კატეგორია: პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – “ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ. როგორც მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსი სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ, ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა 2003 წლამდე ფიქსირდებოდა როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იგივე უმაღლესი 2002 წელს ნაზი ჯანეზაშვილს აქვს დამთავრებული, რომელმაც ეს დიპლომი წარმოადგინა და […]

გახარია – “11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯის ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება”

11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. “ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული […]

ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის – “იმედია, აღარასდროს დავბრუნდები”

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ზარდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ზარდიაშვილი ირწმუნება, რომ მომავალში არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს და არც პარტიაში იქნება. ამასთან, ყოფილი დეპუტატი არ აკონკრეტებს, სად ან რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას მომავალში. „პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების […]

სალომე ზურაბიშვილი  მოატყუეს – პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს

სალომე ზურაბიშვილი სასტიკად მოატყუეს, ანტიკვარულ ავეჯზე შეყვარებულ პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს. რესტავრატორებმა 35 ლარიანი მატერია უძველეს, ათასებად ნაყიდ სკამებს და სამეულებს გადააკრეს. “მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ ორბელიანის სასახლის თვალისმომჭერელი ფუფუნების საგნების ნაწილი ლილოს ბაზრობაზეა შეძენილი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ათონელის ქუჩაზე ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, აღიჭურვა ნივთებით, რომლებიც “ისტორიულად დამახასითებელი […]

რა ქონების პატრონია შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 29 მაისს შეავსო. როგორც დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, პირველი პროკურორი ფლობს 93 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. თადუმაძის საკუთრებაშია ასევე 70 კვ. მ. საოფისე ფართი დედაქალაქის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე, რომლიც 2012 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. იგი ასევე ფლობს 80 კვ. […]

კახა კუკავა – “ნაციონალური მოძრაობა დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს – ბატონო კახა, ხელისუფლება მესამე ვადით დასარჩენდ ემზადება, არჩევნები გვაქვს მოსაგებიო, აცხადებენ მინისტრები, ოპოზიცია კი იმის მაგივრად გაერთიანდეს, ერთმანეთს დაერია და ყველა ცალ-ცალკე მიიწევს. ასევე შემოდიან ახალი მოთამაშეები. რა პროცესები მიმდინარეობს? – “ქართული ოცნების” სტრატეგია, რომელიც მან აირჩია 20 ივნისის შემდეგ, ტაქტიკურად […]

ჩალაგაშვილის გზავნილი ოქრუაშვილს – „ბოლო იყო 78.500 – გამძლეობას გისურვებ“

„ბოლო იყო 78.500, ჩემო მეგობარო და გამძლეობას გისურვებ“ – ეს შეტყობინება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშილმა, მისი დაჯარიმების ფაქტის კომენტირებისას, პატიმრობაში მყოფ მეგობარს, ირაკლი ოქრუაშვილს გაუგზავნა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, ჩალაგაშვილი პასუხობს, რომ ირაკლი მიხვდება. „მივმართე ირაკლი ოქროაშვილს და ის მიხვდება, პატარა ივენთს ვამზადებთ მე და ირაკლი და შედეგს მერე ნახავთ. აქედან გავუგზავნე […]

მიხეილ ყაველაშვილი – “ცა იკეტება“ – ეს ფრაზა ზუსტად ასახავს ნაცმოძრაობის მდგომარეობას”

 საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით აბასთუმნის თავზე ცა იკეტება და შესაბამისად საჰაერო ფრენები აიკრძალება. ყაველაშვილი ამბობს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც ზუსტად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობას. „იმდენი სისულელე და ფეიკ ნიუსი მოვისმინე აბასთუმანთან დაკავშირებით, რომ არ გამკვირვებია მორიგი აბსურდი, „ცა იკეტება” – ეს ფრაზა ზუსტად ასახავს „ნაცმოძრაობის” მდგომარეობას. […]

რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სალომე ზურაბიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა,-ინფორმაციას ავრცელებს tass-ი ,,საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში თავისი ანტირუსული განცხადებების გამო და გაემიჯნოს ამ რიტორიკას“,- განაცხადა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვიაჩესლავ ვოლოდინმა. რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ სიძულვილის ენისთვის და აუხსნას თავისი პოზიციის შესახებ საზოგადოებას. ვოლოდინს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ […]

ლევან ჩაჩუა – “სააკაშვილმა ბოკერია პოლიტიკურად გაანადგურა”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა  პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას. – აცხადებდით, რომ ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება” აუცილებლად მიეტმასნებოდნენ კონსერვატორებს და ამით მოიმადლიერებდნენ საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს. სააკაშვილმა ამ მხრივ თავი გამოიდო. გჯერათ, რომ მან ამით ვინმე მიიმხრო? – მართლაც, მითქვამს, მათ შორის, თქვენი პოპულარული გაზეთისთვისაც, რომ ლიბერალური ინტერნაციონალი მსოფლიოში […]