კატეგორია: პოლიტიკა

ზუგდიდში ნაციონალები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს – ვიდეო

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“პარტიაში დაუდასტურეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, პატარია და წითლიძე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ. https://www.facebook.com/rustavi2/videos/430418034199238/

ლადო კახაძე – „რუსთავი 2“-საც მივამხე“

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ, საარჩევნო კამპანია ჟურნალისტებთან დაპირისპირებით დაიწყო. ერთი საათის წინ, ივანიშვილის პარტიამ კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. პირველივე შეხვედრის შემდეგ კი კანდიდატი ჟურნალისტების კითხვებმა შეაწუხა და მედიას ურჩია, რომ უფრო მეტად განვითარდნენ, თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა და მოგვიანებით კახაძემ აგრესია „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოიჩინა. მაჟორიტარობის კანდიდატი მაშინ გაღიზიანდა, როდესაც „კურიერი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა მას […]

კონსტანტინე გამსახურდია – “9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი – რესპუბლიკის დღე”

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს. კონსტანტინე გამსახურდია: – 9 აპრილი ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვისაც. რადგანაც ამ დღეს მიეცა იმპულსი იმ პროცესებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული იყო, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ დასრულდებოდა და რა განვითარება ექნებოდა. რა […]

ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა – ავტოკოლონა ივანიშვილის სასახლისკენ მიემართება

ტაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია თბილისში. აქციის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტომობილების კოლონა რუსთაველის გავლით, სიგნალებით, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრა. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ თუ კახი კალაძე ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს არ გააუქმებს, მაშინ მძღოლები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ქალაქის გზებს გადაკეტავენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია.

“საზოგადოება ბესელიობანათი დაიღალა” – ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი სიცრუეს უწოდებს ეკა ბესელიას ინფორმაციას, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა. „მსგავსი ინფორმაცია პირველად მოვისმინეთ. ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან საზოგადოება ბესელიობანათი დაიღალა. არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი […]

„არა ერთი “ფეისბუქ სტატუსი” ვნახეთ ვატო შაქარიშვილის, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა “ქართულ ოცნებაში” – მამუკა მდინარაძე

თბილისის საკრებულოდან ვახტანგ შაქარაშვილის წასვლის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატის სხვადასხვა სტატუსები სოციალურ ქსელში აღნიშნულის შესახებ მოასწავებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მმართველი პარტიიდან ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა მიანიშნებს თუ არა პარტიაში რღვევის პროცესზე, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს პერსპექტიული არ არის: “თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც პარლამენტში […]

„ჩემთვის არ იყო მოულოდნელი ვატოს და ჯაბას პროტესტი“- ეკა ბესელია საკრებულოს უმრავლესობის რღვევაზე

თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან ორი დეპუტატის გასვლას, მმართველი პარტიიდან წასული ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას თქმით, შაქარაშვილისა და ჯიშკარიანის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: „შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოადგენს მათ შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც […]

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართული ოცნება” დატოვეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა “ქართულ ოცნებას” დატოვეს. ამის შესახებ მათ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „უკანასკნელ პერიოდში თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება,“ – თქვა ვატო შაქარიშვილმა. ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. „ძალიან კარგად ვნახეთ, […]

გახარიას გაპრემიერება ამერიკაში გადაწყდება

უკვე მეორე წელია, რაც საქართველო გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე საუბრობს. ის ამ თანამდებობასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ქვეყნის მმართველი გადაწყვეტილებას ცვლიდა, რაშიც მას “ოცნების” ზოგიერთი ლიდერიც ეხმარებოდა. მმართველ პარტიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გულზე დიდად არ ეხატებათ. მათ მზეს არც შს მინისტრი ფიცულობს. საქმეები ისე მიდის, რომ მეოცნებეთა ნაწილის ნების წინააღმდეგ გახარია მთავრობის მეთაური […]

“რა დავარქვა ამას?” – დავით მაღრაძე ივანიშვილს პასუხობს

ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილის შეაფასება, სადაც ყოფილი პრემიერი მთავრობისადმი მაღრაძის კრიტიკული პოზიციის გამო გაკვირვებას გამოთქვამს. “რა დავარქვა ამას? – ხელოვანის ბედი როგორ სახელმწიფოში? – ჟურნალისტებისთვის მიმინდია გაგრძელების მოძებნა. ჩემი განვლილი ცხოვრების მინიშნების საპასუხოდ მინდა ვთქვა, შემცდარიც ვყოფილვარ და მართალიც, მაგრამ არც ერთი განსაცდელი, არც ერთი ქარტეხილი, რაც ჩვენს […]