ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. მიაჩნდა, რომ სანამ კოდორის ამბები არ იქნებოდა გამოძიებული, თავდაცვის ყოფილ მინისტრს პოლიტიკური აქტიურობის უფლება არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, ყოფილი პოლიტპატიმარი ხმამაღლა არ აპროტესტებდა ოქრუაშვილის აქტიურობას. ხმამაღალი განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ მინისტრყოფილის თანამებრძოლი გუბაზ სანიკიძე იქნება. ნორა კვიციანი მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძემ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი – თუ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდა, პირველს ივანიშვილს დაწვავს კოცონზე და მერე მე
„თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის“, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება და შემდეგ არჩევნებზე ხალხს ამით ვეღარ შეაშინებენ. „თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, (ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან ამის ფუფუნება მას აღარ […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მიშას რომ არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილი ისევ მეწველ ძროხასავით ავლაბრის რეზიდენციასთან იქნებოდა“
“2007 წელს მე რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ დავპირისპირებოდი, იმ ადამიანებს, ვინც ახლა ივანიშვილის მეზარბაზნეები გახდნენ კლავიატურასთან, ახალაიების ცოცხი დიდი ხნის შეზრდილი ექნებოდათ, ფესვებგამდგარი და ივანიშვილი ისევ მეწველ ძროხასავით ავლაბრის რეზიდენციასთან იქნებოდა ისევ სააკაშვილის მიერ გამობმული და არაფერი შეიცვლებოდა” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. “მე ჩემი წვლილი იმ ხელისუფლების წინააღმდეგ შევიტანე და ძალიან გთხოვთ, ჩემო კარგებო, ნუ […]
გია ხუხაშვილი – „ირაკლი კობახიძე გაბერილი ბუშტი… პოლიტიკური არარაობაა“
ირაკლი კობახიძე გაბერილი ბუშტი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, თუ ივანიშვილს მოუნდება, „ისევე გაუგებრად გაქრება, როგორ გაუგებრადაც გამოჩნდა“. „ორი სურათი დავდოთ ერთმანეთთან: კობახიძის განცხადება სასამართლოს რეფორმის მეოთხე […]
იოსებ მაკრახიძე – ”ეს ხელისუფლება მაფასებს, რამდენი ტენდერი მომაგებინა”
გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ხელისუფლებისგან ღირსების ორდენსაც ელოდება. ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” პარლამენტარმა თავად განუცხადა. იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებისგან ყურადღება და დაფასება არ აკლია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჯილდო წინა ხელისუფლებების შემდეგ ამჟამინდელი მმართველობისგანაც მიიღოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვამდე. “შევარდნაძის მმართველობის დროსაც დამაჯილდოეს ღირსების ორდენით და სააკაშვილის პერიოდშიც. თუ დავიმსახურებ, არ გამოვრიცხავ, რომ […]
ისრაელის ქალაქებში საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს
საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები – ისრაელში, საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება. ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პატიმრობას გადაურჩნენ სპეცოპერაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებენ. კადრებში ცარიელი სამუშაო სივრცე ჩანს. როგორც ისინი ამბობენ, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების […]
„ქუჩის ბიჭი“ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
„ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბრენატორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც მომღერალი ამბობს, შეთავაზება გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილისგან მიიღო. „დღეს მოხდა წარდგენა, ამიტომ სხვა ზედმეტ ინფორმაციებს ვერ მოგაწვდით. ამჟამად მუშავდება ინფორმაცია, მუშავდება გუბერნიის გვერდზე და შესაბამისად შემდგომში უკვე გავაკეთებ კომენტარს. გიდასტურებთ, რომ დავინიშნე გუბერნატორის მოადგილედ, კულტურული მიმართულებით, სპორტის და საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში. რეგიონის პოპულარიზაციისთვის, ბევრი ტურისტული […]
ეკა ბესელია – როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სასურველად შეფუთოს, არ გამოვა – ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა
როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს არის 2020 წლისთვის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული ბოლო გაფრთხილება. „როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი […]
„პარლამენტი არ ირეკლავს ხალხის აზრს“ – სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელი მოაწერა
მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ სანდრა რულოვსმა მხარდაჭერა ხელმოწერით გამოხატა – პარლამენტთან მივიდა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. სანდრა რულოვსის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უკვე ორჯერ თქვა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ერთიანობა იქნება, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი […]
მაიკ პომპეომ საქართველოს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტი – “ეს თავიდან აგაცილებთ რუსეთის და ჩინეთის ცუდ გავლენებს”
ანაკლიის პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთანერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. მისივე თქმით, აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით აცხადებს, რომ […]









