კატეგორია: პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი – “ივანიშვილი კრემლს არ მოუყვანია, მაგრამ მას და გახარიას წკიპურტით გავაგდებთ”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, როგორ აფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? – ძალიან გაბრაზებული რიგითი ქართველი ვარ. ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულებრივი ტყუილების კორიანტელი. ტყუილების კასკადი, რომელიც არის უპატიებელი. რომ უბერავს, აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა […]

ბექა ბასილაია – „ამ ეტაპზე შიმშილობა შევწყვიტე”

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ბექა ბასილაია, რომელიც 19 დღეს შიმშილობდა ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება და ამბობს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეების რიგებს შეუერთდება. „ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია და მადლობა ამისთვის “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმებს. რაც შეეხება გეგმებს, […]

გიგა ბოკერია –  ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო

მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს. „ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს […]

ლევან ალაფიშვილი – “მთელი მთავრობა გადამალულია – ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მუშაობს”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლების სტრატეგია როგორია? – საკმაოდ რთული მდგომარეობაა. რთული მდგომარეობაა. ხელისუფლებას ბევრად უფრო ეფექტურად შეეძლო აქიდან გამოსვლა, მაგრამ შეცდომა შეცდომაზე დაუშვა და ახლა ისე შევიდა პროცესები ჩიხში, რომ აქედან გამოსვლა არათუ ამ ხელისუფლებას, ბევრად უფრო მაღალი […]

”ივანიშვილს გახარიას მოშორება სურს, ნაციონალებს კი მისი დატოვება აწყობთ”

რა არჩევანის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი, რატომ ხდება პოლიტიკური ძალების მარგინალიზაცია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – ქვეყანაში არის სრული აჯაფსანდალი და სულ უფრო ჭირს იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში. ავიღოთ თუნდაც რუსთაველზე მიმდინარე აქციები, სადაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. თავიდან ვფიქრობდი, რომ გახარია არ უნდა გადამდგარიყო. […]

ლადო სადღობელაშვილი – “ხაზარაძემ ოპოზიციის აქციები 3 მილიონი დოლარით დააფინანსა”

რატომ შემოვიდა პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძე? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება ლადო სადღობელაშვილი: – გასული წლის ბოლოს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვთქვი, რომ 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში შეიქმნებოდა პარტია, რომელიც გადაიბარებდა ხელისუფლებას. გითხარით ისიც, რომ ამერიკას ისეთი ტიპის მოცემულობის შექმნა სურს, როგორიც ეს იყო 2011 წელს. მაშინ გამოჩნდა ივანიშვილი და ერთი წლის […]

„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?” – სალომე სამადაშვილის წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა

„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?” – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის, წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა. სამადაშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ საქართველოს დასავლური მომავლისთვის ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მართვის სისტემას იმეორებს, მაგრამ ამის შედეგი რუსეთზე ასჯერ უფრო […]

თეონა აქუბარდია – „ზალკალიანის განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო“

8 ივლისს საქართველომ პრაქტიკულად სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გაიარა. თბილისში 4 სხვადასხვა აქცია გაიმართა. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლეგიონი დილიდან პარლამენტთან გამაგრდა. „პრაიდის“ დაანონსებული ღირსების მარში მაინც გაიმართა, ოღონდ სულ სხვა ლოკაციაზე, გაცილებით მცირე მასშტაბურობით და ხანგრძლივობით. აქცია შსს-თან გაიმართა. ვასაძის მომხრეები სასწრაფოდ წავიდნენ შსს-თან, მაგრამ ღირსების მარში უკვე დასრულებული იყო. ტრადიციულად აქცია რუსთაველზე […]

გუბაზ სანიკიძე- „ბიძინა ივანიშვილი 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეა, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ძონძია, ზალკალიანი – პოლიტიკური ვირთხა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ოკუპანტი უწოდა და თქვა, რომ საქართველომ 1918 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 1919 წელს ოს ხალხს გენოციდი მოუწყო. ისტორიის გაყალბების მცდელობის შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების საკითხს არ ემხრობა. პუტინის ეს უკანასკნელი განცხადება ”ქართულ ოცნებაში” მოიწონეს, ისტორიის გაყალბებაზე კი მხოლოდ ის თქვეს, რომ ტყუილია, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა […]

თამარ ჩხეიძე – “პუტინს ეგონა, რომ ქართველები მიწების დაკარგვას შევეგუეთ”

რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს. – რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება რუსეთის უმაღლესი პირების განცხადებებსა და მოქმედებებზე? – საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებები სრულიად არაადეკვატურია. ავიღოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შემთხვევა. ფორმა, რომელიც გაბუნიამ აირჩია თავისი პოზიციის გამოსახატავად, მიუღებელია. ის მოსაწონი არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ ხელისუფლების რეაქცია […]