ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. – ბატონო დავით, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამზე, რომ არ გვყავს ჯარი და შეიარაღება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა და პრეზიდენტის ბულინგზე ისაუბრა. რას იტყვით? – ეს ქალბატონი ან შეგნებულად პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, ან სრულიად არაშეგნებულად, რადგან […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე – ”2012 წელს სააკაშვილმა დინამო მხარდამჭერებით გაავსო, მაგრამ ცოტა ხანში არჩევნები წააგო”
ირაკლი კუპრაძემ ფეისბუქში დაწერა: ”ეს რა კადრია იცით? 2012 წელს სააკაშვილმა ნაცმოძრაობის მხარდამჭერები შეკრიბა სტადიონზე, 50 ათასზე მეტი ადამიანი. რამდენიმე თვეში ნაცმოძრაობა უამრავი დარღვევის და რეპრესიული არჩევნების მიუხედავად დამარცხდა და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. დღეს, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმაც მოუყარა თავი ადმინისტრაციულ რესურსს, ზოგიც ნამდვილად მხარდამჭერია, ზოგიც მოთაფლვით, ზოგიც სოციალური დახმარების მოხსნისა თუ სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. […]
„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა და პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ. პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ევროპა – თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია. ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა. გიორგი გახარიას თქმით, ევროპა არის საქართველოს წარსული, […]
„კალაძეს ქუჩაში გინებას არავინ დაუწყებს, კობახიძეს კი თმას ღერა-ღერა დააგლეჯენ“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნიაღვარი ბიძინა ივანიშვილზე და რამდენიმე მაჟორიტარზე წამოვიდა, შემდეგ კი ამას “ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერიც დაემატა. ამ სიაში არ ჩანს კალაძე, რომელსაც შესაძლოა აწყობდეს კიდეც არსებული ვითარება „ოცნების“ კარზე გავლენების შენარჩუნების თვალსაზრისით. რა როლი აქვს ამ პროცესში კახა კალაძეს? ხომ არ გადაიყოლებს […]
ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ცხინვალის საზღვრებს არ აღიარებს
სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს,- ამის შესახებ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ექიმის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. „ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. […]
ვოლსკი – “საქართველოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე უკეთესი სასამართლო ექნება”
მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოსამართლეებთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. გია ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, თუმცა აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის ჯანსაღად წარმართვისთვის მმართველმა გუნდმა კარგი მექანიზმი შეიმუშავა. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი […]
არჩილ თალაკვაძემ 9 ტონა თხილის ნაჭუჭი მიითვისა
პარლამენტის თავმჯდომარე სკანდალში ეხვევა – ოზურგეთელ რაგბისტებს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება – მიითვისა თუ არა არჩილ თალაკვაძემ 9 ტონა თხილის ნაჭუჭი ოზურგეთის სარაგბო კლუბი “არწივები” გაფიცულია, კლუბის ხელმძღვანელობას, რომლის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა, რაგბისტები ბოიკოტს უცხადებენ და სათამაშოდ გასვლაზე უარს აცხადებენ. რის გამოც “არწივებს” ერთი თამაში უკვე გაუცდათ, გასულ შაბათს ოზურგეთელები, მასპინძლის რანგში ‘დევებთან” სათამაშოდ […]
გიგი უგულავა – “პროკურატურას პასპორტის ჩამორთმევა უნდა… სტაჟიანი ზონდერი მომიგზავნეს, რომელიც ლუდომანია და ვალებში იხრჩობა”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი თავად პოლიტიკოსს წაუყენეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს. “აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს […]
აშშ-ის საელჩო – ჩვენ ვწუხვართ, რომ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის უცოდინარი და მიკერძოებული პირებიც არიან
აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით ეხმაურება. როგორც აშშ-ს საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, „იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“ “ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი […]
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა, სადეპუტატო მანდატი დატოვა
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა – ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა […]










