სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმამისი პოლიტიკური გაერთიანების „გამარჯვებული საქართველო“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ამით ოქრუაშვილი გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სოსო რობაქიძეს თუ მასთან შეხვედრა სურს, […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიგა ბოკერია – ”ოქრუაშვილის პარტიასთან არასდროს ვითანამშრომლებთ”
გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც ბოკერიამ განაცხადა, ოქრუაშვილის მიერ პარტიის შექმნა, მას მნიშვნელოვან მოვლენად არ მიაჩნია. ბოკერია აქცენტს წლების წინ ირაკლი ოქრუაშვილის რუსეთში გამართულ ვიზიტებზე ამახვილებს. „პირველ რიგში, ოქრუაშვილის პარტიის შექმნა საერთოდ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად. რაც შეეხება თანამშრომლობას – არა! ჩვენ იმ პოლიტიკურ ლიდერებთან და ფიგურებთან, რომელიც მოსკოვში დადის ან კრემლის […]
ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის წევრები მათ შორის არიან: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, კობა მახარაძე, ნიკა რამიშვილი, გოგი ტუღუში, ლაშა დარასელია, ანა რეხვიაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გოჩა მამაცაშვილი, ანა იანტკელიძე, ვახო გოძიაშვილი, ზურაბ ნადირაძე, მაკა ნადირაძე, ოთარ კვირიკაშვილი, ლერი ლაფაჩი, მიშა კაჭკაჭიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი, […]
სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს მიუვარდა – ”მაგისი ადგილი ციხეშია!”
კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე. რობაქიძე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა. “კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას […]
სახელწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გახდა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორას ლონდა თოლორაია აირჩია. კენჭისყრა ცოტახნის წინ გაიმართა, სადაც 82 მომხრე და 21 წინააღმდეგი იყო. დეპუტატებს ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურებს შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ლონდა თოლორაია საქმიანობას 3 ივლისიდან შეუდგება, ხოლო პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.
კობახიძემ ბოკერია-ვოლსკის დაპირისპირების გამო ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას პარლამენტის დარბაზიდან გაძევება მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა.
გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა, ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას გაძევება მოითხოვა – რა მოხდა პარლამენტში
გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო, – ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მიმართა. სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მისგან განსხვავებით, „ბევრი პატრიოტია ამ ქვეყანაში, რომელსაც მამაკაცი ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია.“ „ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ […]
გიორგი ლაღიძე – “საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებამ ქართველი ემიგრანტები ძალიან დააზარალა”
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე “ახალ თაობის” კითხვებს პასუხობს. – ბატონო გიორგი, როგორ მიდის პოლიტიკური პროცესები საქართველოში? – ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობით, უმუშევრობის დონით, რომელიც წლების განმავლობაში იზრდება. ხელისუფლება ურცხვად იტყუება, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს, სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც არის […]
ლევან გოგიჩაიშვილი – “ოცნება” მხარს უჭერს ადეიშვილის გაზრდილ ლონდა თოლორაიას, რომლის დროსაც ბავშვებს აწამებდნენ”
„დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს,“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან კოლეგებს მიმართა, რომ თუ ისინი დღეს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას აირჩევენ, მათაც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა 2010-2012 წლებში არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. „მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ადამიანის […]
იაგო ხვიჩია: თუ ბიძინას გაშვება გვინდა, მოწინააღმდეგედ არა მიშა, არამედ სხვა ალტერნატივა უნდა დავუყენოთ
„ბიძინა მოიგებს მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილია მისი მოწინააღმდეგე, ამიტომ ცდილობს, რომ სულ სააკაშვილი ჰყავდეს მოწინააღმდეგედ და მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ინსტრუმენტები მას ამაში ეხმარებიან. სინამდვილეში, ბიძინასაც ეს უნდა“, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იმაზე, თუ სადამდე იმუშავებს ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების თემა. მისი თქმით, უნებლიე შეცდომაა და არა დაგეგმილი […]










