იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა არის თუ არა ოპოზიციურ სპექტრში თანამშრომლობაზე მზაობა საარჩევნო სისტემის გარდა სხვა საკითხებზეც და როგორ წარმოუდგენია ნინო ბურჯანაძესთან ერთად ერთ ფორმატში მუშაობა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს. _ ოპოზიცია აგრძელებთ ერთიან ფორმატში მუშაობას? _ დიახ, ერთად ვართ. სიმართლე გითხრათ, არ […]
კატეგორია: პოლიტიკა
”დიპლომატებმა თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა” – ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ დიპლომატებმმა შექმნილი ვითარება შეაფასეს და განაცხადეს, რომ დიალოგი არის აუცილებელი. “ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ხელისუფლება სრულიად ოპოზიციურ სპექტრთან უნდა დაჯდეს და დაიწყოს დიალოგი. ხელისუფლება ტყუილს ამბობს, არ ეწინააღმდეგება გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას. მას შეუძლია, რომ გერმანული […]
“თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება” – გიგი უგულავამ აქციაზე სამართალდამცავებს მიმართა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე სამართალდამცავებს მიმართა. მისი თქმით, პოლიციელის საქმე არ არის ვიგინდარას(ბიძინა ივანიშვილის) მსახურება. “რიგით პოლიციელებს მინდა მივმართო, თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება. თქვენი ამოცანაა კანონის მსახურებაა, ან ემსახურებით კანონს ან მიგატოვებთ ეს ვიგინდარა და დარჩებით მარტო გაშიშვლებული კანონის წინაშე” – განაცხადა გიგი უგულავამ.
აქცია რუსთაველზე სპეცრაზმის “ალყის“ ფონზე გრძელდება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სპეცრაზმის “ალყის” ფონზე გრძელდება. აქციის მონაწლეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ იმის მერე რაც ხელისუფლებამ დღევანდელ დღეს დარბევა გაბედა. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა, რობოკოპებმა, ფაქტობრივად, დაიკავეს პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია. […]
ელისაშვილის დაკავების საშუალება პოლიციას ხალხმა არ მისცა – ”გელოდებით ყველას აქციაზე. გეხვეწებით!”
ცოტა ხნის წინ პოლიციას პარლამენტის წინ ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ელისაშვილის ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ის მივიდა ტრიბუნასთან და შეკრებილებს სიტყვით მიმართა. „გაგიგიათ ქვეყანა, რომლის პარლამენტის ბიუროს ჩასატარებლად სპეცრაზმი უნდა გამოიყვანონ წყლის ჭავლებით? მე აქ ვდგავარ საქართველოსთვის და რამე რომ დამემართოს, შევეწირები ჩემ ქვეყანას. გამოდით სახლიდან, დებო, […]
პოლიციამ სავარაუდოდ ალეკო ელისაშვილი დააკავა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტება. ამ დროისთვის პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები, აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ სიტყვით გამოსვლას აგრძელებენ. პარლამენტის წინ კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დგას რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა. აქციის მონაწილეების კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელიდან აღებულია. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის […]
შუშის სასახლის ამბები – ”პატრიარქის დასაცავად არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და პროპორციული სისტემის დასაცავად გამოვა?!”
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან ინფორმაციის გამომტანი ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. „2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა იმ თათბირის დეტალები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სოლოლაკის რეზიდენციაში, გაიმართა. წყარო ქვეყნის არაფორმალური ლიდერის გარემოცვაა. „მონათა ამბოხის“ შემდეგ, რის მიხედვითაც „მაჟორიტარულ-ფეოდალური“ საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა და რასაც სრულიად სამართლიანად, პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, ბიძინა ივანიშვილმა „შუშის სასახლეში“ საკუთარი გუნდის ლიდერები შეკრიბა. ჩვენი […]
თორნიკე რიჟვაძე – ”ჩემი 2 წლის შვილს ბაღში მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ნაციონალებს აჭარაში მხარდამჭერები”
ჩემი ორი წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭრები აჭარაში, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა. „იმ კონკრეტულმა ინიციატივამ, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, სამწუხაროდ პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შემდეგი წლის არჩევნები ჩატარდება […]
სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს
სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“. ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყო. პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან უკვე ცარიელია. იპნ










