პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მოთხოვნას აყენებს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კვლავ აანონსებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. სააკაშვილი ითხოვს აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი „ემპათია“, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას პირობების შესრულების ვადას 6 იანვრამდე აძლევს.
კატეგორია: პოლიტიკა
“ივანიშვილი კობახიძესაც თამაშგარეთ დატოვებს” – გედი ფოფხაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესებს საქართველოში ისევ ივანიშვილი მართავს. – კობახიძე ისეთივე ნომინალურია, ისეთივე მარიონეტია, როგორც ნებისმიერი სხვა “ქართულ ოცნებაში”. თუ კობახიძეც რაიმე ისეთს გააკეთებს, რაც ივანიშვილს არ მოეწონება, თამაშგარეთ დარჩება. – თქვენ რას უკავშირებთ პარლამენტის თავმჯდომარეების ასე ხშირ ცვლილებას? თუ ივანიშვილის ერთგულებაზეა საუბარი, ყველა ერთგული იყო. – […]
სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ […]
“შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა!” – სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა
“…უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები! ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ […]
ნინო ბურჯანაძე – “სალომე ზურაბიშვილს შეუძლია “ოცნების” სერიოზული თავის ტკივილი გახდეს”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ ახლა გაჩუმება წარმოუდგენელია. – მას აქვს გარკვეული ბერკეტები და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის ამ ბერკეტებსა და მექანიზმებს გამოიყენებს. – ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ვეტო თუ დაადო, ამ ვეტოს დაძლევენ. ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი თუ უფრო მეტი? […]
მამუკა გამყრელიძე – “ჩემთვის გამოცანაა, რატომ გააქრეს კახა კუჭავა პოლიტიკიდან”
ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კუჭავას საერთოდ პოლიტიკიდან გაშვება მისთვის გამოცანაა. – იმედი მქონდა, რომ კუჭავას სხვა, უფრო ცოტა სერიოზულ პოზიციაზე ვიხილავდით, რადგან მომავალში ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ზომიერი პოლიტიკოსი იქნებოდა პრემიერის სავარძელში. – ბევრი პროგნოზირებდა კუჭავას პრემიერობას, თუმცა ამ გადმოსახედიდან ეს აღარ ჩანს. – დიახ, ნამდვილად არ ჩანს. ახლა […]
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის […]
ლონდა თოლორაია – “იმედია, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონს”
იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. „ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და […]
სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა. კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ იყო პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.










