კატეგორია: პოლიტიკა

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ნიკა მელია. ასევე ადგილზე იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და თორნიკე მამალაძე. სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა გაყვანას. ინტენსიურად ხდება წყლის ჭავლის გამოყენება.

პარლამენტთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუშვა

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვეს. ზუბალაშვილების ქუჩაზე აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ დაშლილიყვნენ. წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილმა დატოვა ზუბალაშვილების ქუჩა, ნაწილი კი ისევ ცდილობს სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სპეცრაზმი პარლამენტისკენ დაიძრა

სპეცდანიშნულების რაზმები პარლამენტისკენ დაიძრნენ. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართება სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედნიდან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან, საიდანაც ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე გავიდნენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს ხელებაწეული ხვდებიან. იპნ

ფადი ასლი – ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც სჯერა ივანიშვილის რიტორიკის, გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდეს

ნებისმიერი პოლიტიკოსი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც კიდევ სჯერა ივანიშვილის გამოსვლების თუ მისი რიტორიკის, შეყვანილ უნდა იქნას გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პლანეტის ყველაზე გულუბრყვილო და მიამიტი პოლიტიკოსი,- ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარის ფადი ასლის ღია წერილშია აღნიშნული. ფადი ასლი აქვეყნებს წერილს სათაურით- “ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი […]

“თუ ვინმეს რამის თავი აქვს, გამოვიდეს, ტლიკინს თავი დაანებოს… როცა ოპოზიცია გარეთ არის და აკრიტიკებ, მიმიფურთხებია ასეთი მხარდაჭერისთვის” – ნიკა მელია

“ნაციონაური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და იმ ადამიანებს აკრიტიკებს ვინც, ოპოზიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. “ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე და არცერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დავიხიოთ, რაც არ უნდა ილაპარაკონ ვიღაცა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, რომ ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იქნება ბრძოლა, თუკი ვინმეს ბრძოლა უნდა […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს”

“პარლამენტში არცერთი დეპუტატი არავინ შევა, თუ შევა ყველას სათიშაოდ გამოვათრევთ საკუთარი კაბინეტიდან” პარლამენტის პიკეტირებულ შესავლელთან იმყოფება შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლემაც “ქართული ოცნების” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება არ მისცა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დეპუტატების პარლამენტის შენობასთან მისვლა პროვოკაციააა და აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს. “ამათ უნდათ იგივე სცენარის გამეორება რაც მოხდა 20 […]

შსს პარტიებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პარლამენტის მუშაობისთვის ხელშეშლა კანონით იკრძალება. „17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, […]

კალაძე – “2020-ის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ცვლილებები არ იქნება”

2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით  ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძემ ბრიგინგზე განცხადება. როგორც კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ განიხლება. “პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად  უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად […]

რევაზ არველაძე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს

უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს. დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა პიკეტის და აქციის მონაწილეების პროტესტის გამო, იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. აქციის მონაწილეები დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: „წადი“ და „ვირთხა“. რევაზ არველაძე პირველი დეპუტატია, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა. იპნ

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერე კახი კალაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცავების არიან მობილიზებულნი. პირველი არხი