კატეგორია: პოლიტიკა

რატომ არ ხსნი, წითელ პარასკევს ელოდები? – რით დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი მამუკა ბახტაძეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო გაათავისუფლა. როგორც “2020NEWS”-თვის კულუარულად გახდა ცნობილი, ქობულიას გადაყენება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა. ბახტაძემ ქობულიას პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა მოსთხოვა, ქობულიამ წასვლაზე უარი თქვა. “ამ ამბავმა და ურჩი მინისტრის მოხსნის გაჭიანურებულმა პროცესმა ძალიან გააღიზიანა ოლიგარქი. მან ბახტაძეს […]

მანანა არჩვაძე-გამსახურდია – ”სანდრა რულოვსი საქართველოდან გაძევებას იმსახურებს”

ხელისუფლებამ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, პოლიტიკურ არენაზე მანანა არჩვაძე-გამსახურდია გამოიყვანა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ამ წუთებში, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ხვდება და მოუწოდებს ხმა არ მისცენ ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ. შეხვედრაზე არ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების იქ ქართული ოცნების დროშებით და საარჩევნო ატრიბუტიკით მივიდნენ. “ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე […]

ზუგდიდში პოლიციამ საკრებულოს შესასვლელი კარი ჩაკეტა

ზუგდიდში ისევ ხმაურია – ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, […]

„თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, ჩემი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული“ – გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში იმყოფება. მასთან შეხვედრას მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ესწრებიან. როგორც ქობულიამ განაცხადა, მისი თანამდებობიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული: “მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. ჩემი გადაყენების პრეროგატივა პრემიერს აქვს, მე მგონია ამაში გასაკვირი არაფერია. ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციების შედეგად […]

„ქართული ოცნება“ ზუგდიდში დასრულებულია – პაატა მანჯგალაძე

„გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას“ წევრი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ზუგდიდში, ბოლო პერიოდში განვიტარებული მოვლენები ნათლათ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულებულია. მისი თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებს, 5 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება, რაც იქნება ხმების დაცვის მაქსიმალური გარანტი. „ბოლო დღეებში, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია და დარჩენილია, მხოლოდ […]

„მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი“ – გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, იგი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. „რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული. ამას ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე მხარს არ […]

პაატა ზაქარეიშვილი – “ოცნება” თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს”

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ექსპერტი კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. – ბატონო პაატა, ძალიან ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში სერიოზულ შეცდომებს უშვებს “ქართული ოცნება”. რა სტრატეგია აირჩია ხელისუფლებამ? – დღეს “ქართული ოცნება” სერიოზულ ჩიხშია და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, უფრო აღრმავებს ამ ჩიხს. დაღმართში როცა მიდის […]

მიხეილ ცაგარელი – “სანდრა რულოვსს გამარჯვების შანსი არ აქვს”

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, სანდრა რულოვსს ზოგდიდის მერად არჩევის ძალიან დაბალი შანსი აქვს, რადგან ვარსკვლავები მის მიმართ ცუდად არიან განწყობილი. როგორც „2020NEWS“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად არჩევის დიდი შანსი მაშინ ექნებოდა, თუ სააკაშვილი საქართველოში იცხოვრებდა. “სანდრა რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქა არის, ამიტომ არ აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. მაიმუნი არ […]

ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან

რა ფარული გარიგება დადო ივანიშვილმა ალიევთან, რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ მეოცნებეები დავით გარეჯის თემაზე, რატომ აღარ ივლის საქართველოში ხალხი ეკლესიებში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – როგორც კი საინგილოს და დავით გარეჯის თემაზე ვიწყებ საუბარს, ჩემს წინააღმდეგ ეგრევე იწყება ბრძოლა. გარდა იმისა, რომ ტროლები აქტიურდებიან, მიდის პირდაპირი […]

სკანდალი ზუგდიდში – საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი კაბინეტში პოლიციის დახმარებით შევიდა

ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობაში ხმაურია. გაერთიანებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საგანგებო სდომის მოწვევა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს. ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, არ შეიძლება იმ უკანონობის გაგრძელება, რასაც ის სჩადის. დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. საბოლოოდ, მირანდა მესხი პოლიციის დახმარებით საკუთარ კაბინეტში შევიდა. შესვლამდე მან განაცხადა, რომ ოპოზიცის მოთხოვნებს პასუხს წერილობით გასცემდა. კომისიის თავმჯდომარის […]