კატეგორია: პოლიტიკა

ოპოზიციონერმა ლიდერებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

გაერთიანებული ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს. ბოქლომის დადებას ისინი თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოოდ, გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის ჩამოკიდება მაინც შეძლო. გენერალურ პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს საგამოძიებო უწყების ჭიშკართან, მთელ პერიმეტრზე […]

დავით ქაცარავა – “ხელისუფლება იარაღის ჩადებას და დაპატიმრებას მიპირებს”

სანდო წყაროსგან “ახალმა თაობამ” მოიპოვა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებლის დავით ქაცარავას დაპატიმრებას გეგმავს. როგორც წყარო გვეუბნება, გეგმა ასეთია, რომ მას უნდა ჩაუდონ არარეგისტრირებული იარაღი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ქაცარავა, დღეს 5 საათზე სუს-ის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ დავით ქაცარავას დავუკავშირდით და ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. “აპირებენ დაახლოებით იმ ქმედებების განხორციელებას ჩემთან […]

თამარ ჩხეიძე – „ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილს რამდენიმე მონამ მოუწყო ამბოხი?!“

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს. ინტერვიუ ჩაწერილია თბილისში გამართულ მიტინგებამდე. _ მოვლენების ასეთ განვითარებას მოელოდით? _ ეს მოვლენები დაიწყო საზოგადოების მოტყუებით. პარლამენტში ჩავარდა დაპირებული კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით იმართებოდა. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ივანიშვილი, რომლის ხელშია შესაბამისი მექნიზმები, ამ […]

კოტე კემულარია – „ქვეყანა საომარი მდგომარეობის ზღვარზეა“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მას შემდეგ, რაც ”ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და აქციები დაიწყო. ოპოზიციური პარტიები პარალელურად კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთში. ოპოზიციამ კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და ხელისუფლებას ე. წ. გერმანული მოდელი შესთავაზა, რაც ასევე ტოვებს ძალაში მაჟორიტარულ არჩევნებსაც, თუმცა, ოპოზიციის თქმით, ბევრად უფრო სამართლიანია. […]

რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დალუქა – ”გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გუშინ მშვიდობიანი პიკეტის დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში გააკეთა სამარცხვინო პერფორმანსი. „მან ჩამოხსნილი ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნადავლი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას. არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის […]

კახა ოქრიაშვილი – ”ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს, დებილები ყველგან არიან”

დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ ერკვევა საარჩევნო სისტემებში, რადგან “დებილები ყველგან არიან “. “დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე […]

დიმიტრი ხუნდაძე მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს – “2024 წლიდან პროპორციული სისტემის შემოღება „ქართული ოცნების“ შეცდომაა”

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, – ამის შესახებ საუბარია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებაში, რომელიც მათ ახალ ინიციატივას ეხება. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, განცხადება დიმიტრი ხუნდაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თანამედროვე მსოფლიოში არ წყდება დისკუსია საარჩევნო სისტემების ავკარგიანობის შესახებ. დემოკრატიული ქვეყნები საარჩევნო სისტემებს, ხშირ შემთხვევაში, ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით […]

გახარია 49%-ს არ მოსწონს, 39%-ს – მოსწონს

აირაის პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, პოლიტიკურ ლიდერებს შორის რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა კახა კალაძე – 49%, მესამეზე – დავით უსუფაშვილი – 47%. ხუთეულშია გრიგოლ ვაშაძე (41%) და ალესანდრე ელისაშვილი (39%). ხუთეულის გარეთ დარჩა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც IRI-ის […]

“ქართული ოცნება” – 23%, ნაციონალური მოძრაობა – 15%, “ევროპული საქართველო”, ლეიბორისტები – 5-5% – აირაის კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ – 15%, „ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ – 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ასევე 5%. 4% ხმას მისცემდა “პატრიოტთა ალიანსს”. 3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას“ მისცემდა, „ახალი საქართველოს“ – 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ – 3%, „ლელოს“ – […]

”პირობის შეუსრულებლობა ძალიან მტკივნეულია” – რატომ დატოვა ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობა

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უმრავლესობიდან გასვლის მიზეზებზე საუბრობს. – ბატონო ზაზა, თქვენ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეთ. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მოულოდნელი იყო? – აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთოდ კითხვის ნიშანი თუ იქნებოდა, სამშაბათის სხდომაზე გავიგე, როდესაც პირველად გადაიდო კენჭისყრა. რა […]