კატეგორია: პოლიტიკა

ცემა-ტყეპა პარლამენტთან – მოქალაქეებმა ერთმანეთს რკინის ჯოხები ურტყეს – ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. ჩხუბის ამსახველ ვიდეოს “TV პირველი” ავრცელებს. პარლამენტთან დაპირისპირება საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლე” მივიდა და კარვის გაშლა დაიწყო. მაშინ ხმაური მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იყო. “გადაარჩინე სიცოცხლეს” წევრების თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “ჯიბიდან ამოღებულ ლობიოს მარცვლებზე პოლიციელები ხელმოწერას მთხოვდნენ”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა  7 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა. საპატიმროდან გამოსულმა ჩხარტიშვილმა პროტესტის ნიშნად იზოლატორთან ლობიო მიმოფანტა. – ივანიშვილის ოცნებაა ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა. ეს ოცნება აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც. თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, არ გაუკეთებია არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს. ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო […]

“სალომე ზურაბიშვილი კაზინოში დიდ ფულს ხარჯავს – ჟვანია გაექცა, მოისწრაფიშვილი გაექცა…”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა  “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს – ბატონო ნიკოლოზ, ხშირად ისმის პრეტენზია სალომე ზურაბიშვილზე, რომ ის არასახელმწიფოებრივად იქცევა. თქვენც გაქვთ პრეტენზიები მასთან დაკავშირებით. რა ხდება? – ეს ქალი რომ გასულია საერთოდ მომსახურების ზონიდან, ეს ყველასთვის ცნობილია. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ის მუდმივად უშვებს შეცდომებს, მაგრამ არის ნაბიჯები, […]

ალექსანდრე ერქვანიამ ”ოცნება” და უმრავლესობა დატოვა – ”გაფრთხილებთ, რომ პატრიარქის წაქცევას ვერავინ შეძლებთ!”

„ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან. „საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ. დეპუტატმა განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. […]

თამარ ჩუგოშვილი – ”ჩვენი საარჩევნო სისტემა უსამართლოა და პოლიტიკურ კრიზისებს იწვევს”

„ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ქვეყნაში შექმნილ პროცესებს და მმართველ გუნდს შეახსენა, რომ ის წინასწარ აფრთხილებდა მათ სირთულეების შესახებ. „დახლოებით 1 […]

პუტინი – “ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში 2010 წელს აფეთქების ორგანიზატორი იყო”

2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი წარმოადგენს მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორს, -ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, „მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს“. „ის ძალიან სასტიკი და პირსისხლიანი მეომარი იყო. არ ვიცი რა დაემართა. ეს […]

ჯონდი ბაღათურია“ – მიშა ბიძინასთვის ოქროს კვერცხის მდებელია”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის შეკრებებსა და მანიფესტაციებში? რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? რა პროცესში გადავიდა ოპოზიციის პროტესტი? “ახალ თაობას” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა. – ბატონო ჯონდი, ოპოზიციური ძალების გაერთიანებაში, მათ შეკრებებსა და საპროტესტო აქციებზე ვერ გხედავთ. რატომ? – ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საზოგადოების სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციას პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი […]

გიორგი გახარიამ ლევან სურგულაძეს დასცინა – ”ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს”

”ადამიანმა თქვა მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. „საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც სოციალური სტაბილურობის ქვეყანაში და გრძელვადიანი ძალზედ პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბატონმა სურგულაძემ, მე როგორც ვიცი, საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. […]

“ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში სხდომა ჩაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას 15:00 საათზე გამართავს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება ზარდიაშვილის ხელფასს, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. “შევთავაზებ ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ […]