რუკა, რომლის დამალვასაც დაკავებულებს ედავებიან, არასათანადოა და თუ ამ რუკით ვიხელმძღვანელებთ, გადავდივართ 1929 წლის მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის ჩიჩხიტურის კოშკზე გადის. – ამის შესახებ ილიჩოვამ სასამართლოს დარბაზში განაცხადა, როცა პროკურორს მიმართავდა: “როგორც ამბობდით, ჩვენ […]
ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე – “როდესაც გიჭერენ და ადამიანი ზურგს გაქცევს, მასზე კარგს ვერაფერს იტყვი”
ირაკლი ოქრუაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თავის ყოფილ თანამებრძოლ გუბაზ სანიკიძეზე ისაუბრა. _ თქვენი ციხეში ყოფნის დროს პარტია დატოვა გუბაზ სანიკიძემ. რას ფიქრობთ ამაზე, ან დღეს თუ გაქვთ მასთან ადამიანური ურთიერთობა შენარჩუნებული? _ ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს გუბაზ სანიკიძე. არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ცხოვრებაში. ასე რომ, მასზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. _ ნაწყენი ხართ? _ წყენა და […]
ნიკა გვარამია – “ნიკა ლალიაშვილი არის “კაგებეშნიკი”, დიდი ხანია დავერბოვკებულია უშიშროების მიერ“
ნიკა გვარამია ტვ „იმედის“ გენდირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილის სკანდალურ ჩანაწერების შესახებ აცხადებს: “ნიკა ლალიაშვილი არის “კაგებეშნიკი”, დიდი ხანია დავერბოვკებულია უშიშროების მიერ, სხვადასხვა სახის ფარული კადრებით, ის იჯდა, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების დროს, უშიშროების ანაზღაურებაზე და ის არის ასევე, დაბადებით “კაგებეშნიკი” ლაშა ნაცვლიშვილის მოკავშირე – აი ეს არის ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობა”
ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” – “არჩევნებს ვიგებთ, პროვოკაციებს ნუ ავყვებით”
“ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განხადებაშია ნათქვამი. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ […]
ვანო მერაბიშვილს რესტორანში სადილობის დროს შეუვარდნენ
ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ზუგდიდში რესტორან “მენძელში” იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფნა რამდენიმე პირმა გააპროტესტა. მათ შორის იყო “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა. გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს უფლება არ აქვს ზუგდიდში იყოს, რადგან “მათ ზუგდიდელები გააუპატიურეს”.
“კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებს გააყალბებენ”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2020-ის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. – ძალიან მაღალი პროცენტია გადაუწყვეტელი ხმების, ვისაც არც ერთი პარტია არ მოსწონს. რა მოხდება არჩევნების დღეს, სახლში დარჩება ეს ამომრჩეველი თუ რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ? – მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსის გამო ისევ სახლებში გამოგვკეტავენ, ჩაკეტავენ საზღვრებს, შეგვზღუდავენ გადაადგილებაში. ეს […]
“ბელარუსთან მატჩზე 16.000 კაცი შეეძლოთ ისე დაესვათ, რომ ვირუსის გადაცემის რისკი არ ყოფილიყო”
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” საქართველო-ბელარუსის დღევანდელი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებაზე საუბრობს: – სამწუხაროა, როდესაც არ უშვებენ ხალხს სტადიონზე, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო მათი შეშვება პირბადეებით, მით უმეტეს უეფამ დართო ნება და ჯერი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე, როდესაც ასეთი გადამწყვეტი მატჩია, როდესაც არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველო გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სხვები არღვევენ […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „პროკურატურა პოლიტიკურ ცირკს ემსგავსება, 8 წლის თავზე თურმე რაღაც განსაკუთრებული რუკები აღმოაჩინეს“
„გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების – ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. “ძალიან კომიკურ სიტუაციაშია უკვე ხელისუფლება. 8 წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები. პროკურატურა უკვე ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი კითხვაა – მოტივი რა იყო ამ ადამიანების, თუ ეს ყველაფერი ასე […]
საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადება
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გიგიაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია. „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის […]









