კატეგორია: პოლიტიკა

”ნაკლები უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე და უნდა ესაუბრონ ერთმანეთს” – ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგულია. ჰარცელი ასევე იმედოვნებს, რომ ხვალინდელი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედეგიანი იქნება. “ველოდით დიალოგს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ მხარეებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე და დროა ესაუბრონ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ უკვე ხვალ შედგება დიალოგი. მიგვაჩნია, რომ ის აუცილებელია და ეს […]

ჯეიმს აპატურაი – შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ NATO საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდება. ამის შესახებ მან  სოციალურ ქსელში დაწერა. “NATO (და მე) ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.  აღნიშნული ჩიხიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანია დიალოგი. მოხარული ვარ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოს აქვს ძლიერი და დინამიური დემოკრატია […]

ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების ახალი მოდელი შესთავაზა

ოპოზიციამ ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალი მოდელი შესთავაზა. ამ მოდელის თანახმად, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან. ამასთან, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებსა და ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც. პროექტით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა […]

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. „კოორდინაცია-კონსულტაციის რეჟიმი ნიშნავს შემდეგს: „ლელო“, „შენების მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. […]

ხმაური და დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან – დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულები თბილისის სხვადასხვა სამმართველოში არიან გადაყვანილი. ცნობისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებდნენ.

“შეხვედრაზე დავარწმუნებთ, რომ “გერმანული მოდელი” არ შეესაბამება კონსტიტუციას” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება. “ქართული ოცნების” წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალიდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს ისინი დაარწმუნებენ, რომ შეუსაბამოა მოქმედი კონსტიტუციისთვის. “კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება […]

“თემა დახურულია, მოემზადონ საარჩევნოდ” – თეა წულუკიანი ბიბლიოთეკაში მივიდა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები აქციას მართავენ, თეა წულუკიანი მივიდა. ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრის მისვლას პროტექსტი და ხმაური მოჰყვა. წულუკიანთან მიახლოებას ცდილობდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც პოლიციამ დააკავა. “არ გამიჭირდა, მადლობა პოლიციას… ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ… არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, თემა დახურულია, მოემზადონ საარჩევნოდ” – განაცხადა თეა […]

ზვიად გამსახურდია 5 ქართველ პრეზიდენტს შორის პირველ ადგილზეა – ედუარდ შევარდნაძე ბოლო ადგილზეა

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების დადებით შეფასებაში პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ლიდერობს. შეკითხვაზე, როგორ შეაფასებთ საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების საქმიანობას? მოსახლეობა ასე პასუხობს: ზვიად გამსახურდია: 77% – დადებითი; 23% – უარყოფითი; გიორგი მარგველაშვილი: 59% – დადებითი; 41% – უარყოფითი; მიხეილ სააკაშვილი: 57% […]

ირაკლი კობახიძე: “200 ადამიანის ბრახუნს ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ”

“ესენი არიან გამოუვალ მდგომარეობაში, ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში, შეხედეთ ვინ დარჩა, რის ამარა დარჩნენ, საკუთარი შვილების და ნათესავების ამარა, ისინი არიან გაკოტრებულები” ეს განცხადება პარლამენტის ექსსპიკერმა ირაკლი კობახიძემ, დღეს ადრე დილით, პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. კობახიძემ ოპოზიციას, რომელიც რამდენიმე დღეა პარლამენტის პიკეტირებას ახდენს დესტრუქციული უწოდა, ხოლო ოპოზიციონერი პარლამენტარების ნიკა მელიასა და ელენე […]

გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს – “პოლიციამ დეპუტატებზე ნადირობა დაიწყო”

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი. “დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „პოლიციამ […]