რა დანაპირებს გვისრულებს რუსეთი, რა მისია აკისრია გიგა ბოკერიას, რა შარში გაეხვივნენ სუსი და შსს, რატომ არ უპასუხა გახარიამ მწვავე კითხვებს პარლამენტში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ესაუბრება. – 2 მაისს პარლამენტი შს მინისტრს უსმენდა. ამ მოსმენით თქვენ უკმაყოფილო დარჩით. დაიჩივლეთ, მინისტრმა ჩემს არცერთ კითხვას არ უპასუხაო. […]
კატეგორია: პოლიტიკა
მამუკა არეშიძე – „გომელაურსა და გახარიას დაპირისპირება არ აქვთ“
პარასკევს, 3 მაისს, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს უწყების ანგარიში წარუდგინა. თუმცა, ანგარიშის მხოლოდ ნაწილი იყო ღია ფართო საზოგადოებისთვის. მეორე ნაწილი გომელაურმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში გააცნო, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია სხდომის საჯაროობას ითხოვდა, თუმცა ეს არ მოხდა სახელმწიფო ინტერესის მოტივით. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მან კომენტარი ჟურნალისტებთან სხდომის შედეგ გააკეთა. აღნიშნულ […]
სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა: “29.03.1976-22.03.1977 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი. 22.03.1977-12.07.1980 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან […]
“ლევან მურუსიძე “ოცნების” სიის პირველი ნომერი შეიძლება გახდეს”
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები თვითდინებაზე მიუშვა. მას მართლაც მობეზრდა პოლიტიკა და ის ცდილობს, გავიდეს პროცესიდან? – არა მგონია. ეს ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა. თან დაბრუნდა ყველაზე მძიმე დროს. მძიმე დროს ქვეყნისთვის და მძიმე დროს მისი […]
”ოცნების” კვლევით, სანდრა რულოვსი გეგა შენგელიას უგებს
“ნიუპოსტმა” “ქართული ოცნების” ოფისიდან, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების შესახებ ჩატარებული შიდა კვლევის მონაცემები ექსკლუზიურად მოიპოვა. მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, ზუგდიდის მერის არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება დიდი უპირატესობა აქვს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა ელისაბედ რულოვსს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად , გეგა შენგელიას 43 % უჭერს მხარს. 57% კი ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე […]
მალხაზ მაჩალიკაშვილს “ინტერნეტ ბოტებმა” იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც თემირლანს ესროლა
შვილმოკლულ მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს უცნობმა პირებმა სოციალური ქსელით იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი გაუგზავნეს, რომლმაც მის შვილს ესროლა. მისი თქმით, ეს არის სუს-ის მორიგი პროვოკაცია რადგან, ბოტები უმტკიცებენ, რომ თემირლანი არა გოგაშვილმა და გომელაურმა, არამედ ამ კონკრეტულმა სპეცრაზმელმა მოკლა. „ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის […]
მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირება და ქისტებთან შუღლის გაღვივება – ელისო კილაძე გოგაშვილის დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს
ინტერნეტ-ბოტები მალხაზ მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელიც პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა , რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აღნიშნულ ქმედებას მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ მიზანი მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირებაა, რათა შემდეგ სუს-მა მისი დაკავება შეძლოს. კილაძე ვარაუდობს, რომ ამ ყველაფრის უკან სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი […]
სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება
შევარდნაძის ეპოქის კიდევ ერთ საკადრო კოლორიტს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აბრუნებს – “კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი “რუსთავი2”-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა. გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, “რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრისას ის არც უარყოფს და არც ადასტურებს. “არა, ჯერ არა. ყველაფერს გეტყვით, როდესაც გადაწყდება,“-აცხადებს ფიცხელაური. […]
ლევან ხაბეიშვილი – “კალაძე-ძიძიკაშვილი ბიუჯეტიდან ბევრი ფულის წაღებას ცდილობენ”
თანხების არამიზნობრივი ფლანგვა და შესაძლო კორუფციული გარიგება – თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორი და თბილისის მერი, ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ცდილობენ. ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მეტროში არაეფექტურ სამუშაოები ტარდება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაციისთვის ვაგონშემკეთებელი ქარხანა დაახლოებით სამჯერ მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. “ნაციონალური მოძრაობა” სატრანსპორტო საქალაქო […]
ნათია თურნავა – “ნაციონალებისთვის 35.000 ლარი არ შემიწირავს”
მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი. მე ჩემი თანხა არ შემიწირავს,- ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში შეკითხვას, შეწირა თუ არა მან 35.000 ლარი 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ „ეს იყო ტექნიკური ტრანზაცია და იმ დროს რა კომპანიაშიც ვმუშაობდი, რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანზაქციისთვის. ეს იყო GIG“,- აცხადებს […]










