“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შემდეგი პიკეტის დროს პარლამენტთან უფრო ადრე მივლენ,რათა “ქართული ოცნების” დეპუტატებს კიდევ უფრო ადრე მოუწიოთ გაღვიძება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ. “მე არ მახსოვს, რომ დილის 7-ზე მოსულიყოს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდის „კლოუნები“. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ამ მანევრს და გადმოვწევთ […]
კატეგორია: პოლიტიკა
უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილაუთენია მივიდნენ
დეპუტატები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტში სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ. ამ დროისათვის, საქართველოს პარლამენტის ეზოში დეპუტატთა ავტომობილების სიმრავლე შეინიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში სრული შემადგენლობით, უჩვეულოდ ადრე, დილის 9 საათამდე მივიდა. თავად “ქართული ოცნების” წევრები “კურიერთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ უმრავლესობის სრული მობილიზება დღეს დაანონსებულ პიკეტირებას არ უკავშირდება. მათი […]
სოსო ცინცაძე – “ქართული ოცნება” უკვე დამარცხდა”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ხელისუფლება აცხადებს, რომ თემა დახურულია, ოპოზიცია კი პასუხობს, რომ არ დათმობს. საპროტესტო ტალღა გრძელდება. როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს? – როგორც ჩანს, შიშს მართლაც დიდი თვალები აქვს. უცხოეთში, ათეულობით საპროტესტო მიტინგის მომსწრე ვარ, მაგრამ ასეთი ძალთა თანაფარდობა არსად […]
ივანიშვილის და პუტინის კოცნა – პლაკატები ხვალ პარლამენტის წინ რკინის ჯებირებზე გაიკვრება
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში სიმშვიდეა, რომელიც ხვალ 10:00 საათიდან ისევ დაირღვევა. ხელისუფლებას კვლავ მოუწევს პარლამენტის გარშემო რკინის ჯებირები აღმართოს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოება რუსთაველზე ისევ შეიკრიბება და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტს მოაწყობს. აქცისი ორგანიზატორებმა უკვე დაბეჭდეს ახალი სტიკერები, რომელზეც ბიძინა ივანიშჭვილისა და პუტინის კოცნაა ასახული. სწორედ ამ სტიკერს გააკრავენ ისინი რკინის კონსტრუქციაზე.
„ივანიშვილი ელჩებს ხელს უქნევდა და ეძახდა, თქვენ მიშას დაბრუნება გინდათო“
წყარო “ნიუპოსტს” უყვება, რომ დიპლომატებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, რატომ ჩავარდა პროპორციული არჩევნები. ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა, ოლიგარქი იმდენად გაღიზიანებულია, რომ ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს, მისივე რეზიდენციაში თავს დაესხა, უყვირა და “მიშისტები” ეძახა – აღნიშნული ინფორმაცია “ნიუპოსტს” ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა გავლენიანმა წყარომ დაუდასტურა.საუბარია როსტომ მეფის სასახლეში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც წინა კვირას გაიმართა. წყარო “ქართული […]
კახაბერ კუჭავა პარლამენტის ვიცე სპიკერად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ 83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ კახაბერ კუჭავა აირჩიეს. ამავე კენჭისყრით კუჭავას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარალამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა. რუსთავი 2
ბექა ნაცვლიშვილი – ”ივანიშვილმა ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გააუქმა”
გინახავთ თუ არა ისეთი ქვეყანა, სადაც მმართველი გუნდი ხალხს სხვა ქვეყანაში ჰპირდება დასაქმებას და არა საკუთარში? ივანიშვილმა ამ განცხადებით გააუქმა ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, – ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელიც პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოდის. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ ჩამოთვლილ სამინისტროებს ხალხის დასაქმების და ეკონომიკური განვითარების […]
მარიამ ჯაში პარლამენტში ახალ ფრაქციას, “დამოუკიდებელ დეპუტატებს”, ქმნის
პარლამენტში ახალი ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” იქმნება. ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე. “ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს […]
ნიკა მელია – აქედან ყველანი მივდივართ სალობიეში
აქედან ყველანი მივდივართ სალობიეში, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ნიკა მელიამ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ ახლა უნდა დაშლილიყვნენ და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზა გაუთავისუფლეს და გადაადგილების საშუალება მისცეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში თანამდებობები და კომიტეტები დატოვეს
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. „ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს. სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტთან ერთად, განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და […]










