ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. – ბატონო პაატა, მძიმე და კრიზისული ვითარებაა ქვეყანაში. რამდენად ჩიხური სიტუაციაა და ხედავთ თუ არა გამოსავალს? – გამოსავალი არის, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა გამოსავლის ძებნა. თქვა, რომ მორჩა, დასრულდა საუბარი. ამით კი ყიდის თავის თავს, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია – 400 ათასი კონტრაქციებისათვის
ოპოზიციის წევრებსა და ოფისებზე თავდასხმის იდეა ივანიშვილის რეჟიმის იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისიდან, კერძოდ კი, კახი კალაძის გარემოცვიდან მოვიპოვეთ. „ქართულო ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი წარმომადგენელის ცნობით, ძალადობრივი აქციების ორგანიზებისათვის შავი სალაროდან, პირველ ეტაპზე 400 ათასი ლარი გამოიყო. „ამ თანხას რეგიონებზე ანაწილებენ. ადგილობრივ გამგებლებს, გუბერნატორებსა და ძალოვნებს ავალებენ აქტივისტების შეკრებას, რომლებსაც […]
დიმიტრი ხუნდაძე – “სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე უმრავლესობის ლიდერებთან დაძაბული შეხვედრა გვქონდა”
სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ თავისი განმარტებითი ბარათი, რაც პროცედურულად გადაეცემა შესაბამის საპროცედურო კომიტეტს, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა თითოეულ მოქალაქეს და საზოგადოებას მისცემს საშუალებას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. „საარჩევნო სისტემის თემა კიდევ რჩება აქტუალურ თემად. მიუხედავად იმისა, რომ […]
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტმა მიხეილ ქუმსიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილს ციხეში ლობიანი შეუგზავნა
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა ლაშა ჩხარტიშვილს ქვემო ქართლის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში საკვები პროდუქტი და სიმბოლურად ლობიანები შეუგზავნეს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ლაშა ჩხარტიშვილი მშვიდობიან აქციაზე ლობიოს გადაყრის გამო დააკავეს და ამისთვის 8 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სწორედ ამიტომ შეუგზავნეს დღეს სიმბოლურად მას ლობიანები დროებითი მოთავსების იზოლატორში. „ეს არის ჩემი […]
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანია 2 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
გერმანიამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საელჩოს წარმომადგენელები პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდნენ და მათ გერმანიის ტერიტორია 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება გადაწყვეტილების მიზეზსაც ასახელებს – ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან არასაკმარისად აქტიური თანამშრომლობა. სამინისტროს განცხადების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები […]
ბექა ნაცვლიშვილი – “ხალხი ქუჩაში მთავრობის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს და არა – პროპორციული არჩევნების მოთხოვნით!”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ბექა, პარლამენტში მეორედ იწყება დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი. კიდევ უფრო დაძაბავს ეს არსებულ პოლიტიკურ პროცესს? – “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა. ერთმნიშვნელოვანი დაპირება გასცა, რომ […]
გიგა მაქარაშვილი – “მოსამართლემ საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ მაპატია”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რომელიც 12 დღიან სასჯელს იხდიდა, საპატიმრო დატოვა. რა პირობებში გაატარა ეს დღეები და როგორი გეგმები აქვს, ამის შესახებ გიგა მაქარაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრა. – გიგა, შაბათ ღამით დატოვეთ საპატიმრო. რა პირობებში იყავით ეს დღეები? – პირობები იყო ძალიან კარგი. უბრალოდ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი ცალკე საკანში […]
თაკო ჩარკვიანმა ნინო ბურჯანაძის გამო გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დატოვა
„კანონი და სამართალის“ თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანი გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამასთან დაკავშირებით მან და პარტიის გენერალურმა მდივნმა ირაკლი ღლონტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელეს და გადაწყვეტილების მიზეზად ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი დაასახელეს. „ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის პრორუსული ვექტორის ძალებთან, ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობა, გარკვეულწილად ურთულესი თვითდისციპლინისა და ამავე დროს მორალური დისკომფორტის საკითხს წარმოადგენდა. შერჩეულ ფორმატს […]
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია გადადგა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით განაცხადა. ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. „ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. მე რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე გუნდში წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს, წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა […]
მცხეთაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს
მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, […]










