კატეგორია: პოლიტიკა

კალაძე ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დასახელდა, ის სააკაშვილს და გახარიას უსწრებს

პოლიტიკოსების საზოგადოებრივი გავლენის აღქმა – კომპანია იპსოსმა კვლევის შემდეგ დაადგინა. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს – 31%. გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას. გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სარგებლობს. […]

ივანიშვილის როლს ძალიან დადებითად 8% აფასებს, ძალიან უარყოფითად – 33%

როგორ აღიქმება ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში – კომპანია იპსოსმა მოსახლეობის განწყობა შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დადებითად მხოლოდ 8% აფასებს, ხოლო ძალიან უარყოფითად 33%. გამოკითხულთა უმრავლესობა, მესამედი მილიარდერის როლს ძალიან ნეგატიურად აფასებს. კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა: ძალიან დადებითად – 8% უბრალოდ, დადებითად – 25% უარყოფითად – 20% ძალიან უარყოფითად […]

“ავარელებს, დარგოელებს და ლეზგინებს საქართველოს შემადგენლობაში სურთ შემოსვლა”

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს საქართველოში შემოსვლა სურთ. ზაალ კასრელიშვილი: – საქართველო პატარა ქვეყანა იყო და ისტორიულად კარგავდა ტერიტორიებს, მაგრამ მათ ბოლოს მაინც იბრუნებდა. დიდი სახელმწიფო რომ იშლება, იმის აწყობა არის გამორიცხული. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა ხვდებოდეს, რომ მას თავისი  ქვეყანა აქეთკენ მიყავს. – ჩეჩნეთი და ინგუშეთი ფაქტიურად […]

ზაალ კასრელიშვილი – “17 ოსური გვარი ქართული წარმომავლობისაა”

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ 17 ოსური გვარი ქართული წარმომავლობისაა. ზაალ კასრელიშვილი: – ქართველების იდენტური გენი აღმოაჩნდათ ოსებს. საუბარი მაქვს ჩვენს ოსებზე – ალანებზე. ისინი ალბანების ჩამომავლები არიან. – ცხინვალელ ოსებს არ აღმოაჩნდათ ქართული სისხლი? – რამდენსაც გინდა, იმდენს აღმოაჩნდა. სადაც გინდათ იქ დავამტკიცებ, რომ 17 ოსური გვარი სუფთა ქართული […]

ცოტნე გამსახურდია – “სანდრამ ზვიადზე 20 წლის წინ დაწერილი არაადექვატური პასაჟის გამო არაერთხელ მომიბოდიშა”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა: “ვფიცავ ყველაფერს ცასა თუ მიწაზე, არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი. ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს […]

სალომე სამადაშვილი – ”ზუგდიდში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ” 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – რა მოლოდინი გაქვთ, 2020 წლის არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება? – ჩემი მოლოდინია, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს პროექტი უახლოეს მომავალში, შემდეგ არჩევნებზე, დასრულდება. – არადა მას გათვლა 2030-მდე აქვს. – მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს მისი საქმეა. […]

სანდრა ზუგდიდის მერად! – მასშტაბური შეხვედრა განმუხურში – ვიდეო

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის მასშტაბური შეხვედრა ამომრჩეველთან. სანდრა რულოვსი და გაერთიანების ლიდერები განმუხურში იმყოფებიან. მხარდამჭერებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. ნიკა მაჭუტაძემ არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძვირფასო მეგობრებო, ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს თვითმმართველობა, რათა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს სახელმწიფოებრიობა. დაიბრუნეთ თქვენ თქვენი ქალაქი, დაიბრუნეთ თქვენ თქვენი რაიონი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ. ზუგდიდელებს […]

ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, პარლამენტში იბარებს. ინიციატივას ევროპული საქართველო იზიარებს. საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდს იყენებს, რომლის ფარგლებშიც ყოველი თვის ბოლო კვირას დეპუტატებს ნებისმიერი თანამდებობის პირის პარლამენტში მიწვევა შეუძლიათ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიცია ინტერპელაციით მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა დაიბარა, თუმცა როგორც […]

ზუგდიდში მამაკაცმა ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა სცადა

#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში მცირე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და შუახნის მამაკაცს შორის მოხდა. უცნობი მამაკაცი შენობაში მოულოდნელად გამოჩნდა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან ხატია დეკანოიძესთან ცდილობდა მისვლას. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მამაკაცი მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მამაკაცი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა. იპნ

ლევან კობერიძე – მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ გიორგი ქობულიასთან პოლიტიკურ ველშიც

მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მასთან პოლიტიკურ ველშიც, – ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრთან გიორგი ქობულიასთან შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააკეთა. „ მოდით დაშვება გავაკეთოთ , რადგან ის ამბობს, რომ არ გამორიცხავს, თუკი ის გადაწყვეტს, რომ გადადგას ასეთი ნაბიჯი თავისი ცხოვრების უახლოეს პერიოდში, მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მასთან პოლიტიკურ ველშიც“- […]