გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა შოთა ხაჟომიამ პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შოთა ხაჟომია 1986 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული, პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი – ისევ პრადოებზე სხედხართ, კარგს ჭამთ და კარგს სვამთ! ცოტა აზრზე მოდით! ხალხი მშიერი დაიხოცება!
ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს, რომ თუ ასე გაგრძელდა მოსახლეობის ნაწილი შიმშილით დაიხოცება. „ხელისუფლება ოფიციალურად იმეტებს ადამიანებს, რომ შიმშილით დაიხოცონ! დიახ! აი, ასე უბრალოდ მშივრები დაიხოცონ! ისედაც ასიათასობით ბავშვი შიმშილობდა საქართველოში და წარმოგიდგენიათ ამ 60 დღიანი გაჩერების პირობებში რა ხდება? ბავშვები, მცირეწლოვნები, ჩვილები, ხანში შესული ადამიანები, მარტოხელები უბრალოდ დაგვეხოცება ლუკმის გარეშე! თქვენ რომ მაძღრები […]
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დღეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს […]
სააკაშვილი მაჭავარიანზე – “მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა საქართველოში გაკეთებულ კომენტარებს, რომელიც მის შეთავაზებას მოჰყვა, რომელიც მის მიერ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის პირობებში ფინანსური სახსრების მოძიებას უკავშირდება. “ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ […]
ლაშა ჩხარტიშვილი – „ივანიშვილი ცდილობს, ეპიდემიას ამოეფაროს და დიქტატურა დაამყაროს“
“ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევის მცდელობა ჰქონდა, როდესაც ოქრუაშვილს ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ამას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა” ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. – ლაშა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საარჩევნო კოდექსზე რამდენად შესრულდება? თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება […]
კახა კოჟორიძე – „შესაძლოა, ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალოს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მაშინ, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური შეთანხმებიდან ერთი თვის თავზე სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებისა და შესაბამისად შეთანხმების საგანი არ ყოფილა. არადა ამაზე 14 აპრილს, განაჩენის გამოცხადების მეორე დღესვე, ამერიკის საელჩომაც და ევროკავშირის ელჩმაც მკაფიო გზავნილები გააკეთეს და პოლიტიკურ მოტივაციასა და […]
გახარია – “გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!”
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გახარია წერს, ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ. მთავრობის მეთაური მოქალაქეებს, ექიმებს, პოლიციას და ჯარს მადლობას უხდის. „გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა […]
ლადო სადღობელაშვილი – „მთავრობას უნდოდა, რომ პატრიარქს აღდგომაზე ხალხისგან სახლში დარჩენა მოეთხოვა“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. ინტერვიუ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებამდეა ჩაწერილი. – ლადო, ბოლო დღეებში იყო მოლოდინი, რომ სააღდგომოდ ტაძრები დაიხურებოდა. თუმცა მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომ მოსახლეობის კეთილგონიერების იმედი აქვს და ტაძრები არ დაიხურება. რას იტყვით თქვენ? – სიმართლე გითხრათ, მე არც მჯეროდა, რომ ასეთი ბრძანება გაიცემოდა, […]
„გურამ დონაძე ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო გამოუშვეს ციხიდან“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს – ბატონო გურამ, 16 აპრილს გურამ დონაძემ დატოვა საპატიმრო. საუბარია, რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა. რა გარიგებაზეა საუბარი? – მე ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში, რომ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო ეს ამბავი, როდესაც ჩვენ გავაჟღერეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სთავაზობდა […]
თამარ ჩხეიძე – „თუ ჩვეულებრივ გრიპზე 650.000 ადამიანი იღუპება და რეაქცია არ აქვთ, ახლა რატომაა ასეთი პანიკა?!”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საქართველოში დაგეგმილია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 10 მაისამდე. რა ხდება ამ პირობებში? როგორ იქცევა ოპოზიცია? როგორი დამოკიდებულება ყალიბდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ? რომელი ზომა უქმნის საფრთხეს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს? ვის აწყობს საქართველოს სუსტი ეკონომიკის მთლიანად დანგრევა? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, თამარ ჩხეიძეს. _ ყოფილი თავდაცვის […]










