პარლამენტის წევრების – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა. მისი განმარტებით, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა კონკრეტული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე. „ვეცდები განვმარტო თითოეული შემთხვევა – ერთია ნათელაშვილის შემთხვევა, სადაც მას უწევს კონსტიტუციის მიხედვით უფლებამოსილების შეწყვეტა და ეს პარლამენტის დისკრეციული უფლებაა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ენდიაი: “ქართული ოცნება” – 24%, ნაცმოძრაობა – 9%, არც ერთი პარტია – 41%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ახლოს? პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია – 41% ქართული ოცნება -24% ნაციონალური მოძრაობა – 9% უარი პასუხზე -12% არ ვიცი – 6% სხვა – 8% NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო […]
ხატია დეკანოიძე – “მალე გახდება ცნობილი, როდის შეწყვეტს ნაცმოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს”
ხუთშაბათს გავაგრძელებთ მსჯელობას და ვფიქრობ, რომ ცნობილი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ფრაქციის საქმიანობა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში ფრაქციის გაფართოებული შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის […]
ზურაბ ჯაფარიძე 1.000 ლარით დააჯარიმეს
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო 1.000 ლარით დააჯარიმეს. “ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო. ახლა, რადგან არ გვანახე, 1.000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის […]
ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ მაფიოზური მმართველობის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ”
რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით განაახლა პარტიის წევრებზე ზეწოლა და მუქარა. „ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით – […]
4 მინისტრს კორონა აქვს – 2 მათგანი ორჯერაა აცრილი, ერთს კი ბუსტერიც აქვს გაკეთებული
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კორონავირუსი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან და მუშაობას დისტანციურ ფორმატში აგრძელებენ. მიხეილ ჩხენკელი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – “გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაშია”
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის ბრალია. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ მძიმე მდგომარეობაშია. „ბუნებრივია, გიორგი გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისინი ფაქტობრივად კოალიციაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც მისი პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელი იქნება. გადინება, რომელიც სახეზე გვაქვს, სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, […]
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატურა წარუდგინა – ასარჩევად “ოცნების” ხმები საკმარისი არ არის
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. ცესკო-ს თავმჯდომარედ ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დირექტორი თენგიზ თევზაძე წარადგინა. რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, პრეზიდენტმა 4 კანდიდატი წარადგინა. პროცედურის მიხედვით, წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. […]
აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დემარშით დატოვა. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კურსი მათთვის მიუღებელი იყო. გახარიას გუნდში კი მომხდარ ფაქტს ზეწოლას უკავშირებენ. მათი თქმით, “ოცნება” გახარიას გუნდზე ტერორს ყოველდღიურად ახორციელებს. 10 წლის თავზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაემსგავსა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას და იმ მეთოდებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც […]
ირაკლი კობახიძე – „მეტი სიყვარული და მეტი სითბო…“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ედ ჰოკი” ინტერვიუსას. გადაცემის წამყვანმა საუბრის ბოლოს მას ჰკითხა: “რა არის თქვენი „ქართული ოცნება“? „მახსოვს 80-იანების თბილისი, საქართველო, სხვანაირი გარემო იყო, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, მეტი სითბო იყო. ამას რომ დავუმატო დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, ეს იქნებოდა ოცნების თბილისი და ოცნების საქართველო. მეტი სიყვარული და მეტი სითბო, ამაზე ალბათ, ყველა […]










