საქართველო უკვე ნელ-ნელა გაირიყა ცივილიზებული თანამეგობრობიდან, – ასე აფასებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე იმ ფაქტს, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეული არ იქნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ საქართველო ერთობლივ მსველობას მოწყდა, ეს ხელისუფლების მხრიდან დიდი დანაშაული იქნება. საქართველო უკვე ნელ-ნელა გაირიყა ცივილიზებული თანამეგობრობიდან. უკვე მესამე შემთხვეაა. იქ, სადაც მოლდოვას ეძახიან, საქართველო არ არის. რა თქმა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილი თვითდაზიანებასაც კი არ იყენებს, ის სიმულირებს”
სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საპატიმროებში ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ასეთ პირობებში სიმულაცია და თვითდაზიანება წარმატებული ვერ იქნება. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც […]
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას” – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის რეპუტაციისა და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. „ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. ახლა კი ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც საჭიროა, […]
გია გაჩეჩილაძე – „იმდენ ხალხს შევკრებთ ივანიშვილის დასაცავად, რომ არ შეკრებილან“
„გამოვა კი არა, თუკი სადმე როდესმე ადამიანების სიმრავლე ყოფილა და გამოსულა ასი იმდენი იქნება იმიტომ, რომ საქართველომ ისე იცის ერთმანეთის გვერდით დგომა, როცა ქვეყანას და საქმეს დასჭირდება, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ საავტორო გადაცემაში “უცნობის კიდობანი“ განაცხადა. გაჩეჩილაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ დროს გამოჩნდა, როდესაც იმ საშინელი კოშმარის დამთავრების ყველანაირი იმედი გადაწურული […]
ნათელაშვილი სააკაშვილზე – “მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში, მაგრამ ამდენი არ უტირია”
მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა […]
„კობახიძეს დაუჯერეთ, საკმაოდ ჭკვიანია და თუ მოუსმენთ, ბევრს ისწავლით“ – მაჭარაშვილი
„ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, სწორია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. “ირაკლი კობახიძეს აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ რასაც ამბობს აქვს არგუმენტები და საფუძვლიანი არგუმენტები. აქედან გამომდინარე, ნუ შეგაქვთ ეჭვი მის განცხადებებში. დაუჯერეთ, საკმაოდ […]
სააკაშვილი ვივამედში გადასვლაზე თანახმაა
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა. როგორც მან ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილს შესაბამისი შეთავაზებით დღეს მიმართეს, მაგრამ დღეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად გამოკვლევებზე სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გადაიყვანენ. „ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და […]
„თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს” – წულუკიანი ნაციონალებზე
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს. მან ასევე ენმ-ს ინიციატივაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მესამე პრეზიდენტის თავდებში ჩადგომას გულისხმობს” „თუ აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. […]
ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა ანატოლი ბიბილოვს მოუგო
სიამაყის გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და ანატოლი ილიჩმა აღიარა არჩევნების შედეგები. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, – ამის შესახებ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ლიდერობს. „ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს“, – აღნიშნა გაგლოევმა. ცნობისათვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო […]
ნინო წილოსანი – „ოკუპაციის გარდა, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან“
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი დროების ჟურნალისტის კითხვას, ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, ვიგინდარა, სამარცხვინო არსება პუტინის მისამართით თქვეს, ასე პასუხობს: “მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად […]










