კატეგორია: პოლიტიკა

უგულავა – “პოლიციამ სამთავრობო კვარტალი გეტოდ აქცია”

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება სწორედ ამ ქუჩიდან მოხდება. “ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს? მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, გეტოდ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ და ასე ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა სიმბოლურია, რომ დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული სკამები. სიმბოლიზმია იმაში, რომ რკინის ღობეებით უწევთ […]

პარლამენტის შესასვლელი პოლიციამ რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა

პარლამენტის მიმდებარე – ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული. უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები […]

ქართული ოცნება – 26%, ნაციონალური მოძრაობა – 18%, ევროპული საქართველო – 6%, ლეიბორისტები – 4% – ედისონ რისერჩის კვლევა

ახალი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა ამერიკულმა კომპანია “ედისონ რისერჩმა”, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავიდა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საერთო შედეგის მიხედვით, ქართულ ოცნებას აქვს 26%, ხოლო ჯამში ოპოზიციას 44% აქვს. არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას გამოკითხულთა 30%-ს. უფრო კონკრეტულად კი შედეგები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 26% ნაციონალური მოძრაობა […]

ივანიშვილი – “ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის ნული პროცენტი აქვს”

“ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ანალიზის უნარი და ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ” – ამის შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ტვ იმედის ეთერში ნიკა ლალიაშვილთან ინტერვიუში განაცხადა .„ნული პროცენტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდეს. შეიცვალა პრემიერები ბევრი, ამ ფონზე მოახერხეს ნაცებმა ახალი სისხლის ჩასხმა… ჩვენი გუნდი იქნება სტაბილური, საოცრად შეცვლილია, აბსოლუტურად განსხვავებულ ხალხთან მქონდა შეხვედრა. მინდოდა, რომ […]

ლევან ხაბეიშვილი – “კალაძემ რომ დამინახა, შეეშინდა და სხვა კარიდან გაიპარა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 26 ნოემბერს დილის 5 საათზე პარლამენტთან აქციის დარბევასა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, რამდენი შეიკრიბეთ და პარლამენტის პიკეტირება სცადეთ, ხელისუფლებამ იმდენჯერ ძალა გამოიყენა. შეშინებულია ხელისუფლება და ამიტომ მიმართავს ძალას? – რა თქმა უნდა. დილის 5 საათზე რომ მშვიდობიან მანიფესტანტებს დაარბევენ, ცოტა უხერხულია, ხომ? მითუმეტეს, რომ […]

“სანიკიძისა და გელბახიანის სააკაშვილთან შეხვედრის მსგავსი მოვლენა პოლიტიკას არ ახსოვს”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს პოლიტიკაში დინამიკური მოვლენები ვითარდება. ყოფილი დეპუტატის, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის, ბიძინა გუჯაბიძის აზრით, მიმდინარე პროცესებიდან ზოგი ჩვეულებრივი და ტრადიციულია, ზოგი კი – გამაოგნებელი. “ახალი თაობა” ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა. ბიძინა გუჯაბიძე: – მე და ჩემი თანაპარტიელები ეროვნული მოძრაობიდან აქტიურად ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკაში ბევრი რამ მინახავს, უამრავ ბრძოლაში მიმიღია მონაწილეობა. ხანდახან […]

შელაპარაკება პარლამენტთან – სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს

შელაპარაკება პარლამენტთან – სამართალდამცავები სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდნენ. სამართალდამცავების მტკიცებით, ადგილზე დამატებითი კარავის გაშლა მოძრაობას შეაფერხებდა. თუმცა, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარავის გაშლა მაინც მოახერხეს.

გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს – სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა

ჩემი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. ჩვენ საკუთარ თავს და ეგოს გადავახტით, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. “ორმხრივი სურვილი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის. არა მარტო ჩემი. ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ […]

სერგი კაპანაძე – “ოცნება” ასეთი ბრიყვი თუ იყო, ვერ წარმომედგინა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ოპოზიციის მოლოდინი, რომ “ოცნება” პლებისციტს შესთავაზებდა, არ გამართლდა. არჩევნები 2020 წელს შერეული სისტემით ჩატარდება. პროპორციული სისტემა კი 2024-შიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება “ქართული ოცნების” ოფისიდან ტრადიციულად კახი კალაძემ გააკეთა და ოპოზიციას მოუწოდა, არჩევნებისთვის მოემზადოს. რა გეგმები აქვს ოპოზიციას, როგორ მიიღეს ხელისუფლების ეს გამოწვევა, რით უპასუხებენ მათ? “ახალი […]

გიგა ბოკერია – “ივანიშვილი პოლიტიკურად ისეთი მოცურებულია, ქვეყანას შარში გახვევს”

“ივანიშვილი პოლიტიკურად ისეთი მოცურებულია, თავს ხომ დაიღუპავს და ქვეყანასაც შარში გახვევს. ეს გზა მისთვის პერსონალურად ცუდი სცენარისკენ მიდის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში.