ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, პატრიოტულ თემებზე თამაშით ჩამოუყალიბებელი და ინდიფერენტული ამომრჩეველიც კი მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან და „ოცნებისთვის“ მიაცემინოს ხმა. _ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციის დაკომპლექტებით კოალიციური მთავრობა გვეყოლება? _ ეს არის არჩევნები, რომლის პროგნოზიც, დარჩენილ 20 დღეშიც კი, ურთულესია გარსმოჯარული შიდა და გარე პრობლემების და მანიპულაციების გამო. არჩევნების შედეგები […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით ხიდაშელი – “ვცხოვრობ შვეიცარიაში და მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში”
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, ექსკლუზიურად “ღამის კურიერის” ეთერში მისი საქმიანობის შესახებ საუბრობს. დავით გარეჯის საქმის ფიგურანტი ამბობს, რომ ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში ფლობს ბიზნესებს. “დავით ხიდაშელი არის საქართველოს მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. 25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი […]
ლევან კობერიძე – “რეიტინგში ნაცმოძრაობასაც ვასწრებთ”
ორი კვლევის მიხედვით, რეიტინგში უკვე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვუსწრებთ. ვცდილობთ, დავიკავოთ მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშა ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, „ლელოს“ მკაფიო გეგმა აქვს. „ჩვენ აუცილებლად მოვალთ და დამთავრდება ე.წ. შავი ჯიპების ეპოქა. უკვე ორნიშნა ძალიან მკაფიო რეიტინგი გვაქვს. სამეულში უკვე მკაფიო ადგილი გვიკავია. ორი […]
დავით ხიდაშელმა პრესკონფერენცია გააუქმა – “ერთ-ერთი ტელეარხის შეფი დაპატიმრებით დამემუქრა”
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადება გაავრცელა: „თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი. მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა – ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო […]
“შენი დედა მოვ..ნ, შენი ნაბოზარი!…” – ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ჟურნალისტს აგინა – ვიდეო
გამოცემა ბათუმელებმა ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმელების ჟურნალისტს აგინებს. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა ბათუმელების ჟურნალისტი ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის მიმართა. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა […]
გია ვოლსკი – “ქართველები მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია აზერბაიჯანისაა და არა საქართველოსი”
პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის დაკავებული წევრების თაობაზე დასმულ კითხვას. ვოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ “სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ“. “როდესაც […]
სალომე სამადაშვილი – “31 ოქტომბერი იქნება ძალიან მწარე „ოცნებისთვის“
8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 63%-ს აიღებს. “ახალი თაობა” ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს, ესაუბრა: _ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მას და მის პარტიას დაკარგული აქვს საზოგადოებაში რეპუტაციაც და მხარდაჭერაც. სწორედ ამიტომ დადგა სპექტაკლი, რომელსაც, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხოვრება ეწირება. მხედველობაში მაქვს „კარტოგრაფების საქმე“. არჩევნების წინ მას […]
ელენე ხოშტარია გიგი უგულავას გაემიჯნა – “ჩემი პარტიის კამპანიის ფორმას არ ვიზიარებ”
გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკისა და საბურთალოს ოლქში ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. “გასაგებია რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციის და ერთიანობის მიუხედავად. თუმცა, გულწრფელად მინდა ვთქვა რომ ჩემი პარტიის კამპანიის […]
მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობის სხვადასხვა ფრთა ერთმანეთს ჭამს”
“ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთობას აზიანებს. მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მანდატების გადანაწილებისთვის ჩხუბობს. ” “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით არა, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. […]
გიგი უგულავა – “წინ მუშტი ივანიშვილს და უკან იდაყვი სააკაშვილს”
გიგი უგულავამ ფეისბუქში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს: „ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და […]










