კატეგორია: პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილს მცხეთის მერიასთან ცოცხი ესროლეს

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს „კოკა-კოლას“ ბოთლი და ცოცხი ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზაალ უდუმაშვილი, პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა. „რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ ეს არაფერია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, თუ როგორ ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ. ამ ათიოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ამას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. […]

საარჩევნო მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დაარეგისტრირებს და ნინო ლომჯარიას გაუგზავნის

„გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შევიმუშავეთ საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია, რომელსაც დღეს სახალხო დამცველს გადავუგზავნით, ხვალამდე კი კანონპროექტს, შესაბამისი პროცედურის დაცვით, პარლამენტში დავარეგისტრირებთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დღეს გადაიგზავნება სახალხო დამცველთან, რათა მან ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუკი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოპოზიციის მიერ […]

არჩილ თალაკვაძე – “ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე სალაპარაკოდ ოპოზიციასთან“

„ჩვენ დავიწყეთ საუბარი „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით, ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს – ეს რეალურად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორებისა და ეუთოს რეკომენდაციების შესახებ კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საუბარი გაგრძელდეს სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც 2020 წლის არჩევნების უფრო კონკურენტულ, გამჭვირვალე და თავისუფალი […]

აფხაზეთში გენპროკურორი ზურაბ აჩბა, მისი მოადგილე ეშსოუ კაკალია და შს მინისტრი გარი არშბა მოხსნეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, აჩბას გათავისუფლება მის პირად განცხადებას უკავშირდება. თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მანამდე თანამდებობა დაატოვებინა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს გარი არშბას, რისი მიზეზიც რამდენიმე დღის წინ სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდების მკვლელობა, ხუთი ადამიანის დაჭრა და ერთი გატაცების ფაქტი […]

მირიან მირიანაშვილი – “უმრავლესობის დაშლა რუსების გაკეთებულია”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საქართველოში პოლიტიკური ორომტრიალი გრძელდება. მმართველი პარტიის მიერ პროვოცირებული გადაწყვეტილებების შედეგად ქუჩაში გამოსული ერთმანეთს გადამტერებული პარტიები ბრძოლას აგრძელებენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. რა კავშირი აქვს ვადამდელი არჩევნების ვადებს საგარეო ორიენტაციასთან? რა შემთხვევაში ხდება პარტიების ლუსტრაცია? აინტერესებს თუ არა ვინმეს უცხოეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა […]

სოსო გოგაშვილის შვილმა ბიძინა ივანიშვილი დაიცვა – ”ბატონ ბიძინას გინებას არ მოვითმენთ”

ჩვენ არასდროს მოვითმენთ და არასდროს გავუტარებთ იმას, ვინც შეაგინებს ბატონ ბიძინას. არამარტო ამას არ მოვითმენთ, არამედ მთელ 9 წლის ნამოქმედარს,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკა გოგაშვილმა “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” ოფისთან განუცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს. “ძალა, რომელიც აქ დგას და 9 წელი იყვნენ […]

ჩხუბი ”ოცნების” ოფისთან – 2 ადამიანი დაშავდა

“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირებაა – მოძრაობა “სირცხვილიას“, “შეცვალეს” და “გაბედეს“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. როგორც აქტივისტები ამბობენ, ოფისთან “ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, ტერიტორიაზე იმყოფებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც. სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ სამართალდამცველებს დააკავონ ე.წ. კონტრაქციის წევრები, რომლებიც, მათი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ. სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების“ ოფისი ფანჯრებს სტიკერები წარწერით – “სირცხვილია“ მიაკრეს. […]

“ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ზოიძის განცხადებით, საკუთარ ადგილს პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში ვეღარ ხედავს. მისივე თქმით, ის საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება. აკაკი ზოიძე რამდენიმე დღის წინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა მის ინიციატივას არ გაითვალისწინებდა, უმრავლესობას დატოვებდა. “ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, […]

ირაკლი კობახიძე – „ნიკანორ მელია არის კრიმინალი”

თუ შემოვა პარლამენტში ეს საკითხი და შემოვა როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივია, აუცილებლად დავუჭერ მხარს, იმიტომ, რომ კრიმინალებისადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს. „ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკანორ მელიაა, თუმცა, ამ შემთხვევაში არის […]

მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის ბორტის ბილეთი უყიდა – “შეუძლია დატოვოს ქვეყანა”

ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი, თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე. ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იმართება. მისი თქმით, საქართველო მას შემდეგ დაადგება განვითარების გზას, როცა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ივანიშვილის უსირცხვილო […]