კატეგორია: პოლიტიკა

ლევან ვასაძე – ”გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ!”

ხვალ დილით დავაანონსებთ შეხვედრას, რომელზეც განვმარტავთ სამოქმედო გეგმას, როგორ ჩავშლით გარყვნილებას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა. „აგრესიის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ჩვენ გვესხმიან თავს გარედან დაფინანსებული ძალები, რომლებიც გვირყვნიან შვილების თაობას, თითოეულ თქვენთაგანს ახვევენ თავზე იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული. ჩვენ ვართ თავდაცვის ფორმაში. ჩემი დღევანდელი აქ […]

მთავრობის კანცელარიასთან გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე, დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი დააკავეს. როგორც ალექსანდრე ფალავანდიშვილის მამამ გურამ ფალავანდიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისმა შვილმა ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ალექსანდრე ფალავდიშვილი და მისი კიდევ ერთი თანამოაზრე პირი. დაკავების ფაქტს სამართლდამცავებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა. სამართლდამცავებმა კონტრაქციის ორივე […]

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს – ”მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ”

პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” წევრი,  “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი დააკავა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა. სამართალდამცავებმა ის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიდან გაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სწორედ იქ უნდა დაწყებულიყო 19:00 საათზე ლგბტ თემის წარმომადგენლების აქცია, სახელწოდებით “სახელმწიფო სად ხარ?” მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი […]

“სახელმწიფო, სად ხარ?” – თბილისი პრაიდი მთავრობის კანცელარიას მიადგა – ”ველოდებით ბახტაძეს, გახარიას და კობახიძეს”

“სახელმწიფო, სად ხარ?” – თბილისი პრაიდის ორგანიზებით აქცია ამ სახელწოდებით 14 ივნისს 19:00 საათზე მთავრობის ადინისტრაციის შენობის წინ გაიმართება. აქციის შინარსთან დაკავშირებით ორგანიზატორები ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებენ: „მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე. […]

2019 წელს ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა – ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსი

2019 წელს ბიძინა ივანიშვილი 270 მილიონი აშშ დოლარით გამდიდრდა. აღნიშნული მონაცემები ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსიდან ხდება ცნობილი. 2019 წლის პირველ იანვარს მისი ქონება 5 მილარდ დოლარს შეადგენდა, 13 ივნისის მონაცემებით კი 5.27 მილიარდია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საქართველოს ექსპრემიერი მილიარდერების სიაში 352-ე ადგილს იკავებს.

“მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა” – სააკაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო აღრიცხვაზე დადგა

მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო აღრიცხვაზე დადგა, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ის მზადაა უკრაინა იარაღით ხელში დაიცვას: „გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე, შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს და გამოსადეგი ვარ სამხედრო სამსახურისთვის, ასე რომ მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა“- წერს მიხეილ […]

ივანიშვილი ბახტაძეს უშვებს და მის ადგილზე ცქიტიშვილს ნიშნავს?

„ქართულ ოცნებაში“ დიდი გადაყენებები იწყება. იმის შესახებ ხმები, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდებოდა, ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებამდე გავრცელდა და მაშინ ისიც ითქვა, რომ ნაარჩევნებს ივანიშვილი ვიღაცებს ყურს აუწევდა და გრძელვადიან შვებულებაში გაუშვებდა. „ყურის აწევა,“ როგორც ირკვევა, მამუკა ბახტაძეს ემუქრება, ანუ თითქმის დადასტურებულია ინფორმაცია, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პრემიერი, რომელიც ოკეანის გაღმა გაურკვეველ რიხვებზე საუბრობდა, თანამდებობას დატოვებს. […]

ლადო სადღობელაშვილი – “ამერიკელებმა ივანიშვილს წასვლა მოსთხოვეს, “ოცნებაში” ერთმანეთის ჭამა დაიწყო”

რა მითითებები მიიღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, რატომ ვერ აქტიურობს ღარიბაშვილი, რა ბედი ელის გახარიას და ბახტაძეს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – ამერიკამ საქართველოს მიმართ თავისი ინტერესი კვლავ გამოავლინა. რაღაც დროის მანძილზე ვაშინგტონი თბილისის მიმართ არანაირ ყურადღებას აღარ იჩენდა. ამას დაამატეთ ისიც, რომ აგერ უკვე წელიწადნახევარია აშშ-ს […]

ზურა ხაჩიძე – “ოცნებას” ჩვენი დახმარება სჭირდება, ჩვენც გვერდით დავუდექით”

„ქუჩის ბიჭი“ ზურა ხაჩიძე, რომელიც შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილს მადლობა უხდის.„თუ დაფასებაა ის, რომ ჩემს რეგიონში რამე სასიკეთო გავაკეთო, პირდაპირ გეტყვით, რომ ალბათ, დამიფასეს. მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკური გუნდი მის მხარდამჭერებს უფასებს, გვერდში იყენებს და აძლევს შანსს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს. ოჯახი ერთ პოზიციაზე ვდგავართ, თუმცა […]

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

51 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს და ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს. დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის ასევე იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი […]