პარტიამრავალი საქართველო ამ დღეებში კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტით გამდიდრდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ პარტიას ხვალ, 11 ივნისს, გამოაჩენს. ეს ყოფილი მინისტრისთვის პოლიტიკაში მოსვლის მესამე მცდელობა იქნება. პირველ ცდაზე, 2003 წელს, ნაციონალებთან ერთად ტრიუმფით მოვიდა პოლიტიკაში. 2007 წელი მისთვისაც და მისი პარტიისათვისაც მძიმე და წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორი იქნება 2019 წელი მისთვის, ამას […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია პოლიტიკიდან მიდის – ”ახალ პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”
ნუკრი ქანთარია პოლიტიკიდან მიდის. ყოველ შემთხვევაში, ქანთარია ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს. „ბუნებრივია, განახლება იქნება, ოღონდ ახალი ხალხი ვისაც ჩაანაცვლებს, იმათ, რა თქმა უნდა პერსპექტივით უნდა ჯობდეს კიდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. ვინც არ იქნება ისინიც მიიღებენ პარტიაში, მუშაობის საშუალება ექნებათ. მე მაგალითად, პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ […]
ბესო დანელია – “საქართველოში არჩევნები არ ტარდება, აქ შედეგები წინასწარაა დაწერილი”
ვისი ეშინია ივანიშვილს, ვისთვის არის საშიში საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი, დაათმობინებს თუ არა ოპოზიცია “ოცნებას” მაჟორიტარულ სისტემას, რატომ სწყალობს “ოცნების” ლიდერი ბოკერიას პარტიას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება. – საქართველოში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს სურვილი და პრეტენზია, რომ ის იქნება მესამე ძალა. თქვენც მესამე ძალის […]
დეპუტატი მერაბ ქვარაია – “მე ნასამართლევი ვარ და ჩემი თავი კრიმინალი არ მგონია”
“ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ესეც არ არის სწორი, მით უფრო ოთარ კახიძისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს იმ წლებში, როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი”, – აცხადებს დეპუტატი მერაბ ქვარაია.
შალვა შავგულიძემ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა
დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით მოპოვებული გამარჯვება – ასე შეაფასა შალვა შავგულიძემ მთწმინდაზე, შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგები. “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა. შავგულიძე საკუთარ მარცხს ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე განხორციელებულ მოსყიდვა-დაშინების ფაქტებს უკავშირებს. „სამწუხაროდ ამჯერად, ჩვენ ვერ შევძელით როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების […]
კახა კალაძე – „წინასწარი მონაცემები მაძლევს საშუალებას, მივულოცო ლადო კახაძეს”
„მოგეხსენებათ, 8 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირმა ნადირაშვილი – “ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა”
„ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით “ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშუალებით არჩევნების ჩატარება”. ოპოზიციონერმა არჩევნების დღეს “მძიმე” უწოდა. „დღეს „ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. ეს არის „ქართული ოცნების” სტილი. იმედი მაქვს, მთაწმინდის ამომრჩეველი არ დაემორჩილა ამ […]
გიორგი გახარია – “ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია“
“ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. მისივე თქმით, სამართალდამცავმა უწყებამ არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისად იმოქმედა. “მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება […]
გიორგი ბარამიძის შვილს თავს დაესხნენ
დაპირისპირება მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ “ოცნების” წარმომადგენლები დღეს მის შვილსაც დაესხნენ.ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე წუთის წინ მიაყენეს. მმართველი პოლიტიკური პარტიის აქტივისტები თავს “ტაბულას” მთავარი რედაქტორის შვილს, კატო კოპალეიშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” ქალიშვილს ანა ბარამიძეს დაესხნენ თავს. დამკვირვებლები ყვებიან, […]
დიმიტრი ბიძინაშვილი – “ოცნების” წევრებს რამდენიმე ცოლის მოყვანის უფლება უნდა მიეცეთ”
რატომ ეყრდნობა “ოცნება” ძველ ბიჭებს, რატომ უნდა მიეცეს ჩინოსნებს რამდენიმე ცოლის მოყვანის უფლება, მობეზრდა თუ არა კალაძეს თბილისის მერობა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – “ოცნება” უკვე აღარ ერიდება იმის აღიარებას. რომ ძველი ბიჭები მათ არჩევნებზე ეხმარებიან. ამით აღშფოთებულ ოპოზიციას თბილისის საკრებულოს წევრმა, რევაზ სოხაძემ იქეთ წაუყენა პრეტენზიები […]










