ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო და ალბათ, ამაზე კიდევ ერთხელ შედგება შეხვედრა, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საპატრიარქოსთვის დამაჯერებელი იქნება ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ისინი ამას დაეთანხმებიან. „თავისთავად, ეს გადაწყვეტილება, როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, შეთანხმებული არ იყო და ალბათ, ამასთან დაკავშირებით […]
კატეგორია: პოლიტიკა
17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში მსუბუქი მანქანით გადაადგილება სრულად აიკრძალა
ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. “დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ ვიღებთ ზომებს. ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება […]
სალომე სამადაშვილი – „აშშ ივანიშვილს ოქრუაშვილის ციხეში გამოკეტვას არ შეარჩენს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ამჯერად მაინც შეასრულებდა შეთანხმებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ამის პირველი ტესტი ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ტესტი ჩააგდო და სასამართლოს გადაწყვეტილებით ოქრუაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 5 წლის ვადით. 20-21 ივნისის საქმეზე სასამართლომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მონაწილეობის საკითხში დამნაშავედ […]
დავით ჭიჭინაძე – „მინისტრი თურნავა იმაზე ფიქრობს, რამდენი მოგება ექნებათ მის დამქირავებლებს და რამდენი თვითონ»
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გადაიდოს? – დღევანდელი გადასახედიდან სიტუაცია ძალიან არასტაბილურია. ასეთ პირობებში მე არ მგონია, რომ არჩევნები ხალხისთვის პრიორიტეტული იქნება. თან საუბარია ძალიან სერიოზულ, მნიშვნელოვან არჩევნებზე. ჩინეთის მაგალითზე, […]
ანზორ აბრალავა – „დასაპატიმრებელია სააკაშვილი. ოქრუაშვილი არის მსხვერპლი“
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას _ საქართველოში ზოგიერთი კომენტატორი კორონაკრიზისის გადავლის შემდეგ სოციალურ აფეთქებას პროგნოზირებს. საუბარია იმაზე, რომ მშიერი ხალხი გამოვა და გადაუვლის ხელისუფლებას. თქვენ რას იტყოდით? _ არ მესმის, როგორ უნდა გააკეთო ასეთი განცხადებები იმ დროს, როცა ის, […]
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი დღეს საღამოს 9 საათიდან დაიკეტება – ვის არ ეხება შეზღუდვა
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობამ თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო. შესაბამისად ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში. მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით შეზღუდვა გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, შეზღუდვა არ ეხება: ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; გ) საქართველოში […]
„ოქრუაშვილის გამოშვება 25 მაისისთვის გადაიდო“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გამარჯვებული საქართველოს ერთ ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. – ბატონო გურამ, საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენად ელოდით ამ შედეგს? – ორი მუხლით იყო ირაკლი ბრალდებული, ერთი ორგანიზება, ხოლო მეორე _ მონაწილეობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ორგანიზების მუხლი მოუხსნა მოსამართლემ და თქვა, რომ არ […]
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს. „ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე […]
ვახტანგ ძაბირაძე – „უმუშევრად დარჩენილი ხალხი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება»
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით მიესაჯა პატიმრობა. ოპოზიცია უკვე აცხადებს, რომ თუ შეთანხმება არ შესრულდება ბოლომდე, ხელისუფლებას უმძიმესი მომავალი ელის. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? – ხელისუფლება თვლის, რომ ეს საკითხი არ იყო პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, ოპოზიცია კი პირიქით. ახლა […]
თინა ბოკუჩავა – „ივანიშვილის შემოწირული 100 მილიონის მობილიზება ოფშორების მიერ მოხდა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილის შემოწირულობაზე საუბრობს. _ პანდემიის წინააღმდეგ შექმნილ სამთავრობო ფონდში ივანიშვილმა 100 მილიონიანი შემოწირულობა გააკეთა. თქვენ პირადად როგორ უყურებთ ამ საკითხს? _ პარასკევს გავრცელდა საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია და ამაზე შაბათს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში განცხადებაც შევიტანეთ, იმისათვის რომ […]










