კატეგორია: პოლიტიკა

აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნა

დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეთა ერთი ნაწილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნავს. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს მონასტრის ტერიტორიაზე ასვლის საშუალება არ მისცა. მოქალაქეები, როლებმაც მონასტერში ასვლა მოახერხეს, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გეგმა შეასრულა და გზა ჩიჩხიტურამდე უკვე გაყვანილია. 5-დღიანი მუშაობა გუშინ გვიან ღამით დაასრულეს. როგორც […]

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკისმძევლები იქნებიან. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და სახელმწიფოს გაძლიერებით. ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თამამეგობრობის […]

ზელენსკი – „ვმუშაობთ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე”

ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმება სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. „ვმუშაობთ ბატონი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე. ამ ბრძანების ავტორები პასუხს აგებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,” – წერს უკრაინის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მიმართა. რუსთავი 2

ლაშა დარსალია –  “ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია”

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია. ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ კიდევ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე […]

მარგველაშვილი – „ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია, რომ ამაში არ ვმონაწილეობ“

“თანამედროვე მიმდინარე პოლიტიკას რომ ვაკვირდები, ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“.– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტელეკომპანია პირველის ეთერში. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როცა დღევანდელ პრეზიდენტს ფაქტიურად ორი სასახლე აქვს, მას კი სასახლის გამო მთელი ხელისუფლება დაუპირისპირდა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: “გინდ ორი იყოს, გინდ 22 , არც მაინტერესებს“. გიორგი […]

დავით ბერძენიშვილი – “როგორც კი წააგებს, პარტია “ქართული ოცნება” დაინგრევა”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ გავლილ არჩევნებს? მთაწმინდაზე მეორე ტური გახდა საჭირო. ეს რა სურათს გვაძლევს? – მთაწმინდაზე მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალი იყო. ეს იყო პროგნოზირებადი. ასევე გასაგები იყო, რომ ერთმანეთს ხელისუფლებისა და წამყვანი ოპოზიციის კანდიდატი დაუპირისპირდებოდნენ. მთაწმინდაზე მეორე ტურმა დაადასტურა, […]

მირიან მირიანაშვილი – “ამერიკელები ვერ მოსთხოვენ ივანიშვილს, რომ ხელისუფლება “ევროპულ საქართველოს” გადააბაროს”

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ივანიშვილს აიძულებს, გადასცეს ძალაუფლება ბოკერიას “ევროპულ საქართველოს”. – ეს არის აბსურდი, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება. რუსული პოლიტტექნოლოგიები მოიცავს კამუფლაჟის მეთოდებს. იმისათვის, რომ თავიანთი გეგმები თვალშისაცემი არ იყოს, რუსები ზღაპრებს თხზავენ და აქაურ კრეატურას ავრცელებინებენ. “ევროპული საქართველო”-ს […]

ივანიშვილი საღორიის ტყეს მიადგა – “გასცა განკარგულება, ვითომ ბაბუამისისაა მაგის დედაც”

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა. 2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ შემდეგ ხეებს მოჭრის: იმერული მუხა – […]

”ჭორებს ნუ მიყრით!” – ჯაბა ჯიშკარიანმა ”ოცნებას” გაფრთხილება მისცა

ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ხმების გავრცელება გაგრძელდება, ის თითოეულ მათგანს პასუხს გასცემს. ამ განცხადებას წინ უძღოდა სხდომის დაწყებამდე ცხარე კამათი ჯაბა ჯიშკარიანსადა საკრებულოს წევრს, […]

“მკაცრად უნდა იყოს დაცული ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება,” – წერს დეკანოზი და იქვე აღნიშნავს: “საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს […]