პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას, ხეობისკენ მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს, კომენტარი აღნიშნულის შესახებ თავად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ გააკეთა.მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ის ხეობაში ვითარების გასარკვევად და განსამუხტად მიემგზავრებოდა, თუმცა პოლიციამ ის გააჩერა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. „მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი – “ელენე ხოშტარიასა და გიორგი გახარიას ფინჯან ყავაზე მეც დავპატიჟებ”
“ევროპული საქართველოს” მოთხოვნას გიორგი გახარიას საკომიტეტო სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება. სესიაშვილის თქმით, კარგია როდესაც პოლიტიკოსები, იუმორს პოლიტიკოსები ინარჩუნებენ და ფინჯან ყავაზე ელენე ხოშტარიას და გიორგი გახარიას ერთად ეპატიჟება. “კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ, მეც ჩავერთვები და ფინჯან ყავაზე ორივეს, ელენა ხოშტარიასა და გიორგი გახარიას ერთად დავპატიჟებ… ღია კარს ნუ დავამტვრევთ. მინისტრი […]
“არა უშავს, ცოტასაც მოვიცდი” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე
22 აპრილს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა ოდესის ოლქის ექს გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა, აღნიშნულ ფაქტს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ეს პროცესები ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაუკავშირა. „ვიდრე პოროშენკო პრეზიდენტია, მე არც კი ველოდი სასაზღვო სამსახურისგან სხვა პასუხს, არა უშავს, ცოტასაც მოვიცდი, ამდენთვიანი ლოდინის შემდეგ“- დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე. შეგახსენებთ, ორშაბათს […]
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერს ავტომანქანა დაუწვეს – შემთხვევა ზესტაფონში
ზესტაფონში ავტომანქანა დაიწვა. როგორც მუნიციპალიტეტს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, დამწვარი ავტომობილი მის მხარდამჭერს გიორგი ქამუშაძეს ეკუთვნის, ფაქტი კი შემთვევითი ინციდენტით არ არის გამოწვეული. მერობის კანდიდატის თქმით, მანქანა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაწვა. მომხდარს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. როგორც რობაქიძე ამბობს, აღნიშნული მანქანით დღეს თბილისში საარჩევნო ბუკლეტები უნდა გადმოეტანათ. შემთხვევა ზესტაფონში წუხელ მოხდა. ინციდენტის […]
ელენე ხოშტარია – “გახარიას ყავას ჩემი ხელით მოვუდუღებ”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მივა, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას კი ირონიით პასუხობს.საუბარია ოპოზიციის მოთხოვნაზე გახარიას საკომიტეტოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით, გახარიამ დეპუტატებს შესთავაზა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში იგი ყავაზე დაპატიჟონ. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის საკუთარი ხელით მოუდუღებს შს მინისტრს ყავას, მაგრამ უნდა მივიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს: „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და […]
გია ხუხაშვილი – პანკისის მსგავსი მოვლენები, შესაძლოა, გახარიას თავიდან მოსაშორებლად გამოიყენონ
“ხელისუფლებაში ქვედა დონეებზე ძალთა ბალანსი იცვლება და გახარია სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს ინტერესთა ჯგუფებისთვის. მოგეხსენებათ, გახარია არც ერთ ამ ინტერესთა ჯგუფის წევრი არ არის. სრულებით არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფაქტები იქნას ან დაგეგმილი, ან შემდგომში გამოყენებული, რათა გახარია თავიდან მოიშორონ. ასეთი სურვილები ხელისუფლებაში რომ არსებობს, ეს აშკარაა. პანკისის მოვლენებს გარდა უსაფრთხოების განზომილებისა, აქვს შიდა სახელისუფლებო […]
დათო მაღრაძე რევოლუციისთვის ემზადება
„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დათო მაღრაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის შეტაკებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მსგავსად წინა ხელისუფლებისა, არ იცნობს კავკასიას, არ იცნობს საქართველოს, არ იცნობს ჩვენს ისტორიას, კავკასიელ ხალხთა კულტურის ისტორიას, არ იცნობს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ მთისა და ბარის ტრადიციებს. ჩვენი ამჟამინდელი […]
ანა დოლიძე – “ქართული ოცნება” შეეჩვია სპეცრაზმის გამოყენებას“
„მინდა გამოვხატო შეშფოთება იმის მიმართ, თუ როგორ შეეჩვია “ქართული ოცნება” სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებას. არ შველის ამას მოგვიანებით მინისტრი გახარიას მხრიდან მოხდილი ბოდიში, რაც მან ერთხელ უკვე გააკეთა. მოსახლეობასთან მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლებამ შეიყვანა პანკისში სპეცდანისნულების რაზმი და დააზიანა ნდობა ჩვენ საპოლიციო ძალებსა და მოსახლეობას შორის”, – განაცხადა ანა დოლიძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში. მეტრონომი
ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის მალე ღია ომი დაიწყება – რა ხდება პრეზიდენტსა და მარგველაშვილს შორის
ყველანაირად არეული ქვეყანა მალე კიდევ ერთი დაპირისპირების მომსწრე გახდება. სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომი უკვე დაიწყო და ის მალე სააშკარაოზე გამოვა. ამის პირველი ნიშანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადადგომა იყო. 19 აპრილს ლაშა ჟვანიამ გვაუწყა, რომ 1 მაისიდან მუშაობას ისევ საპატრიარქოში გააგრძელებს. “ოცნებაში” ამბობენ, რომ მან სალომე ზურაბიშვილის კაპრიზებს ვერ გაუძლო და ამიტომ წავიდა […]
“ივანიშვილმა ვერ დაიჯერა, რომ წარმატებული ბიზნესმენი შეიძლება სუსტი პოლიტიკოსი გამოდგეს”
“ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. – ბატონო პაატა, ძალიან აირია “ოცნებაში” მონასტერი, რა ხდება? – უკვე დიდი ხანია, არეულია. თვითმფრინავს მუდმივად ჭირდება საწვავი, რათა ჰაერში იყოს. როგორც კი საწვავი გათავდება, თვითმფრინავი ვარდება. ხოლო ავტობუსი, თუ საწვავი მთავრდება, ჩერდება. – საწვავი გაუთავდა “ოცნებას”? – დიახ და “ქართული ოცნება” უბრალოდ ციდან ჩამოვარდა […]










