ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მთაწმინდის გამგებელს შორის – დეპუტატ ლევან არველაძის რეპლიკამ დავით კირკიტაძე გააღიზიანა და არველაძისკენ გაიწია, არველაძემ კი კირკიტაძეს ხელი სახეში დაარტყა. შემთხვევა დღის პირველიდან ორ საათამდე, “მეტეხის საძმოს” დამფუძნებლების, ზაკო და კოკა წერეთლის, მამის გასვენებაში მოხდა. „მთავარის“ ინფორმაციით, დავით კირკიტაძემ არველაძისკენ საპასუხო დარტყმისთვის გაიწია, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა “გლოკის” ტიპის […]
კატეგორია: პოლიტიკა
მეგი გოცირიძე – „ივანიშვილი როცა ტიკტოკს ცეკვავს და ხეებს დაათრევს, რა დროს პრემიერობის კანდიდატების წამოყენებაა!“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, სამოქალაქო აქტივისტი მეგი გოცირიძე პასუხობს. – მეგი, საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ასევე მოიხსნება კომენდანტის საათიც, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. ავტომობილით გადაადგილებისას არ შეიძლება მძღოლის გვერდით ჯდომა, არ შეიძლება ორზე მეტი მგზავრი. რა ქნან მრავალსულიანმა ოჯახებმა? რისი მომცემია ეს შეზღუდვები? – […]
დავით ბერძენიშვილი – “კალაძემ გვიპასუხოს, ეს 3 თვე იშრომა თუ უსაქმურობდა?”
კახა კალაძემ გვიპასუხოს, ეს 3 თვე იშრომა თუ უსაქმურობდა? გიორგი გახარიამაც გვითხრას, როდის იქნება ტრანსპორტი?- აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი. მისივე შეფასებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე რომ ფიქციაა ეკონომიკის ამუშავება და შემოსავლის გაჩენა, ეს ხომ ყველას ესმის. „სამი თვის განმავლობაში როგორ მოემზადა თბილისის და სხვა მუნიციპალიტეტების მერია, ეკონომიკის სამინისტრო? რაიმეს გვეუბნებიან? ავტოპარკი მოამზადეს? შეისყიდეს? ადგილები ტრანსპორტში მონიშნულია? […]
რამაზ საყვარელიძე – “პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ, პროცესები უფრო დამშვიდდა”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას გოიმს უწოდებს. არც ოპოზიცია ჩამორჩება კობახიძეს ეპითეტებში. წინასაარჩევოდ პოლარიზაცია უფრო გამძაფრდება? – ჩვენი გაკვირვება ალბათ უფრო ძნელია, იმდენი გვინახავს საქართველოს პოლიტიკის რეალობიდან. მე, მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ, […]
გია ნოდია – „ნაცმოძრაობისთვის სააკაშვილი სიმბოლოა, „ოცნებისთვის“ – საფრთხობელა“
„ოცნებამ“ რაღაც ქულები დაიწერა, მაგრამ ის შემოდგომამდე არ გაყვება და კამპანიას ისევ მიშას მითზე ააგებს“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რა დონის პოლარიზაცია გველოდება არჩევნებზე? რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და როგორ გამოიყენებს მას „ქართული ოცნება“? რამდენად სწორი სტრატეგია აქვს ოპოზიციას და ჩანს თუ არა, რომ უკვე მუშაობს აქტიურად საარჩევნო საკითხებზე და რა ახსნა აქვს ირაკლი […]
წულუკიანი ზურაბიშვილის წინააღმდეგ – “უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება უსამართლო იყო”
იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხება, იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ორივე მათგანის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო. “მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე […]
ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის პოსტზე ბადრი ნანეტაშვილი შეცვლის
“კურიერის” ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილს, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი ჩაანაცვლებს. ბადრი ნანეტაშვილი 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული შენების” თავმჯდომარის მოადგილე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრი ნანეტაშვილი დავით უსუფაშვილს უჭერდა მხარს და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა. ქეთევან ციხელაშვილი […]
დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლედ აირჩიეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის ნინო მამულაშვილის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, არ დაუჭირეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შერჩევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჰქონდათ და კენჭისყრის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ სასამართლო კლანი პოზიციების გამყარებას ცდილობს. რაც […]
ციხელაშვილი – ჩემი მოხსნა გახარიამ გადაწყვიტა
მინისტრი, რომელიც ზუსტად 24 დღეში თანამდებობას ოფიციალურად დათმობს, პირველ განცხადებას საოკუპაციო ხაზიდან აკეთებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი მინისტრობის შემდეგ მუშაობას ელჩად გააგრძელებს, ის სოფელ ოძისში ჩავიდა. მინისტრი ადგილობრივებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გაეცნო იმ პრობლემებს, რომელთაც მინისტრის რანგში 2016 წლის აგვისტოდან ისმენს. მისი შეცვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად 15 ივნისიდან შევა ძალაში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, […]
ტიკარაძე – “საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ აღდგება”
დღეს, 22 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. „ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღესდღეობით ისევ რჩება ქვეყანაში. რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ […]










