საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2 თვის წინ დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო. თავად ზარდიაშვილი მედიასთან არ კონტაქტობს და აცხადებს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და კითხვებს აღარ უპასუხებს. “მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ რომ საჯარო პირი არა […]
კატეგორია: პოლიტიკა
მდინარაძე ტყუის – გაგა კახიანი 2012 წელს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის შტაბის წევრი იყო
“ქართული ოცნების” დეპუტატის საპირისპიროდ დათო საყვარელიძემ დეტალურად გაიხსენა 2012 წლის მოვლენები. “ქართული ოცნების” წევრი გაგა კახიანი 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თავით საყვარელიძის შტაბის წევრი იყო. ინფორმაციას ადასტურებენ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და ასევე დავით საყვარელიძე. “ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წლის არჩევნებში გაგა კახიანი დავით საყვარელიძის შტაბში აქტიურად იყო და მონაწილობდა […]
ელისაშვილი – “ოქრიაშვილმა დამირეკა და პატივს გცემო, მითხრა, აქეთ მხარეს გადმოსვლა უნდა”
ვიდრე ასეთი სისტემა იარსებებს, სადაც მაჟორიტარების როლი იქნება მნიშვნელოვანი, მანამდე მაჟორიტარები იქნებიან მულტიმილიონერები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები. ხედავთ, დმანისი არის დაცლილი, კახა ოქრიაშვილი კი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ეს ფეოდალიზმი არის დასანგრევი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა დმანისში ყოფნისას, სადაც ის მაჟორიტარული სისტემისა და დეპუტატ კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა აგრარულ ბაზარი ცარიელი დახვდა. ელისაშვილმა, მხარდამჭერებთან […]
ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა – “ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი”
“ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა. საპატიმროდან გამოსულმა ჩხარტიშვილმა პროტესტის ნიშნად იზოლატორთან ლობიო მიმოფანტა. “ივანიშვილის ოცნებაა ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა. ეს ოცნება აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც. თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, არ გაუკეთებია არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს. ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები. ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების […]
კალაძის კომპრომეტირებას სუსი ილია წულაიაზე გასვლით ცდილობს
დიდი გარჩევები “ქართულ ოცნებაში”- რამდენიმე დღეში პარტია და მმართველი გუნდი შესაძლო ამისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ დემარშით დატოვოს. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილსა და მის მორჩილ, ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს ღიად დაუპირისპირდა. როგორც წყარო “ოცნებიდან” გვიყვება, ივანიშვილსა და კალაძეს შორის არც აქამდე იყო ტკბილი ურთიერთობები, თუმცა ბოლო შეხვედრის […]
კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერი დაახვედრა – “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“
წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა. ალეკო ელისაშვილი დმანისში დღეს აქცია აქვს დანიშნული. დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“ „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“, – წერია კიდევ ერთ ბანერზე. კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, […]
მამუკა მდინარაძე: 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, ეს მათი პოლიტიკური განაჩენია
“ის, რომ 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში და დესტრუქციის მოწყობას ცდილობს, ესაა მათი პოლიტიკური განაჩენი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ქვეყნა მოიცვას საპროტესტო აქციებმა, მამუკა მდინარძის ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა. “საქართველოში […]
ნიკა გვარამია – “განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა”
ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს გამოკითხვაზე, რისთვისაც მრცხვენია, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ნიკა გვარამიას თქმით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი სისტემა საქმეებს გრიფით „საიდუმლოს“ აბსურდულად და კონსტიტუციის დარღვევით ანიჭებს. „317-ე მუხლია, მოგეხსენებათ უკვე […]
ნინო ბურჯანაძემ რუსეთს ბოდიში მოუხადა გავრილოვის ინციდენტის გამო
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო ამ საშინელი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ნებას არ მოგცემთ დაასრულოთ, სანამ ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პირველ […]
ქუთაისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში არიან შეკრებილები, კვერცხები ესროლეს. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ისროლეს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქუთაისში მსვლელობის გამართავენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოერია, გიგი უგულავა და რომან გოცირიძე.










