იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკისას განცხადა, რომ შესაძლოა კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცუდად უძღვება. მისი ეს განცხადება საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან სექსისტურად იყო აღქმული. დაუშვა თუ არა ხაზარაძემ პოლიტიკური შეცდომა და „ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს თუ არა შერჩევით სოლიდარობას? მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლუკაშენკო მარგველაშვილს მინსკში თბილისობაზე შეხვდა – „ჩვენ ისე ვართ, როგორც ცხელ ქვაბში – ყველა მხრიდან გვახურებენ“
ბელორუსებს კარგი, პატივსაცემი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ქართველებთან, – სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით, მარგველაშვილმა ქართველი ხალხის სახელით თბილი სიტყვები გადასცა ლუკაშენკოს, რასთან დაკავშირებითაც, ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელორუსებმა ასეთი დამოკიდებულება დაიმსახურეს, რადგან ქართველ ხალხს ყოველთვის დიდი პატივისცემით ექცეოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელორუსული პროდუქციის მაღალ […]
ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას კალაძის დაკითხვა მოსთხოვა
აუდიტის სამსახურის მიერ “ელექტროსისტემაში” გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას მიმართა. საგამოძიებო უწყებას შესაძლო გადაცდომებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე მიაწოდა. სავარაუდო გადაცდომის ფაქტები 2014-2017 წლამდე პერიოდს მოიცავს. საუბარია დიდი ოდენობით გაცემულ პრემიებზე, ზარალსა და არამიზნობრივ ხარჯებზე. “დღეს პროკურატურაში ჩვენ შევიტანეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ კახი კალაძის და მისი […]
ნინო გოგუაძე – ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა ივანიშვილის პიარ-სვლაა
ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა ივანიშვილის პიარ-სვლაა, თითქოს „ოცნება“ ხალხისთვის არასასურველი პოლიტიკოსებისგან თავისუფლდება, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილების, კომენტირებისას. “ვანო ზარდიაშვილი იყო ამ პოლიტიკის გამტარებელი და სწორედ ივანიშვილმა მიანიჭაზარდიაშვილს უფლებამოსილება მისი ნაცნობობის გამო. როგორც ვიცი, მას პირადი ნაცნობობა აკავშირებს სასამართლოს წევრებთან, მაგრამ რასაკვირველია ზარდიაშვილსარც ამის უფლებამოსილება ჰქონდა და არც ამხელა წონა, რომ […]
”ჩემგან განტევების ვაცის გამოყვანა გადაწყვიტეს” – ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს
ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილი განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2016 წლიდან მქონდა პატივი ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ […]
გოცირიძე ზარდიაშვილზე – “ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია”
“ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია. ზოგიერთი ვაჟკაცი ამას ვერ აიტანს, იმიტომ, რომ აქ არიან ქურდული გაგების დეპუტატები”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა. “თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ “ქართული ოცნება” შემჩნეულია სექსისტურ მიდგომებში, ქალებს ცოტა ზემოდან უყურებენ, გარდა ამისა […]
გუბაზ სანიკიძე: „არ იცი არაფერი ბიძინა! შენნაირ მიკიტნებს რომ ემართათ ეს ქვეყანა, ვერ იარსებებდა 200 წელიც კი“
“ერთი პერიოდი ხელოვნებასა და ლიტერატურაში ექსპერტობდა და მერე დაანება თავი, ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს რომ ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.. ერთი პერიოდი იუმორსაც გაეთამაშა და არც ის გამოუვიდა.. არ იცი არაფერი ბიძინა! არადა, ამხელა ტვირთი გაქვს მოკიდებული. ეს დიდი ქვეყანაა, 3000 წლის დაფიქსირებული ისტორია აქვს, ჰეროიზმით, ღირსებით, თვითშეწირვით სავსე, სულიერებით სავსე. შენნაირ მიკიტნებს რომ ემართათ ეს ქვეყანა, […]
სანდრო ბრეგაძე – “მეკითხებიან, სააკაშვილი ქართული მარშის წევრი ხომ არ გახდაო?”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს – ბატონო სანდრო, ახლოვდება 2020 წელი და აქტიურობენ ბიზნესმენები და ხელისუფლების ყოფილი წევრები. გიორგი ქობულიაც ანა დოლიძის მოძრაობაში ერთიანდება. რა ხდება? – ვინც კი დედამ შვილი დაწყევლა, ყველამ პოლიტიკაში მოინდომა შემოსვლა. მოინდომეს კორუმპირებულმა ადამიანებმა. ყველზე საშიში ტენდენცია არის ის, რომ პოლიტიკაში შემოდიან […]
მამუკა გამყრელიძე – “ნაციონალები არჩევნებზე მარტო აპირებენ გასვლას”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, რა ხდება ოპოზიციაში, რატომ დაერიეთ ერთმანეთს, რა შეიცვალა? – შეიცვალა განლაგება. მოდით, ღიად ვთქვათ, რომ პირდაპირ სტამბოლის ბაზარი გაიხსნა აი ამ პოლიტიკურ ველზე. ამის მიზეზი კი გახლავთ ეს ე.წ. 0,67%-იანი ბარიერი, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა. აი ეს ბარიერი, იძლევა საშუალებას, […]
გიორგი გახარიას დეკემბერში კრემლში ელოდებიან?!
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოსკოვში ვიზიტი იგეგმება. „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის შერჩეულ საქართველოს ახალ პრემიერს კრემლში უკვე ელოდებიან. „2020NEWS“-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პირველი პირების შეხვედრის მომზადება იყო. დავით ზალკალიანის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით უარყოფს. „უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის […]










