„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. როგორც მათ განაცხადეს, იგივეს გააკეთებენ დანარჩენი შესასვლელის ჭიშკრებზეც. გიგი უგულავას განცხადებით, ბოქლომის გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ ხალხის მიერ დაილუქა შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ტყუილად ჰგონიათ, რომ აქ მშვიდად ივლიან და უდიპლომო მურუსიძეს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ასე […]
კატეგორია: პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე – ”ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, ”ოცნებას” გავხევთ ნაკერავზე!”
არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია,- ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ” ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. “ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ…გავხევთ ნაკერავზე”, – განაცხადა ვაშაძემ. ყველას მინუს ერთი – ეს არ ნიშნავს ყველა ოპოზიციური პარტია მინუს „ქართული ოცნება“ . ეს ნიშნავს, […]
შსს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის […]
პარლამენტში იარაღი შეიტანეს
პატრიოტთა ალიანსის აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შეუერთდებიან
თბილისში “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შემოუერთდებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ და საკუთარ მოთხოვნებს დედაქალაქში გააჟღერებენ. მათგან უმთავრესი კი, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა განცხადებით, ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებაა. “საქართველოს მთლიანობისთვის, ახალგაზრდებისთვის ჩვენი ხედვები გვაქვს და იქ ვიდგებით, სანამ პარლამენტი არ მიიღებს […]
ქუთაისიდან ნაციონალების და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად 500 კაცი მოდის
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან. ,,ნაციონალური მოძრაობის ” და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ივანიშვილს ღირსეულ პასუხს გასცემენ, რადგან მან ქართველი ხალხი შეურაცხყო და მოატყუა. “ვაპროტესტებთ მთავრობის მორიგ ტყუის და ვუერთდებით აქციას. დღეს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის კეთდება. არ ვაპატიებთ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და […]
ნაციონალების მხარდამჭერები ფოთიდან თბილისში წამოვიდნენ
ფოთში, დღეს დილით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ. 100-მდე ადამიანი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან. „ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ, “- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხომერიკმა. იპნ
დავით ჭიჭინაძე – “ივანიშვილმა ისე მაგრად წააგო, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენია”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა ალბათ მოულოდნელი არ იყო. პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლებს? – პარლამენტში პოლიტიკას უკვე აზრი აღარ აქვს. დღეიდან არც პოლიტიკაა რეალური და არც არაფერი. რა აზრი აქვს ამ უპირო დეპუტატებთან […]
სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს
სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“-წერს ქაცარავა. შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით […]
„ქართული ოცნების“ ოფისთან ორი ადამიანი დაშავდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.










