კატეგორია: პოლიტიკა

მექა ხანგოშვილი მაია ცქიტიშვილს – ”რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო?”

ქისტური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა პანკისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მყოფ მინისტრებს კითხვა დაუსვა. ის შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედასთან, მედიკო მარგოშვილთან ერთად იმყოფება. ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია: “თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი […]

ბათუმში ”ოცნების” მიერ ნაცემი ნაციონალი დეპუტატი როინ ზოიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის საკრებულოში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ნაციონალი დეპუტატი როინ ზოიძე, რომელსაც თავი დაუზიანდა და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებისა და სიპებისგან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას, არაერთი […]

პოლიციის მაღალჩინოსანი ოპოზიციაზე – “ყ… ჭამონ” – სკანდალური მიმოწერა და ფარული თვალთვალი ენმ-ს წევრებზე

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელისა და ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ლაშა მურღულიას მიმოწერას აქვეყნებს. ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სანდრა რულოვსის შეხვედრებზე ოპოზიციამ ფარული თვალთვალი დააფიქსირა და ვიდეოკამერით იმ მანქანის გადაღება დაიწყო, საიდანაც სანდრა რულოვსს უთვალთვალებდნენ, სწორედ ამ დროს გააგზავნა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა ა.კ. მესიჯი პოლიციის უფროსის მოადგილესთან: […]

„ივანიშვილი პანიკაშია, ამიტომ დარბის ხიბულაში ხმების სამათხოვროდ“- ბოკუჩავა

დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. მომხდარს ოპოზიციის რიგებშ ეხმაურებიან. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატს გახარიას ზონდერები მიუგზავნა. „ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა […]

ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ყოლბაიამ წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. სავარაუდოდ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. აღნიშნულ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ თავად ვახტანგ ყოლბაიას დაუკავშირდა. კითხვაზე: შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ის დღეს წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს, ყოლბაიამ სააგენტოს შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა: „ვინ წყარომ გითხრათ? […]

ბათუმის საკრებულოში “ოცნების” წევრებმა და ნაციონალებმა იჩხუბეს – ვიდეო

ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ. აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა […]

ირაკლი ოქრუაშვილი – გიორგი გახარიას ვამეცადინებდი სისტემის მართვაში

ხანდახან რომ ვუყურებ ამათ მინისტრებს, მიფიქრია, რეპეტიტორობა ხომ არ დავიწყო და კერძო გაკვეთილები ხომ არ ავიღო, ამათი მინისტრები ხომ არ ვამეცადინო, გახარიას ვამეცადინებდი პირველ რიგში სისტემის მართვაში, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. ოქრუაშვილის თქმით, მან იცის ის სისტემა, რომელიც გახარიამ ჩაიბარა, რომელსაც ფაქტობრივად, აწყობილი სისტემა დახვდა კაბინეტში. „ხანდახან რომ ვუყურებ […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “კიდევ კარგი, ატომური ბომბი არ გვაქვს, თორემ ამათ ღილაკები აერეოდათ და მერე გენახათ…”

ხანდახან მიხარია ხოლმე, რომ ზესახელმწიფო არ ვართ და ატომური ბომბი არ გვაქვს, თორემ ამათ ღილაკები აერეოდათ და მერე მსოფლიოში რა ამბავს დაატრიალებდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?! – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას განაცხადა. ოქრუაშვილმა ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები შეაფასა. ოქრუაშვილის განცხადებით საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილს კვლავ დიდი რესურსის გამოყენება […]

სანდრა რულოვსი – “მთელი დღე დაგვსდევდა ერთი მანქანა, ეს ჩემი შეშინებისთვის სჭირდებათ”

ისინი, უბრალოდ, აპროტესტებდნენ, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ რეაგირებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსმა განუცხადა. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, იგი „აზრზე არ არის რას აბრალებენ დაკავებულებს“. „მთელი დღე დავდიოდით ხალხთან შეხვედრებზე და დაგვსდევდა ერთი მანქანა. შიგნით იყო ორი ადამიანი. ჩვენ დავაფიქსირეთ ისინი, გავარკვიეთ, […]

გიორგი პატარაია გამოუშვეს

ზუგდიდში სამართალდამცავების მიერ დაკავებული ენმ-ის პრესამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს. როგორ პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა თვალთვალი ოპოზიციის მიმართ. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, მისი თქმით, პოლიცია ნაცვლად ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა, ხელისუფლების დავალებით, დაკავებულია ოპოზიციის წევრების დევნით. „იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას, რომლებიც უნდა იცავდნენ ოკუაპციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების […]