კატეგორია: პოლიტიკა

ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ცხინვალის საზღვრებს არ აღიარებს

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს,- ამის შესახებ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ექიმის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. „ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. […]

ვოლსკი – “საქართველოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე უკეთესი სასამართლო ექნება”

მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოსამართლეებთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. გია ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, თუმცა აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის ჯანსაღად წარმართვისთვის მმართველმა გუნდმა კარგი მექანიზმი შეიმუშავა. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი […]

 არჩილ თალაკვაძემ 9 ტონა თხილის ნაჭუჭი მიითვისა

პარლამენტის თავმჯდომარე სკანდალში ეხვევა – ოზურგეთელ რაგბისტებს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება – მიითვისა თუ არა არჩილ თალაკვაძემ 9 ტონა თხილის ნაჭუჭი ოზურგეთის სარაგბო კლუბი “არწივები” გაფიცულია, კლუბის ხელმძღვანელობას, რომლის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა, რაგბისტები ბოიკოტს უცხადებენ და სათამაშოდ გასვლაზე უარს აცხადებენ. რის გამოც “არწივებს” ერთი თამაში უკვე გაუცდათ, გასულ შაბათს ოზურგეთელები, მასპინძლის რანგში ‘დევებთან” სათამაშოდ […]

გიგი უგულავა – “პროკურატურას პასპორტის ჩამორთმევა უნდა… სტაჟიანი ზონდერი მომიგზავნეს, რომელიც ლუდომანია და ვალებში იხრჩობა”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი თავად პოლიტიკოსს წაუყენეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს. “აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს […]

აშშ-ის საელჩო – ჩვენ ვწუხვართ, რომ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის უცოდინარი და მიკერძოებული პირებიც არიან

აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით ეხმაურება. როგორც აშშ-ს საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, „იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“ “ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი […]

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა, სადეპუტატო მანდატი დატოვა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა – ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა […]

პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი – 86 ხმა, მირანდა ერემაძე – 83 ხმა, მამუკა ვასაძე – 88 ხმა, […]

 ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

88 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – ოცნებამ “მელიას” უფკლება-მოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს.

ძიუდოისტი, რომელიც უგულავასა და გაბაშვილს თავს დაესხა, 16 ნოემბერს აქციაზე პროვოკატორთან ერთად იმყოფებოდა – ვიდეო

ძიუდოისტი, რომელიც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა და შემდეგ ოპოზიციის ლიდერს თავად უჩივლა, მცემაო, 16 ნოემბერს აქციაზე პროვოკატორთან ერთად იმყოფებოდა – ინფორმაციას და კადრებს ” ფორმულა” ავრცელებს. https://www.facebook.com/FormulaNews/videos/1231638640557687/

პარლამენტში სუნის გამო 4 ადამიანი შეუძლოდ გახდა

“ქართული ოცნების” წევრის, სოფო კილაძის თქმით, პარლამენტში დამდგარი სუნის გამო ოთხი ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის არიან დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა. “უნდა ვიფიქროთ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი და არის თუ არა აქ დანაშაულის ნიშნები. ჩემი აზრით აქ დანაშაულის ნიშნები არის,”-ამბობს კილაძე. პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეუძლოდ გახდნენ ასევე პრესცენტრის ფოტოგრაფი და აპარატის თანამშრომელი. […]