კატეგორია: პოლიტიკა

გახარია: ბანკირმა ბანკს მიხედოს, მეპურემ პური გააკეთოს და მეუფემ კიდე ეკლესიაში იაროს

“ერთხელ და სამუდამოდ ამ პოლიტიკური კულტურიდან უნდა გამოვიდეთ. მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გააკეთოს და მეუფემ კიდე ეკლესიაში უნდა იაროს. პოლიტიკას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს.” ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა.

მეუფე იაკობი – “გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო”

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა. მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა. „კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. […]

გომელაური – “თუ ცეცხლს გახსნიან, მზად ვართ, ვუპასუხოთ”

“თუ ცეცხლს გახსნიან ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და ჩვენი მოსახლეობა და კონტროლირებადი ტერიტორიები დავიცვათ” შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან მუქარები ხშირია და თუ ცეცხლს გახსნიან, საქართველო მზადაა საპასუხო ქმედებისთვის. “ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად […]

ვახტანგ გომელაური – მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება

ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა აქვე დასძენს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს, არასწორია. ამასთან, შს მინისტრი საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის […]

ლევან კობერიძე – “ივანიშვილმა შეიძლება “ოცნება” დატოვოს და მისი ოპოზიცია გახდეს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, “ქართულმა ოცნებამ” როგორც ჩანს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, დაძაბული წინასარჩევნო პერიოდი გველოდება? – “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ეს ფაქტია. ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტში შემოიტანეს განსახილველად, ამის დასტურია. […]

გიგლა ბარამიძე – “60%-ს კი არა, ბუს კვერცხებს მიიღებს “ქართული ოცნება”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ველზე არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე? რატომ ვეღარ გამოვა არჩევნების გაყალბება? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიგლა ბარამიძეს. – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა. თქვენი შეფასებით, რა შეიცვალა ამ დროისთვის პოლიტიკურ მინდორზე? – პოლიტიკურ სპექტრში მცირეოდენი ცვლილებებია. ეს […]

ანზორ აბრალავა – “სააკაშვილი ძალიან ღრმა წარსულია”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა შეინიშნება თუ არა გარიგებები პოლიტიკურ სპეტრში? როგორია სააკაშვილის როლი მიმდინარე პროცესებში? რჩება თუ არა შუა ისევ გაკრეფილი? რატომ პროგნოზირებს სოციალისტური მოძრაობების გამოჩენას? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. – საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” გარიგებულია ნაცმოძრაობასა და მის განაყოფებთან. ადამიანებს ამის გამო უჩნდებათ ნიჰილიზმი. […]

ლუკ კოფი – ”აშშ-ის ჯარისკაცების სირიიდან საქართველოში გადაყვანა რუსეთის შეკავებასაც ეხება”

ამერიკის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის „ჰერითეიჯ ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. ლუკ კოფი ამჯერად მოსაზრებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა, დაძაბოს. ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ. „ბევრი ამბობს, „როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი“? ეს […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტისგან მოითხოვს, ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა. გვრიტიშვილი მის შუამდგომლობას ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობით ხსნის. დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებს. დოლიძე საბჭოში საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

პარტია “ლელო” 12 დეკემბერს დაფუძნდება

მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიას 12 დეკემბერს დააფუძნებს. ამის შესახებ მან “ლელოს” ახალი წევრების წარადგენისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის სათავო ოფისი რკინიგზის სადგურთან, “თბილისი ცენტრალში” განთავსდება ხაზარაძემ დღეს ასევე წარადგინა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ახალი 12 წევრი. ესენია: ლევან ასლანიშვილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი; ანი ბიბილაშვილი – არქიტექტორი; კახა ჯუღელი – ბიზნესმენი; ნინო შათირიშვილი – ინგლისური ენისა […]